30 ივლისი, 2013
მარიტა ჯანაშია შეყვარებულს დაშორდა
მე და ლაშას ჩვენი დაშორების ამბავი არ გაგვიხმაურებია, ამიტომ ბევრმა არც კი იცის. თაყვანისმცემლები კი არ მყავს. სიმართლე გითხრათ, ეს ტერმინი შეურაცხმყოფელიც მგონია

დამღლელი სასწავლო წლის შემდეგ მოდელი მარიტა ჯანაშია დასასვენებლად მეგობრებთან ერთად ყაზბეგში წავიდა, საიდანაც ზღვაზე აპირებს გადანაცვლებას. მოდელმა დაანება თავი მუშაობას, შედარებით ნაკლებაადაა ჩართული სამოდელო სფეროში და მსახიობობას ეუფლება. გარდა ამისა, ჩვენი მკითხველისთვის ახალია ისიც, რომ მარიტა შეყვარებულს, ფოტოგრაფ ლაშა ღუღუნიშვილს დაშორდა. მათი ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლიდა, მაგრამ როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მათი გზები

გაიყარა.
დაშორდა

დაბრუნებული პროფესია

- მოგეხსენებათ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აკადემიური წელი მქონდა აღებული, სექტემბრიდან კი დავბრუნდი, დავიხიე ერთი კურსით უკან და თავიდან დავიწყე სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები - გიზო ჟორდანია და ნანუკა ხუსკივაძე. ძალიან დატვირთული წელიწადი იყო ჩემთვის, დიდ დროს მოითხოვს თურმე სამსახიობო კარიერა, ფაქტობრივად, დილის 9 საათიდან ღამის 10 საათამდე ლექციებზე ვიყავი, ბევრ რაღაცაზე მომიწია უარის თქმამ. მოდის კვირეულში კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ გადაღებებზე წასვლას ვერ ვახერხებდი, რადგან ფიზიკურად დრო არ მქონდა ამისთვის, როგორც იცით, ბანკშიც ვმუშაობდი, მაგრამ თავი დავანებე და ძირითადად სწავლაზე გადავერთე. ჩემი რეჟიმის გამო ვერც ერთ მეგობარს ვერ ვნახულობდი, ამის გამო პრაქტიკულად ყველა გაბრაზებულია ჩემზე და არავინ მელაპარაკება.
- ''ფეისბუქზე'' ვნახე შენი ფოტოები ნიკო გომელაურის შვილთან, ჯეჯისთან ერთად, რა ურთიერთობა გაქვთ?
- ჯეჯი ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარია, ერთად ვსწავლობთ. ისე, ჩვენს ჯგუფში ჩარიცხულ ყველა ბავშვს ჰყავს გამო-ჩენილი დედ-მამა ან ბებია-ბაბუა მაინც. ჩემთან ერთად სწავლობენ: ნატალია ჯუღელი – ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილი, ნინო ქორიძის შვილი, უშანგი ჩხეიძის, ამირან შალიკაშვილის შვილიშვილები.
მართალია, სწავლის პროცესი რთული იყო, მაგრამ იმავდროულად საინტერესოც გახლდათ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი პროფესიის შეცვლასა და საბუთების სხვა უნივერსიტეტში გადატანაზე, მაგრამ კარგია, რომ ეს არ გავაკეთე, რადგან მსახიობობა ძალიან საინტერესო საქმეა, მიმდინარე წელიწადმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ჩემს ბებოს, მარინა ჯანაშიას, კატეგორიულად არ უნდოდა, სამსახიობოზე ჩამებარებინა, ახლა კი ჩემი დიდი გულშემატკივარია, გამოცდებზე დადიოდა, ყველანაირად გვერდით მედგა და რჩევებს მაძლევდა. თეატრალურში ღია გამოცდები ტარდება ხოლმე, სადაც ამ სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ დასწრება, რადგან ბებიაჩემი მსახიობია, მოდიოდა დასასწრებად, არ მინდოდა მოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მისი იქ ყოფნა კარგიც კი იყო, მისგან დიდ ძალას ვგძნობდი, თუმცა შეფასებისგან თავს იკავებდა.

სამოდელო კარიერა

- მოდელობას თავს არ ვანებებ, რადგან მიყვარს ეს საქმე, ბევრი დიზაინერია ისეთი, ვისთანაც მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. როცა რაიმე სერიოზული გადაღება მქონდა, თეატრალურში ხელს მიწყობდნენ და მივდიოდი, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვაკეთებდი. მოდის კვირეული ძალიან მიყვარს და მონაწილეობას კიდევ თუ 4 ლარი ღირს, ღამით ვისვამ თავზე, არ ტოვებს არანაიარ სუნს, კვალს, არ აბინძურებს ბალიშს, დილით ვიბან. ამას კვირაში ერთხელ თუ გააკეთებთ, კარგი იქნება. საბედნიეროდ, ნორმალური სახის კანი მაქვს, ამიტომ არანაირ ნიღაბს არ ვიკეთებ.
Rating
დასასვენებლად...

- ვთქვი თუ არა ბოლო სიტყვა და დასრულდა თუ არა გამოცდები, მივხვდი, როგორ დავღლილვარ, ამიტომ მეგობრებმა ყაზბეგში წამოსვლა გადავწყვიტეთ, აქ კარგი ჰაერია, კარგად ვერთობით, სასტუმროს ბიბლიოთეკაც აქვს და უკვე გადავათვალიერე წიგნები, ვსარგებლობ და ვკითხულობ რაღაცებს. ინტერნეტი აქ ცუდად იჭერს, მაგრამ ეს ჩემთვის პრო-ბლემაა არაა, თეატრალურშიც არ არის და მივეჩვიე უინტერნეტოდ ცხოვრებას,
მთელი დღეები იქ მიწევდა ყოფნა და ამისთვის როდისღა მოვიცლიდი? ყაზბეგიდან ზღვაზე წავალ და სწავლის დაწყებამდე არ ჩამოვალ.

პირადი...

- ლაშა და მე დიდი ხანია დავშორდით ერთმანეთს. ჩემთვის ეს იმდენად არასასიამოვნო თემაა, რომ გახსენება და ფიქრიც არ მსიამოვნებს. უბრალოდ, მოხდა რაღაც და ახლა ერთად აღარ ვართ, თუმცა დავრჩით ნორმალურ მეგობრებად, ლაშა მართლა ძალიან კარგი ადამიანია.
- თქვი რაღაც მოხდაო, მესამე ადამიანი ხომ არ იგულისხმება?
- არა, ისიც არ ვიცი, ეს კითხვა რატომ გაჩნდა და ხალხი რას ამბობს ამაზე, წესით საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, მაგრამ მესამე ადამიანის
გამო ნამდვილად არ დავშორებულვართ, ეს იყო შეუთავსებლობა, რაღაცებში ვერ შევეწყვეთ და გადავწყვიტეთ, ჩვენი გზები გაყოფილიყო.
- დიდი ხანია ერთად არ ხართ?
- ნახევარ წელზე მეტია, მაგრამ ოფიცილურად არსად მითქვამს, არ მიყვარს პირადზე საუბარი და სახალხოდ ამას ახლა პირველად ვამბობ.
- ალბათ, ადვილი არ იქნებოდა ამ ურთიერთობის დასრულება...
- რა თქმა უნდა, ადამიანთან რომ გაქვს ყოველდღიური კონტაქტი და რაღაც დროის მერე წყვეტ, ესეც რთულია და რა გასაკვირია, რომ შეყვარებულთან დაშორება განმეცადა. ეს ამბავიც დაემატა ჩემს გადატვირთულ წელიწადს და ამ ყველაფერმა უარყოფითი ემოციებით დამტვირთა, ახლა ყველაფრისგან ვისვენებ (იღიმის).
Rating
- თაყვანისმცემლები მრავლად გეყოლება, ალბათ გააქტიურდნენ კიდეც...
- მე და ლაშას ჩვენი დაშორების ამბავი არ გაგვიხმაურებია, ამიტომ ბევრმა არც კი იცის. თაყვანისმცემლები კი არ მყავს. სიმართლე გითხრათ, ეს ტერმინი შეურაცხმყოფელიც მგონია. მე ვცდილობ, ყველასთან ვიმეგობრო, მათთანაც კი, ვისაც სიმპათია აქვს ჩემ მიმართ, იქნებ მეგობარი უფრო დაინახოს ჩემში და არა ადამიანი, რომლიც მოსწონს. ამ ეტაპზე ასპარეზზე აქტიური თაყვანისმცემლები არ ჩანან. საერთოდაც, პირადი ცხოვრება შედარებით უკანა პლანზე გადავიტანე და სწავლაზე ვარ გადართული.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
J.
არა, მე მაინც მაინტერესებს რა ღირს 4 ლარი, თმაზე რომ ისვამს? ))) გამოქვეყნებამდე ერთხელ მაინც რომ გადახედოთ ხოლმე ტექსტს, ვერ?
18:13 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასილ ბარნოვი
ხელუხლებლად დაშორდა ნეტა თუ................ ახლა ამაზე ვიმტვრიოთ ტვინი.
10:15 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაკო
აუუუუუუუუუუუ, არაა ეს კაი ამბავი. დაშორდაოოოოოოოო. დარჩენილა გოგო გასათხოვარი და ბიჭი უცოლო. აბა კაცო, აბა.
10:13 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაჯიკო
ისევ შანსი მააქვს.. :D :D
23:38 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზუბა ლამა
ვინაა მარიტა ჯანაშია ჩემ თავს გაფიცებთ :D ტან შეყვარებულს დაშორდაო :D
22:21 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS