26 ნოემბერი, 2015
"ვინც ამას აკეთებს, მაპატიეთ, მაგრამ ჩემს თვალში ის ქალი არაა..."
ვთვლი, რომ ახლაც მარტოხელა დედა ვარ ნატო გელაშვილი ორი ბიჭის დედაა, უფროსი შვილი გიო - უკვე სტუდენტია, ლუკა კი - აბიტურიენტი. შვილები მიყოლებით გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე ჰყავდა, მათი ცხოვრების მაჯისცემაზე ხელი ყოველთვის ეკიდა, ალბათ ამის შედეგია ის, რომ დღეს ბიჭები მისი საუკეთესო მეგობრები არიან.

- დედა 25 წლის ასაკში სრულიად მომზადებული გავხდი, განცობიერებული მქონდა ის პასუხისმგებლობა, რაც დედობას ახლავას თან, შვილი არ გამიჩენია სხვისთვის, ჩემთვის გავაჩინე და მევე ვზრდიდი. მართალია, 5 თვიდან მყავდა დამხმარე,
მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე ჩემს შვილს ყურადღებას ვაკლებდი. უბრალოდ, მოსწავლეები მყავდა და ამიტომ დამჭირდა დახმარება, თორემ თავად ვუკეთებდი საჭმელს, მყავდა ბუნებრივ კვებაზე და რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვაკეთებდი და ვასწრებდი.

- მეორე რამდენ ხანში გააჩინეთ?
- ძალიან მალე, გიო 8 თვის იყო, როცა ფეხმძიმედ დავრჩი. შვილები მივაყოლე ერთმანეთს, როცა ლუკა დაიბადა, გიომ სიარულიც კი არ იცოდა ჯერ, მაგრამ ვუმკლავდებოდი ორ პატარა ბავშვს ერთად. ახლა ხშირადაა შემთხვევა, როცა აჩენენ შვილებს და არ აქვთ გააზრებული, ერთი სული აქვთ, ოღონდ ბავშვი ვინმემ მოაშოროთ, მე ნამდვილად არ მქონია ეს განცდა, სულ მათთან მინდოდა ყოფნა და მათთან ვატარებდი დროს, ტყუპივით გავზარდე ორივე და გამიადვილდა. ლუკა რომ გაჩნდა, გიო უკვე ძალიან დიდი მეგონა და როგორც დიდს, ისე ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, გიო შენ დიდი ხარ, ეს არ უნდა შეგეშალოს, ეს ასე უნდა გააკეთო და ა.შ. ლუკა იმდენად პატარა იყო იმ მომენტში, მის ფონზე გიო უკვე დიდი კაცი მეგონა..

ბიჭები დღემდე ტყუპებივით არიან, ბაღში ერთად იყვნენ, იმიტომ, რომ უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, სკოლაში ერთი კლასით წინ იყო გიო, ახლა ის სტუდენტია, ლუკა - აბიტურიენტი. სამეგობრო წრეც ერთი ჰყავთ და სხვათა შორის, მადლობაც კი უთქვამთ ჩემთვის იმის გამო, რომ ერთმანეთი ჰყავთ. თუ ვინმე დამიჯერებს, ვიტყვი, რომ მიყოლებული შვილები ძალიან კარგია. მართალია, პირველი პერიოდი რთული და დამღლელია, მაგრამ ეს არაჩვულებრივია.

- ორი ბიჭის გაზრდა ალბათ მაინც სირთულეებთანაა დაკავშირებული...
- ჩემი მეგობრებისგან ხშირად მსმენია გარდატეხის ასაკის სირთულის შესახებ, მაგრამ პირადად მე არ მიგრძნია ამათი გარდატეხის ასაკი და არც მისი სირთულე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შვილებთან ურთიერთობაა. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მათგარეშე არ მიცხოვრია.

- იყო პერიოდი, როცა მარტოხელა დედა იყავით...
- მე ვთვლი, რომ ახლაც მარტოხელა დედა ვარ, იმიტომ, რომ შვილების გაზრდის მთელი პასუხისმგებლობა მარტომ ავიღე საკუთარ თავზე და ასევე მარტო ვზრდი დღემდე. მე არავის ვთხოვ და ვავალდებულებ, ჩემს შვილებს რამე გაუკეთონ, მე ვცხოვრობ მათთვის და ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. მართალია, მეუღლეს დავშორდი, მაგრამ ჩემს შვილებს მაშინაც და ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მამასთა.. არ მინდოდა ჰქონოდათ მამის დანაკლისი, თუნდაც სიტყვა მამას თქმის ან დაძახების კომპლექსი, ამიტომ ყველანაირად ხელს ვუწყობდი მათ ხშირ კონტაქტს.

- როგორ შეხვდნენ შვილები თქვენს მეორედ დაოჯახებას?
- ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, თუ როგორ შეეგუებოდნენ ბავშვები ვახოს და როგორი იქნებოდა ის ჩემი შვილების მიმართ. მე რომ რაიმე არასწორი, არასასიამოვნო დამენახა, ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამდი, მაგრამ საბედნიეროდ, ბიჭები ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყვნენ, შესაბამისად, მეც გამიადვილდა მეორედ ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ეიანა
ხოდა უზნეო ქალებმა ისარგებლონ უნდა ხომშეკოწიწებული ოჯახის კაცებიღ და ჩაუგორდნენ და დაანგრიონ სხვისიოჯახები?ფუი მაგ ნატოს
16:01 / 22-09-2016
გამოხმაურება / 0 /
lლალირ
ნამდვილ ოჯახს ვერავინ დაანგრევს. შეკოწიწებული ოჯახის დანგრევა კი შეიძლება უკეთესიც კი იყოს.
12:34 / 04-07-2016
გამოხმაურება / 0 /
..
ყველას გეშინოდეთ ბუმერანგის.
18:15 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სხვისი
სხვისი ოჯახის დანგრევაც არ ეპატიება ქალს და არაქალია ისიც.
18:10 / 26-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS