11 თებერვალი, 2016
ნინო ორდენიძე: "სანამ უშუალოდ ჩვენ შეგვეხებოდა ეს პრობლემა და ჩემი ძმისშვილი დაიბადებოდა დაუნის სინდრომით, მეც მეშლებოდა..."
ნინო ორდენიძე ბევრს ახსოვს, როგორც ძალიან აქტიური, ლამაზი, სექსუალური მოდელი. ახლა ის ორი შვილის დედაა. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ ემოციური, მშიშარა ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგრამ ძალიან ენერგიული. საქმიანობის მხრივ სწორედ ოჯახის გამო აიღო ტაიმუატი, სექტემბრიდან კი კარიერული თვალსაზრისით გააქტიურებას გეგმავს. რომელ სფეროში აპირებს ძალების მოსინჯვას, ჯერ არ იცის, თუმცა მოსაფიქრებელი დრო კიდევ აქვს. ბოლო პერიოდში გოგი თოფაძესთან დაკავშირებული სკანდალის დროს, ნინო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა.

- მიუხედავად იმისა, რომ დედა 26
წლის ასაკში გავხდი და გარკვეულწილად მომზადებულიც დავხვდი ამ მნიშვნელოვან მოვლენას, მაინც ვფიქრობ, რომ პირველ შვილზე ცოტა დაბნეული ვიყავი. სამშობიაროდან გამოსვლამდე დედაჩემს დავუბარე და დამახვედრა ძიძები, კასტინგი მქონდა, როგორც იქნა, შევარჩიე, დღის ძიძა ცალკე მყავდა, ღამის - ცალკე, ძალიან შეშინებული ვიყავი და ყველაფერზე პანიკაში ვვარდებოდი. მეტიც, პირველად ასაცრელად რომ მივიყვანე და აცრის შემდეგ მითხრეს, 15 წუთი აქ იყოს ბავშვიო, გული გამისკდა. ზოგადად, ძალიან ემოციური და ფეთიანი ვარ, მაგრამ მეორე შვილი რომ გავაჩინე, 29 წლის ვიყავი და შედარებით მშვიდად შევხვდი ყველაფერს, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ გამოცდილება და პრაქტიკაა ყველაფერი. რაც არ უნდა დიდი იყო, როცა არ იცი, როგორ მოუარო, რა დროს რის გაკეთება სჭირდება, შეშინებული და დაფეთებული ხარ, გამოცდილებასთან ერთად კი სიმშვიდეც მოდის.

- ძიძის შერჩევა ძალიან საფრთხილოა, ასეთმა შეშინებულმა როგორ შეარჩიე ძიძა?
- ზოგადად, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ძიძას არ უნდა შეატოვო ბავშვი, შვილთან სულ უნდა გქონდეს კონტაქტი. პირადად მე, ახლა და ახლა ვიწყებ აქტიურ ცხოვრებას, თორემ მანამდე სულ ბავშვებზე ვიყავი გადართული, მიუხედავად იმისა, რომ ძიძები მყავდა ყოველთვის. ერთი დღე დილიდან საღამომდე თუ გავედი სახლიდან, ეს ბავშვებზე აისახება, ვგრძნობ, რომ უკვე დეფიციტი აქვთ.

- ძიძებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება თუ გქონია?
- არა. ჩემი პირველი ძიძა იყო ტანია, რომელიც ჯერ ჩემს ძმისშვილთან იყო, 10 წლამდე გაზარდა და მერე მე წამოვიყვანე. არაჩვეულებრივი ადამიანია, ოჯახის წევრად ვთვლიდი. მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ მისმა შვილმა ცოლი მოიყვანა, შვილიშვილი უნდა გაეზარდა და წავიდა ჩვენგან, შესაბამისად დავიწყე ახალი ძიძის ძიება. სანამ იმას, ავიყვანდი, ვინც დღემდე ჩვენთანაა და დღეს ის უფრო დამხმარეა ჩემი, ვიდრე ძიძა, მანამდე რამდენიმე ძიძა გამოვიცვალე. იმას მაინც ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ცუდი გაუკეთა ჩემს ოჯახს რომელიმემ. რაც მსმენია ჩემი მეგობრებისგან, რომ ძიძები ძარცვავდნენ, საშინელებებს აკეთებდნენ, მსგავსი არაფერი შემმთხვევია, უბრალოდ ყველას არ შეუძლია ერთნაირად ზრუნვა, ზოგს კარგად გამოსდის საქმე, ზოგს - ცუდად და ეს იყო ჩვენი პრობლემა. ჩვენთან ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ძიძის ინსტიტუტი და უმჯობესდება მათი საქმიანობის ხარისხიც. საბოლოო ჯამში ცუდს ვერც ერთ ჩემს ძიძაზე ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ვიღაცამ უკეთ გაართვა საქმეს თავი, ვიღაცამ – ნაკლებად, ეს იყო და ეს.

- ნინო, ახლა რამდენი წლისანი არიან ბავშვები?
- უფროსი 8 წლის გახდა, პატარა – 5 წლისაა, 6-ის ხდება და სექტემბერში ესეც წავა სკოლაში. ზოგადად, ძალიან მშვიდი ბავშვები არიან, პრობლემებს არ მიქმნიან, საერთოდ ვერ გაიგებ, რომ სახლში არიან. ვინც ჩვენთან მოდის, გაკვირვებას ვერ მალავს, საერთოდ არ იგრძნობა, თუ ოჯახში ორი ბავშვიაო. იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჰმმმ
ბავშვები საერთოდ არ აცრათ, არ შეიძლება!მავნებელი უფროა ვიდრე კარგი.
00:11 / 12-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანუნა
ძიძებზე რომ საუბრობთ,ზოგ ძიძას რა პირობებში უწევს მუშაობა რატომ არ კითხულობთ,მე პირადად ძიძად ვმუშაობდი უკვე მესამე პატარას ვზრდიდი და დაობებული პურის გემო იქ გავიგე,რომ არაფერი ვთქვა ანტისანიტარიაზე.როგორც მშობლები ირჩევენ კარგ ძიძას ისეა სასურველი კარგ ოჯახში მოხვედრა.
23:22 / 11-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS