07 სექტემბერი, 2015
ლენუკა ყიფშიძეს შვილი ატერორებს : '' ხუმრობით იმასაც მეუბნება, შენ ვინ გაგიძლებსო''
რეალურად ძალიან კარგი მეგობრები, უფრო სწორად, ძმაკაცები ვართ ლენუკა ყიფშიძე პირად ბედნიერებას ეზიარა, 15 წლის შვილი ჰყავს. ლენუკა შვილთან ერთად გადავიღეთ და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებზე ვესაუბრეთ.

- 18 წლის გავთხოვდი და 19 წლისას უკვე ნიკუშა მყავდა. დედობისთვის პატარა ვიყავი. ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად იაზრებ, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო მშობელი.

ახლა ნიკუშა მე-15 წელიწადშია, შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ და დღეს და-ძმასავით ვართ. მართალია, პატარა დედა ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ, მასში ბევრი ჩავდე. ალბათ, ამის შედეგია, რომ
კარგად სწავლობს, თავადვე ისწავლა რუსული და ინგლისური კომპიუტერის მეშვეობით, არ მაქვს პრობლემა მეცადინეობაზე, არ ეშლება ზრდილობა, უფროსის პატივისცემა, ალბათ, ეს ოჯახის დამსახ-ურებაცაა, ერთადერთი ჩვენი საკამათო თემაა თავის დროზე დაძინება და კომპიუტერთან დიდი დროის გატარება.

Rating

ჩემს ძმასა და მის მეგობრებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. იმის განცდა არ მაქვს, რომ პატარაა, ხან შეიძლება, ისეთი რამ მირჩიოს, მის ასაკს რომ არ შეეფერება. სასწაული იუმორი აქვს, გიორგის რას უშვრება თავისი იუმორით, ვერ აგიხსნი, აგიჟებს (იცინის). ბედნიერი ვარ და ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ასეთი შვილი მყავს.

- თუ გისაუბრია მასთან შენს პირადზე?
- კი, ერთი-ორჯერ გვქონია ასეთი საუბარი და იუმორით უკითხავს კიდეც, ჩემ გარდა კიდევ უნდა გყავდეს შვილიო? ხუმრობით იმასაც მეუბნება, შენ ვინ გაგიძლებსო,''მატერორებს'' (იცინის). რეალურად ძალიან კარგი მეგობრები, უფრო სწორად, ძმაკაცები ვართ.

- სახლში პრეტენზიულია?
- ამ ბოლო პერიოდში ყველაფერი მირთმევით უნდა, ბოლომდე არ ვათამამებ, მაგრამ ბევრ რაღაცას ვუსრულებ. უარს თუ ვეტყვი, კარგი დედა, გარდატეხის ასაკი მაქვსო, მაშინვე მპასუხობს (იცინის).

Rating

- იცი, როგორი გოგონები მოსწონს?
- შეყვარებული არ ჰყავს და მგონია, რომ ჰყავდეს, მეტყოდა. ვიღაც თუ მოსწონებია, უთქვამს, ამ თვალსაზრისით კარგი გემოვნება აქვს.

ზოგადად, მგონია, რომ შვილისთვის უნდა იყო ავტორიტეტი, ასევე უნდა იყოს ის შენთვის, ოქროს შუალედი კი ყველა ურთიერთობას სჭირდება და არც ესაა გამონაკლისი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
mako
კაი ბიჭია
20:04 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS