05 აგვისტო, 2013
ირაკლი რუსაძეზე დანიშნული ანა კოვაჩი ცოლად ყაზახს მიჰყვება
ჩემი დაბადების დღეც ქართულ რესტორანში აღვნიშნეთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქმრომ ბრენდული ჩანთა და პროფესიონალური ფოტოაპარატი მაჩუქა, რადგან გადაწყვეტილი მაქვს ფოტოგრაფია შევისწავლო ამას წინათ, დიზაინერ ირაკლი რუსაძის ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოჩნდა სიახლე, რომ ის ანა კოვაჩზე დაინიშნა, რასაც, რასაკვირველია, მილოცვები მოჰყვა. ამ ფაქტიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ მოდელმა ანა კოვაჩმა, რომლიც კონკურს ''ელიტ მოდელ ლუქის'' გამარჯვებული გახლავთ და საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, სხვა ადამიანთან გადაღებული საკმაოდ თბილი ფოტოები ატვირთა. სიტუაციაში გასარკვევად ანას დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად
საქმროსთან ერთად ყაზახეთში ცხოვრობს.

- ამ დროისთვის სამოდელო კარიერა შევწყვიტე და ყაზახეთში ვიმყოფები საქმროსთან ერთად, რადგან ის ყაზახია. წელს უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
- კი მაგრამ, ''ფეისბუქიდან'' გავიგეთ, რომ დანიშნული იყავით ქართველ დიზაინერ ირაკლი რუსაძეზე, მის გვერდზე გამოჩნდა ეს სიახლე..
- ეს ტყუილი იყო. მე და ირაკლიმ ვიხუმრეთ, არასდროს ვყოფილვართ დანიშნულები, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ (იცინის). როდესაც საქართველოში პირველი მოდის კვირეული ჩატარდა, მაშინ გავიცანი ირაკლი და მას შემდეგ ვმეგობრობთ, ჩვენი ნიშნობა ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.
Rating
- მაშინ ის გვითხარით, საქმრო როგორ ან სად გაიცანით?
- ამერიკაში საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი, როგორც ხდება, მერე და მერე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ბოლოს კი იმის გამო, რომ დაქორწინება გადავწყვიტეთ, ყაზახეთში გადმოვედი საცხოვრებლად, თუმცა სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მანამ ის ნამყოფი იყო საქართველოში, ორი წელი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ ერთმანეთს არ შევხვდრივართ. საერთოდ, პირადზე საუბარი არ მიყვარს, ამიტომ მის ასაკს, სახელსა და გვარს ვერ გაგიმხელთ (იღიმის). ჩემი ოჯახის წევრები ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და ამ ამბავს არ განიცდიან, თან ისედაც მიჩვეული იყვნენ, რომ ხშირად ვმოგზაურობდი და სახლში არ ვიყავი, ამიტომ ეს საკითხი მათთვის მტკივნეული არ ყოფილა.
- მოდელობას თავი რატომ დაანებეთ?
- იმიტომ, რომ ვფიქრობ, მოვიდა დრო, სწავლას მივხედო. უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი ყოველთვის ქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ბევრს ვმოგზაურობდი, ამას ვერასდროს ვახერხებდი. ორწელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი საფრანგეთში, თითქმის ერთი წელი ვიყავი ლონდონში, ბოლო ერთი წელი ამერიკაში გავატარე და ამ რეჟიმში სწავლა ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოში ვირიცხებოდი, ვმუშაობდი ამერიკელ დიზაინერებთან, ფოტოებს ვიღებდი ამერიკული ჟურნალებისთვის. მუშაობის თვალსაზრისით ამერიკა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ევროპა, რადგან იქ უფრო კეთილი და საყვარელი ხალხი ცხოვრობს.
- ''იმიჯ ცენტრთან'' კონტრაქტი გაწყვიტეთ?
- არა, დღემდე ძალაშია კონტრაქტი, მაგრამ სააგენტო და ია კიწმარიშვილი ჩავაყენე საქმის კურსში და ვუთხარი, რომ მოდელობას თავს ვანებებ.
Rating
- თქვენი საქმრო ხომ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ სამოდელო კარიერა გააგრძელოთ?
- გარკვეულწილად კი. არავის, მათ შორის მეც, არ მომეწონება ისეთი საქმე, რომელიც საყვარელ ადამიანთან თვეე-ბისა და წლების განმავლობაში დამაშორებს, თუმცა მე ეს გადაწყვეტილება მანამდე მივიღე, სანამ გავიცნობდი.
- შეიძლებოდა სამოდელო კარიერა ყაზახეთში გაგეგრძელებინათ...
- კი, როგორ არა, მაგრამ ქართული მოდის ბიზნესი უფრო მაღალ დონეზეა განვითარებული, ვიდრე ყაზახური. სხვათა შორის, ქართველი დიზაინერები, მათ შორის ავთო ცქვიტინიძე, ჩამოდის ხოლმე ყაზახურ მოდის კვირეულზე.
- დღეს რას საქმინობთ, როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ანა კოვაჩისთვის?
- დილაობით დავდივარ ფიტნესკლუბში, ასევე ხატვაზე, რისი ნიჭიც ჩემი ოჯახის ყველა წევრს აქვს, მეც არ ვარ გამონაკლისი და მინდა ამ მხრივ მეტად განვვითარდე. გარდა ამისა, ვსწავლობ მანქანის ტარებას, ვდიასახლისობ, ვალაგებ სახლს, ჩემი საქმროსთვის ვამზადებ კერძებს, რამდენიმე დღის წინ საცივი მოვამზადე და ძალიან მოეწონა, ჩემს საქმროს უყვარს ქართული კერძები და დიდი სიამოვნებით მიირთმევს. ჩემი დაბადების დღეც ქართულ რესტორანში აღვნიშნეთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქმრომ ბრენდული ჩანთა და პროფესიონალური ფოტოაპარატი მაჩუქა, რადგან გადაწყვეტილი მაქვს ფოტოგრაფია შევისწავლო.
Rating
- როდესაც ინტერვიუზე გითანხმდებოდით, მითხარით, საღამოობით არ მცალიაო, რითი ხართ ამ დროს დაკავებული?
- დღის მეორე ნახევარში ჩემი საქმრო ჩემთან მოდის, ვსაუბრობთ, დავდივართ გასართობად. სხვათა შორის, აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და ერთად დავდივართ დროის გასატარებლად.
- ენის ბარიერი არ გაქვთ? რა ენაზე საუბრობთ?
- რუსულად. მოგეხსნებათ, მე რუსული სკოლა დავამთავრე და ოჯახის წევრებთანაც კი ამ ენაზე ვსაუბრობ, ამიტომ ეს პრობლემა არ გვქონია.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ჯიმი
კესარია აბრამიძე თუ უფრო ლამაზი არაა თავს მოვიჭრი,მარტო სიმაღლეა
17:56 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
m-99
მე გაგიმხელთ თუ გინდათ ამ პიროვნების სახელს და გვარს, ვიცნობ ძალიან კარგად, ერთ-ერთი კომპანიაში მუშაობდა, მაყუთი აქვს იცოცხლე ბლომად
11:14 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამას ეტყობა ბლომად მაყუტი აქვს ტორე ,ეს ყაზახეტს ვერ აიანდა და იმატ კულტურას მიტუმეტეს.კაი არ გვინდა დაბოლება გოგონი:)))))
03:18 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ამ ბიჭზე მაღალი ჩანს
23:07 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS