09 ივნისი, 2015
რისთვის მიადგებიან ნუკი და ნიკა ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში
მუდამ ''პროფილში'' ხომ ვერ ვიჯდები და ვერ მივცემ ჟურნალ-გაზეთებს ინტერვიუს ნუკი კოშკელიშვილი და ნიკა გრიგოლია ახალ შოუს იწყებენ, რომელიც მთლიანად ცნობილ ადამიანებზე გავრცელებულ ჭორებს დაეთმობა. ნუკის ადრე მსგავსი ტიპის რადიოგადაცემა მიჰყავდა, ნიკა გრიგოლიასთვის კი ეს სრულიად ახალი ამპლუაა. გადაცემა ''კოქტეილი'' ''მარაო რუსთავი 2''-ზე ივნისიდან გავა.


ნუკი

- ნუკი, მოგენატრა ჭორები?
- ვფიქრობ, საქართველოში ეს თემები არასდროს დაკარგავს აქტუალობას. მათაც კი, ვინც ამბობს, ჭორიკნების ქვეყანა ვართო, აინტერესებთ, რა ხდება მათ გარშემო და მით უმეტეს, პოპულარული სახეების
ცხოვრებაში. ეს გადაცემა ორმხრივად კარგია არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ იმ ცნობილი სახისთვის, რომელიც ჩვენს გადაცემაში მოხვდება. მე ხომ მივიჩნევი ცნობილ სახედ? ხშირად მსმენია ჭორი ჩემ შესახებ, რომლის გაქარწყლებაც ძალიან მინდოდა, მაგრამ მუდამ ''პროფილში'' ხომ ვერ ვიჯდები და ვერ მივცემ ჟურნალ-გაზეთებს ინტერვიუს? ჩვენ ისეთ გადაცემას ვამზადებთ, სადაც მე, ნიკა გრიგოლიას, ნებისმიერ სხვა ცნობილ მამაკაცსა თუ ქალბატონს მიეცემა საშუალება თქვას, რომ რაღაც მართალია ან არ არის მართალი.

ნიკა:
- სიმართლე გითხრათ, ჭორაობაში დიდი გამოცდილება არ მაქვს.

- ნუკის რადიოგადაცემაში ცნობილების ''გამოტეხვის'' გამოცდილებაც აქვს.
- რა თქმა უნდა. მისი გადაცემა ძალიან აქტუალური და პოპულარული იყო. ჩემმა მშვენიერმა ნუკიმ სწორად აღნიშნა, რომ ეს ამოუწურავი თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადამიანები ცნობისმოყვარეები ვართ, ზოგჯერ იმდენადაც კი, რომ საკუთარი ცხოვრება გვავიწყდება და სხვისით ვინტერესდებით. მოკლედ, მეც ჩავერთე ამ საქმეში, ოღონდ იუმორისტულად, ჩემებურად ვეცდები ჭორების გადამოწმებას, ვიღაცები ნუკის ვერ დაუსხლტებიან, ვიღაცები - მე და ასე გადავინაწილებთ ფუნქციებს. მეც ავჭორიკნდები, რა პრობლემაა.

ნუკი:
- რადიოგადაცემისგან განსხვავებით, ტელეგადაცემას უფრო დიდი მასშტაბი აქვს. ასე რომ, გავაფართოებთ ჩვენს მოქმედების არეალს და თუკი, მაგალითად, დაგვაინტერესებს, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს, არ დავიზარებთ და მივადგებით შუშის სასახლეში, თუკი შეგვიშვებენ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიქნებით ყველგან. ეს მაყურებლისთვის ფანტასტიკური საშუალება იქნება, რომ მუდმივ ინტერაქტივში იყოს ცნობილ სახეებთან, გვექნება ''ფეისბუქ''-გვერდი, სადაც შეძლებენ მოწერას, რა აინტერესებთ, ვინ ვისთან დადის, ვინ რა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ა.შ. სხვათა შორის, გუშინ გამოვიჭირე ჩემი თავი, მანქანაში დედასთან ერთად ვი-ჯექი და მკითხა, ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ მართლა გაიკეთა პლასტიკური ოპერაციაო? ვუპასუხე, დედა, ჩვენს გადაცემას უყურე და იქ გადავამოწმებთ ამ ჭორს-მეთქი. არის მომენტი, როდესაც მე თავად მაინტერესებს, მართალია თუ არა ესა თუ ის ამბავი. რომ მოვდიოდი ხოლმე ''რუსთავი 2''-ში, ყველას ვეკითხებოდი, ხომ არ იცით, ესა და ეს ჭორი მართალია-მეთქი?

ნიკა:
- ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა ყველაზე ჭორაობს. საკმარისია, ორი ადამიანი გყავდეს სანაცნობოში და უკვე იწყებენ შენზე ჭორაობას.

ნუკი:
- თუმცა სხვა ქვეყნებშიც, სადაც მეტი დასაქმებულია, მაინც აინტერესებთ ამბები ცნობილი სახეების შესახებ. როცა იგებ, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შვილი აიყვანეს, გაინტერესებს, როგორია ის ბავშვი. ეს განტვირთვის თავისებური სახეა. იქ ჭორაობენ, თუ ჭორაბენ, ვინ ვისთან გაიარა, აქ კიდევ იმალება. ცნობილ სახეებს ვპირდებით, რომ ცხოვრებას გავუმარტივებთ. მოვალთ თქვენთან და სიმართლის თქმის საშუალებას მოგცემთ.

- რადიოგადაცემით განაწყენებული ცნობილი სახეები გყოლია?
- უამრავი, მაგრამ ვერასდროს ვხვდებოდი, რა სწყინდათ. ჩვენ ხომ ჭორს არ ვქმნით, ვც-დილობთ, გადავამოწმოთ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ხომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ჭორის გარშემო ქმნის თავის კარიერას, ამის საშუალებასაც მივცემთ. არსებობს კატეგორია ''დასტოინი'' სახეებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჭორები არ ეკადრებათ, ჩვენ მათთანაც მივალთ, დაგვაყენონ მიკროფონებით ხელში და გვაგრძნობინონ, რომ მათზე ჭორაობა საჭირო არ არის.

ნიკა:
- დღესაც ველაპარაკე ერთ-ერთ ცნობილ სახეს, კომენტარი ვთხოვე გავრცელებულ ჭორზე. მიპასუხა, რომ არ უნდოდა ამაზე საუბარი. გადაცემაში აუცილებლად ვიტყვით ობიექტურად, რომ დავურეკეთ და არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი. არ მგონია, რომ ცნობილი სახეები განაწყენდნენ. ჩვენ ხომ ინტრიგნები არ ვართ და არავის ვუვარდებით? ასეთ შემთხვევაში შესაძლოა განაწყენდნენ. ჭორს გადაცემაში ყველა ვარიანტში განვიხილავთ. თუ ისეთი ჭორია, რომელსაც მთელი ქვეყანა არჩევს და არჩევს სულელურად, ჩვენ მასზე ისე ვილაპარაკებთ, რომ მაყურებელს სწორად გავაგებინოთ. ჩვენ სტუდიაში არ ვისხდებით, გავალთ ქუჩაში და ხალხსაც ვკითხავთ აზრს ამა თუ იმ ჭორზე, ცნობილ სახეებს კი იქ მივადგებით, სადაც იმ მომენტში იქ-ნებიან. მაგალითად, თუ გავიგებთ, რომ რომელიმე ცნობილი სახე თვრება და ღამით მეზობლებს აგინებს, შესაძლოა, მე დავთვრე, მივიდე და მეზობლებს მისი ხმით ვაგინო, ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნებათ (იცინიან). მოკლედ, ნიკა ნუკისთან დააბი და ყველაფერს შეიცვლისო.

- მკერდის ზომასაცო?
- რას ამბობ (იცინის), ნუკისნაირი მკერდი რომ მქონდეს, ეს ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლიდა.

- ერთმანეთზე რა ჭორები გაგიგიათ?
ნუკი:
- თუკი რაიმე ჭორი გავრცელდება, ექსკლუზივი ნიკას ექნება. იყო ჭორი, რომ ცხვირის ოპერაცია გავიკეთე, ნარკოზიდან ვერ გამოვედი და მოვკვდი.

ნიკა:
- ჩემზეც გამიგია ჭორი, რომ მოვკვდი. ეს თემა რატომღაც ოთხი წლის წინ აქტუალური გახდა.

- ავარიაში კი მოყოლილხარ ახლახან.
- დღევანდელ ავარიას თუ გულისხმობ, ნამდვილად დამეჯახა მანქანა, მაგრამ ოთხი წლის წინ ჰყვებოდნენ, რომ მოტოთი გავფრინდი დიღომში და მოვკვდი, იმ პერიოდში ყველა დაგვხოცეს.

ნუკი:
- ამას წინათ წავიკითხე, თურმე ''იმედის დილაში'' კვირა დღეს განვაცხადე, რომ ფეხმძიმედ ვარ. ფოტოებიც იყო დართული, ''ქალთა სახეებიდან'', სადაც გადაღებისთვის ბალიში მედო (იცინის).

ნიკა:
- ისე, რამხელა ენერგია სჭირდება ასე კარგად ჭორის შეთხზვას, ასეთი ადამიანებიც არსებობენ, მაგალითად, ნახეს ნუკი ''ქალთა სახეებში'' და შექმნეს ჭორი, თან, ფოტომასალაც დაურთეს. ამ მხრივ პროფესიონალები არ გვაკლია (იცინის). ასე რომ, ჭორები ასარჩევად გვექნება, თუმცა არა ასეთი სახის. ყოველთვის ფაქტით მივალთ ხოლმე ჭორის ობიექტთან, ვაჩვენებთ, სად დაიწერა ესა თუ ის ჭორი. პირობას ვდებთ, რომ თავად არაფერს მოვიგონებთ და არ დავამატებთ.

- თქვენ თავად ხალისობთ ჭორებზე და ჟურნალისტების მიმართ ლოიალურები ხართ, ამიტომ გეადვილებათ ეს ყველაფერი.
ნუკი:
- არა მგონია. მუსიკოსი რომ ხარ და გინდა, ყველამ გაიცნოს შენი შემოქმედება, თუკი მიიჩნევ, მხოლოდ ჩემს მუსიკას მოუსმინეთ და მე თავი დამანებეთო, მაშინ წადი, გენაცვალე და სახლში დაუკარი. 21-ე საუკუნეა, დღეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, უამრავ რაღაცაზე უნდა იზრუნო, შოუბიზნესი იმასაც გულისხმობს, რომ იჭორავებენ და ამასაც უნდა შეეგუო. არაპროფესიონალურია, როცა ჟურნალისტს ებუტები. უამრავი ჭორი გამიგია და ზოგიერთი არ მესიამოვნა, მაგრამ აუცილებლად მიპასუხია. ვერ გავიგე, რას ნიშნავს გაბუტვა (იღიმის).

ნიკა:
- დღევანდელ დღეს ჩაკეტილი ტიპები და ''მიუწვდომელი ღმერთები'' ცოტა გაუგებარია.

- ზღვარი იქნება? თუკი გაიგებთ, რომ ვიღაცას საყვარელი ჰყავს, ჰკითხავთ?
ნუკი:
- ვფიქრობ, რომ ვკითხავთ. თუკი გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რატომაც არ უნდა მივადგეთ? იქნებ, ამ ჭორების გაქარწყლება სურს?!.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
18
რამდენი უსაქმური და უნიჭოა ამ ქვეყანაზე ყველა თუ ივანიშვილს მიადგა, მაშინ ივანიშვილს ახალი გალიების შეძენა მოუწევს.
13:15 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
duets
Unichobis dgesastsaulia dgevandel saqartveloshi.
01:19 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
გოიმების დუეტი
14:55 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS