02 ოქტომბერი, 2015
ლიკა ლაბაძისა და ჯუზეპე მარელას მისტიკური სიყვარული - „შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო...“
მოდელი და მსახიობი ვარ და მინდოდა, ამერიკულ კინოში მეცადა ბედი
დაახლოებით ერთი წლის წინ ლიკა ლაბაძე ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში წავიდა სასწავლებლად. ლიკამ ოცნება აისრულა, მსახიო-ბობას ეუფლება. ამერიკა ძალიან შეუყვარდა და ლიკას ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს. ყველაზე მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მეორე ნახევარი - ჯუზეპე მარელა გაიცნო. ჯუზეპესთან შეხვედრას ლიკა იტალიაში ხუთი წლის წინ მომხდარ ამბავს უკავშირებს:

ხუთი წლის წინ ოპერის თეატრი გასტროლით ვიყავით ვერონაში, ჯულიეტას და რომეოს მუზეუმში დავწერე წერილი,
როგორ ბიჭს მინდოდა შევხვედროდი. ამ იტალიურ ტრადიციაზე ამბობენ, რომ ხშირად სრულდება. წერილი დავტოვე, ქუჩაში გამოვედი. მარგალიტის პატარა საყურეები მეკეთა, ერთი ჩამოვარდა და ქვაფენილზე დამივარდა. რამდენიმე გოგონა გავეკიდეთ, მაგრამ საკანალიზაციო მილში ჩავარდა და დავკარგე. ჩემმა მეგობარმა, ნინო გოგუამ, მითხრა, ვიცი, ეს რასაც ნიშნავს, შენ გაიცნობ იტალიელ ბიჭს, რომელსაც შეუყვარდები და მარგალიტის საყურეს გაჩუქებსო. ამაზე, რა თქმა უნდა, მაშინ გამეცინა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა და ჯუზეპემ მარგალიტის საყურეები მაჩუქა. ასეთი მისტიკური რამ ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, – გვითხრა შეხვედრის დასაწყისში ლიკამ.

ლიკამ და ჯუზეპემ საქართველოში ზაფხულის რამდენიმე დღე გაატარეს.

- ჯუზეპე, როგორ გახსენდება ლიკასთან პირველი შეხვედრა, რა გაიფიქრე, როდესაც ის დაინახე?
- სკოლაში ჩასვლა ერთი კვირით დავაგვიანე. ამის გამო ვნერვიულობდი და გადაღლილი ვიყავი. მთელი ზაფხული ვმუშაობდი. მოდელი და მსახიობი ვარ და მინდოდა, ამერიკულ კინოში მეცადა ბედი. ნიუ-იორკში ჩასვლით ძალიან აჟიტირებული ვიყავი და საერთოდ არ ვფიქრობდი ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობაზე. მთლიანად სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ჩვენს საკლასო ოთახში შევედი და ლიკა დავინახე, მის გარდა სხვას ვეღარაფერს ვამჩნევდი. მსგავსი რამ არასდროს მიგრძნია. ვუყურებდი ლიკას და თითქოს დრო გაჩერდა. იმწუთას ჩვენ ორის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ეს ყველაფერი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცოტათი შემეშინდა კიდეც. მსგავს რამეს საერთოდ არ ველოდი.

- ლიკა, შენც მსგავსი გრძნობა გაგიჩნდა?
- ჯუზეპე რომ დავინახე, რა თქმა უნდა, ჩემი ყურადღება მიიპყრო. გავუღიმე. მერე გავიცანი და დავმეგობრდით. რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ მეგობრები ვიყავით. მოგვიანებით მიამბო, რაც ჩემი დანახვისას იგრძნო.

- ჯუზეპე, როგორი იყო შენი პირადი ცხოვრება, სანამ ლიკას შეხვდებოდი?
- რა თქმა უნდა, მქონია დიდხნიანი ურთიერთობები, მაგრამ დაოჯახებული არასდროს ვყო-ფილვარ. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი მამაჩემთან ერთად. მამა გემის კაპიტანი იყო და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება და მოგზაურობა მიწევდა. ხუთი წელი ბრაზილიაში ვცხოვრობდი. მერე საფრანგეთში, პარიზში ვმუშაობდი. ამერიკაშიც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. განათლების მისაღებად ბევრს ვმუშაობდი. ვცხოვრობდი ლონდონში, მადრიდში. წარმოშობით იტალიიდან ვარ, მაგრამ მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი. გამოდის, რომ ყალბი იტალიელი ვარ. მშობლები იტალიაში ცხოვრობენ და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მათთან ჩავდივარ. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პერიოდი საფრანგეთში მაქვს გატარებული. ჩემში ბევრი რამაა ფრანგული, მაგრამ გული იტალიური მაქვს.

- საქართველოში პირველად ხარ, რას იტყვი ჩვენს ქვეყანაზე?
- თქვენი ქვეყანა იტალიას ჰგავს, ამიტომ ძალიან მომწონს, ჩემს ოჯახს მაგონებს. პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემთან ერთად დიდ დროს ვატარებდი, საქართველომ მაშინდელი გრძნობები გამახსენა. მოხიბლული ვარ და ძალიან პოზიტიურად განვეწყვე, როდესაც
დავინახე, ლიკას ოჯახი როგორ შემხვდა. ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და გახსნილია და მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. ვხედავ, რომ საქართველოში ისეთივე მნიშვნელოვანია ოჯახი, როგორიც იტალიაში. არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მინახავს ასეთი სითბო. ქართულის სწავლა დავიწყე. ვიცი რამდენიმე სიტყვა - ''გამარჯობა'', ''როგორ ხარ''.

ლიკა:
- ერთხელ ღამის ორ საათზე დამირეკა. კითხვა ვისწავლე ქართულადო, მითხრა. აიღო წიგნი და ''მამაო ჩვენო'' ქართულად წამიკითხა. არ დავიჯერებდი, ვიდეოთი რომ არ მენახა, მართლა ის კითხულობდა. ძალიან მოსწონს ქართული დამწერლობა.

ჯუზეპე:
- კითხვა შემიძლია ქართულად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ ქართუ-ლად გელაპარაკოთ. თქვენი ისტორია და კულტურა ძალიან მომწონს. მიყვარს ქალაქები, სადაც ისტორია იგრძნობა. საქართველოს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მინდა, ბოლომდე ყველაფერი შევისწავლო. როცა ქუჩებში დადიხარ, ისევე როგორც პარიზსა და რომში, გრძნობ ამ სიძველეს და ისტორიას. ძალიან მომწონს, რომ ბევრი საინტერესო რამ არის თქვენს ქვეყანაში დასათვალიერებელი. გული მწყდება, რომ სანამ ლიკას გავიცნობდი, ამ ქვეყნის შესახებ არაფერი ვიცოდი. საქართველო ნელ-ნელა მიყვარდება.

- რას იტყვი ქართულ სამზარეულოზე?
- მჭადი ჩემი საყვარელი საჭმელი გახდა. ლიკას ბებიამ გააკეთა ძალიან მაგარი ღომი და ისიც უკვე ჩემი საყვარელი საჭმელია, თუმცა ღომი ლიკას წყალობით საქართველოში ჩამოსვლამდეც მიყვარდა. ნიუ-იორკში აკეთებდა ხოლმე. მიყვარს აჭარული ხაჭაპური. პირველად ნიუ-იორკში ქართულ რესტორანში გავსინჯეთ. ბევრი რამ მომწონს, მაგრამ ამ სამ საჭმელს გამოვარჩევდი. უკვე ვიცი, რომ 19 ნაკეცი უნდა ჰქონდეს ხინკალს. მიხარია, რომ ლიკას სამზარეულოში ტრიალი ეხერხება.

- სად გინდა იცხოვროთ?

ლიკა:
- ნიუ-იორკში, იმიტომ რომ ჩემი ქალაქია, ულევი შესაძლებლობით და შინაგანი თავი-სუფლებით. ნიუ- იორკში რომ ჩავედი, მივხვდი, რომ ახლიდან დავიბადე როგორც ადამიანი. ძა-ლიან ბევრი დოგმა და ვალდებულება მომშორდა, რაც საქართველოში მბოჭავდა. მივხვდი, რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება. როცა ქუჩაში დადიხარ და არავის აინტერესებს, ვინ ხარ, რა ხარ და ყველა თავისთვისაა. ამ დროს ძალიან მშვიდად გრძნობ თავს.

ჯუზეპე:
- თინეიჯერობის ასაკიდან მოდელად დავიწყე მუშაობა. თეატრში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა. ძალიან მრავალმხრივი განათლება მაქვს მიღებული. ამისთვის ჩემს ოჯახს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსიც კი ვარ, მაგრამ ჩემი ოცნება მსახიობობა იყო.

ლიკა:
- მეც ბევრ რამეს მივედ-მოვედებოდი, მაგრამ ორივემ ერთდროულად, ერთ ქალაქში გადავწყვიტეთ, რომ მსახიობობა გვესწავლა. ორივეს ერთნაირი ხედვა და ინტერესები გვაქვს.

- ერთად რაიმეს თამაში დაგეგმილი გაქვთ?
- ეს უფრო რეჟისორებზეა დამოკიდებული. სკოლაში ოფელია და ჰამლეტი ვითამაშეთ და კარგად გამოვიდა. მეცადინეობისთვის უფრო მეტი დრო გვქონდა. პარკშიც კი გავდიოდით რეპე-ტიციას. საბოლოოდ სკოლაში ყველაზე მაღალი შეფასება მივიღეთ. როცა გრძნობა გულწრფელია, უფრო კარგად გამოდის თამაში.

- ლიკა, ოდესმე გიფიქრია, რომ არაქართველი მამაკაცი შეგიყვარდებოდა?
- ყოველთვის მიჭირდა ქართველი ბიჭების გაგება. ჯუზეპესთან არ მქონია მომენტი, რომ დავფიქრებულიყავი, რა ეროვნებისაა. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მას აქვს ის ქართული თვისე-ბები, რაც ქართველებში ძალიან მომწონს და აქვს ის თვისებები, რაც ევროპელებში მომწონს.

- ჯუზეპეს მშობლების გაცნობას როდის გეგმავ?
- რამდენიმე დღეში მივდივართ იტალიაში, სადაც ისეთივე ემოციური ქარიშხალი გველის, როგორიც თბილისში გვქონდა. ჯუზეპეს ოჯახსა და ნათესავებს გავიცნობ. იტალიურს ვსწავლობ, მინდა, მათ იტალიურად ცოტათი მაინც ვესაუბრო.

- სხვადასხვა მრწამსი გაქვთ და როგორ ფიქრობთ, ეს ხელს ხომ არ შეუშლის თქვენს ქორწინებას?

ჯუზეპე:
- რეალურად ერთი ღმერთის გვწამს, მაგრამ შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო. ჯერ არ ვიცი, როგორი ქორწილი გვექნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ლამაზი გამოვა. ლიკას ყველა დღე გაწერილი აქვს და დარწმუნებული ვარ, ქორწილსაც ისე დაგეგმავს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
კატო
წარმატებები ორვეს,ყოველთვუს მომწონდა ლიკა,არ გავდა ქართველ იმ გოგოებს პოპურალორბის გამო ყველაფერზე რომ წავლენ ალბათ ამიტომაც ვერ იპოვა აქ თავისი ადგილი.
13:02 / 08-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მე
ღმერთმა აბედნიეროთ. ძალიან ლამაზი წყვილია. ლიკა კი განსაკუთრებულად ნიჭიერი და გამორჩეული გარეგნობის. გაიხარეთ ლამაზებო.
08:49 / 07-08-2016
გამოხმაურება / 0 /
გერა
ჯერ გაიხსნას საზღვრები და მერე ნახეთ ქართველი ქალების ეშელონებით გასვლა საზღვარგარეთ გასათხოვებლად.
13:02 / 04-08-2016
გამოხმაურება / 0 /
?????????????????????????? -s
უფალი ერთია! ისინიც ქრისტიანები არიან, სწამთ ქრისტე, ჭვთისმშობელი... უბრალოდ, მათი შეხედულებები განსხვავდება ჩვენისაგან - ამით არაფერი იცვლება არც უფალში, არც ქრისტეში - ლამაზ ყვავილს რომ ხედავ, შენთვის რომ ლურჯია და დალტონიკი რომ სხვა ფერად, მაგრამ ასევე ლამახად დაინახავს-ამით არაფერი იცვლება არც ყვავილის არსში და არც მის სილამაზეში!
09:32 / 04-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
"სადაცაა ბედი შენი, იქ წაგიყვანს ფეხი შენი"ო მააშ!? :)))
16:29 / 03-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS