17 იანვარი, 2016
"მაშინ მივხვდი, რომ სხეული დავიმახინჯე..." - რას ნანობს სამი ორსულობის მერე ხატია სიჭინავა
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია, რომელსაც რიგ შემთხვევაში სირთულეებიც ახლავს თან. ხატია სიჭინავამ ერთმანეთის მიყოლებით სამი შვილი გააჩინა, ამიტომ შვილის დაბადების სასიამოვნო მოლოდინზე სასაუბროდ ამჯერად მას მივმართეთ.

- პირველი ორსულობის დროს ძალიან დაფეთებული ვიყავი, წარამარა ექოსკოპიას ვიკეთებდი, არადა, თურმე არ შეიძლება ასე ხშირად ამის გაკეთება. შენახული მაქვს ექოს ყველა სურათი, მუცლადმყოფი ბავშვის ყველა განძრევაზე ძალიან ვიძაბებოდი და ზემდეტ ყურადღებას ვაქცევდი უმნიშვნელო დეტალებს, მეც და ჩემი ქმარიც ემოციურად ვხვდებოდით ყველაფერს. რამაზსაც სულ
მუცელზე ედო ხელი და დიდი გულისყურით ელოდა მის თითოეულ მოძრაობას. ორსულობის ბოლო თვეები ისედაც მძიმეა, ვერ ტრიალდები, გულაღმა წოლა არ შეიძლება, რადგან ასეთ მდგომარეობაში ბავშვი ვერ სუნთქავს და გაქვს სულ დისკომფორტი. ვითვალისწინებდი ექიმის ყველა რჩევას, მერჩივნა, მე გამეთენებინა ღამე, ვიდრე ვთქვათ, გულაღმა დავწოლილიყავი და ბავშვს ვერ ესუნთქა.

მოკლედ, მართლა პანიკაში ვიყავი, სამჯერ მივედი სამშობიაროდ, მაგრამ სამივეჯერ ცრუ იყო ჩემი განგაში, მეგონა, მეწყებოდა მშობიარობა და სასწრაფოდ გავრბოდი, არადა რეალურად არც ვიცოდი, რა სიმპტომები ჰქონია მშობიარობის დაწყებას. რატომღაც დილის 6 საათზე მქონდა ხოლმე მშობიარობის შეგრძნება, გავვარდებოდით სამშობიაროში და უკან გვაბრუნებდნენ. უკვე მართლა რომ დამეწყო, მე თვითონვე მერიდებოდა სამშობიაროში მისვლა, ვფიქრობდი, კიდევ რომ მითხრან ცრუ განგაშიაო, სირცხვილი იქნება-მეთქი, მაგრამ ძალით წამიყვანა ჩემმა ქმარმა.

მივედით და აღმოჩნდა, რომ ბოლომდე არ იყო სამშობიარო მდგომარეობა ჩამოყალიბებული, მაგრამ მაინც დამტოვეს. ეს იყო ღამის სამი საათი, ჩემს ქმარს სასწრაფოდ მივწერე, 5 წუთში გაჩნდება-მეთქი, ნუ, მე ასე მქონდა წარმოდგენილი და მთელი ოჯახი სამშობიაროს ეზოში გავყინე, იმიტომ, რომ ბავშვი დაიბადა მეორე დღის 4 საათზე. პირველი მშობიარობის დროს უარი ვთქვი გაუტკივარებაზე, ძალიან მაინტერესებდა, რა ტკივილს ვერ უძლებდნენ ქალები და მივხვდი, რომ უდიდესი სისულელე გავაკეთე და სულაც არ ყოფილა საინტერესო ეს ამბავი...

მაგრამ უკვე გვიანი იყო და ვეღარ გამიკეთებდნენ გაუტკივარებას, ამიტომ იძულებულები იყვნენ დალოდებოდნენ, თვითონ როდის ინებებდა ჩემი შვილი ამქვეყნად მოვლენას. სანამ გავაჩინე, მთელი ჯანმრთელობის სახლი დავანგრიე, მეორე დღეს ძალიან მრცხვენოდა, რომ ასე ვყვიროდი, მაგრამ იმ დროს არაფრის შეგრძნება არ გაქვს. მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი, ერთ თვეში გადასარევ ფორმაში დავბრუნდი და საბოლოო ჯამში, პირველმა ორსულობამ, თუ იმ საათებს არ ჩავთვლით, როცა მუცელი მტკიოდა, გადასარევად ჩაიარა, ოთხი თვის შემდეგ, მეორეზე დავრჩი ორსულად.
იხილეთ გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხალხი
ისიც დაწერე პირველზე ორსული როცა დაგტოვა რამაზომ და სასოწარკვეთილი კნაოდი
10:00 / 18-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS