31 აგვისტო, 2015
ლაშა შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძის შეცდომებზე, დანგრეულ ოჯახსა და ყველაფერზე, რაზეც ჯერ არ უსაუბრია
მეც გურული იუმორი და მოთმინების უნარი მაქვს ჩვენი რესპოდენტი ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძეა. საკუთარ საქმიანობაზე, პირადზე, ბაბუაზე, ოჯახზე და იმაზე, თუ ვისთან მეგობრობს დღევანდელ ხელისუფლებაში, ლაშა შევარდნაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს.

- ლაშა, რას საქმიანობთ ახლა?
- დღესდღეობით მე კომპანია Socar energy georgia-ში ვმუშაობ, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების და საგარეო ეკონომიკის კუთხით. ასევე პარალელურად ვმუშაობ შვეიცარიულ-ქართულ ფონდში, რომელსაც ეწოდება "საერთაშორისო ფონდი მგრადი განვითარებისთვის".

ფონდის მიზანია განავითაროს ალტერნატიული ენერგიის (მზე, ქარი) დანერგვა როგორც
საქართველოში, ასევე კავკასიის და შუა აზიის რეგიონში. მე ამ ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი და ბიზნეს-დეველოპერი გახლავართ. იქიდან გამომდინარე, რომ განახლებადი ტექნოლოგიების თვითღირებულება საკმაოდ ძვირი ჯდება და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს იმის საშუალება, რომ უცხოელ ინვესტორებს ამ მიმართულებით ხელი შეუწყონ. საკანონდებლო დონეზე ასევე მისაღებია ეგრეთ წოდებული "მწვანე ტარიფი".

აქვე დავამატებდი იმასაც, რომ საქართველოს ყველანაირი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, როგორებიცაა მზე, ქარი, წყალი და ამ კუთხით ნამდვილად ღმერთისგან დაჯილდოებული ქვეყანა ვართ. ვიმედოვნებ, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში მალე მოხდება და ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

- თქვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. ლაშა, როგორი ბაბუა იყო ბატონი ედუარდი და რა შეიცვალა თქვენთვის მისი წასვლის შემდეგ?
- ბაბუა სახლში, ოჯახის წევრებთან ყოველთვის თბილი, მოსიყვარულე და უშუალო იყო. მე არასოდეს არ მახსოვს სახლში გაბრაზებულიყოს ან ხმისთვის აეწიოს. თავის ცხოვრების ყველაზე მძიმე დროსაც კი უზომოდ მშვიდი და გაწონასწორებული იყო. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ მე მას 2003 წლის შემდეგ დავუახლოვდი მხოლოდ, გადადგომის მერე. ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანამდე მას უბრალოდ არ ეცალა.

1992 წლიდან 2003 წლამდე, როდესაც ის სახელმწიფოს მეთაური იყო, სახლიდან დილის შვიდ საათზე გადიოდა სამსახურში და ღამის პირველ საათზე ბრუნდებოდა.

გამონაკლისი მხოლოდ კვირა დღე იყო, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა საღამოს ცხრა საათზე. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დაისვენა და ამ დროს ლიკანის სამთავრობო რეზიდენციით ისარგებლა, ისიც ორჯერვე ორი კვირით და დასვენების ნახევარი დრო მუშაობაში გაატარა. ამ დროს საქართველო გარდამავალ პერიოდს გადიოდა და ქვეყანა დღე და ღამე მუშაობას ითხოვდა.

2003 წლის შემდეგ ბაბუ და მე ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. ის ხშირად მიყვებოდა ხოლმე თავის პოლიტიკურ ისტორიებს და ჩემთვის, როგორც იმ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტისთვის, ძალიან საინტერესო იყო.

არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, ხშირად შუადღისთვის კრწანისის რეზიდენციაში ავდიოდი ხოლმე, ბაბუასთან ერთად ვსადილობდი, მერე გავდიოდით მის კაბინეტში, სადაც ვსვამდით მწვანე ჩაის. ცნობილია, რომ მას ცოტა კონიაკის დალევაც უყვარდა. ბოლო წლებში ძალიან შეუძლოდ იყო, თუმცა მას სიცოცხლის ბოლომდე ნათელი გონება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მე, მამაჩემი და მამიდაჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მასთან ვიყავით.

- რა უპირატესობები და მინუსები ჰქონდა პრეზიდენტის შვილიშვილობას?
- ვიტყოდი, რომ მინუსები უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე უპირატესობა,
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც ხარ ქვეყნის პირველი პირის ოჯახის წევრი, შენ გარკვეულწილად შეზღუდვები გაქვს. რაც ჩემს თანატოლებს შეეძლოთ, მე ამის უფლება არ მქონდა.

როდესაც შენი ოჯახი იმყოფება მუდმივი ყურადღების ქვეშ და თითოეული უნებლიე შეცდომა, რაც სხვას ეპატიება, შენ არ გეპატიება. ეს კი საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე. მოკლედ, ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ლაღი და უდარდელი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია.

უპირატესობა ის არის რომ, მე მეამაყება, რომ ვარ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი (ზოგისთვის მოსაწონი, სხვებისთვის - ნაკლებად მოსაწონი).

ეს ადამიანი დაიბადა სოფელ მამათში და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ფეხშიშველა დადიოდა სკოლაში, ასეთმა ადამიანმა შექმნა მთელი ეპოქა და იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩემთვის და თითოეული ჩემი ოჯახის წევრისთვის, თავისი პოლიტიკური კარიერის გვირგვინი იყო მისი მშვიდობიანი გადადგომა და თავის საკუთარი მოქალაქეების სისხლის არდაღვრა.

- რა რჩევებს გაძლევდათ ბაბუა?
- ხშირად მეუბნებოდა ყოველთვის გქონდეს შორს მჭვრეტელი მიზნები, იარე შორს, მაგრამ იყავი ახლოს შენს ოჯახთან და სამშობლოსთანო.

- საერთო თვისებები თუ გაქვთ ბაბუასთან?
- ბაბუსავით კარგი არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, მეც გურული იუმორი და მოთმინების უნარი მაქვს.

- ბავშვებთან ხშირად ახერხებთ ურთიერთობას?
- ბავშვები ყოველ კვირას ორი-სამი დღე ჩემთან არიან. მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ბავშვების ზაფხულის არდადეგებიც კი გაყოფილი გვაქვს - ნახევარს ჩემთან ატარებენ, ნახევარს - მასთან.

- გყავთ თუ არა ახლა რჩეული?
- ახლა არავინ მყავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძირითადად მთელ ჩემს ენერგიას ჩემს პროფესიულ განვითარებაში ვხარჯავ. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ცხოვრების ახალი მეორე ნახევარი მალე გამოჩნდება. წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ.

- ხომ არ აპირებთ ბაბუის კვალს გაჰყვეთ და საკუთარი ძალები სცადოთ პოლიტიკაში?

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Lashas
Shevardnadzeoba kargia bevri chrdili rom ar kondes,magram bavshvebma ra daashava?tsarmàtebebs gisurvebt kvelas.
19:26 / 08-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS