19 ივლისი, 2013
''პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?!''
ჯერ თავად ჩასხდნენ ციხეში სააკაშვილი, უგულავა და მისი თანამოაზრეები და მერე ჩაჯდება ბედუკაძეც ''ვგრძნობ, რომ ამ ბოლო დროს მშვიდად ვსუნთქავ... ვგრძნობ, რომ ერი არ იჩაგრება, სადღაც ვიღაცას თავში არ ურტყამენ და არ აუპატიურებენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი იყო, კაცი თუ ბავშვი, ყველას ურტყამდნენ და ჩაგრავდნენ... არავისთან მითქვამს ეს ჯერ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი უსუსურობა და უმწეობა ყელში ისე წამიჭერდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი... იცით, ღმერთმა მაპატიოს, თუ ცოდვას ვამბობ, მაგრამ გიგასა და ოთარის სიკვდილში იმ უმძიმესმა ვითარებამაც დიდი
როლი ითამაშა... მე ვიცი, რომ ისინი იმ ყველაფერს, რაც მაშინ ხდებოდა, ძალიან განიცდიდნენ... მეც დამაავადა ნერვიულობამ... ამდენი ადამიანის გაუბედურება მათ არ უნდა შერჩეთ. ამ ყველაფრის შემდეგ ''ნაციონალებთან'' კოაბიტაციას რომ ახსენებენ, ნერვები მეშლება'' , - ამბობს მსახიობი გურამ ფირცხალავა ჩვენთან საუბარში და ქართველ ერს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

- ქუჩაში რომ გამოვდივარ, ვგრძნობ, რომ გარშემო მოსიარულე ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ... ხალხმა იგრძნო, რომ თავისუფალი მოქალაქეები არიან და აზრის გამოხატვა შეუძლიათ. ისე, ზოგი ზედმეტსაც აკეთებს უკვე. ნამეტანი უცებ მოუნდათ ყველაფერი.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ყველას ერთბაშად მოუნდა ბინები, ბანკის ვალების დაფარვა, მაღალი ხელფასები, სტიქიისგან დაზარალებულებს სამმაგი დახმარება. კახეთში უკვე ხუმრობენ, ჯიპების ავტოფარეხი გახდა მთელი კახეთიო... რას ვიზამთ, ადამიანები სუსტები ვართ რაღაცების მიმართ. ერთ დღეში გვინდა ყველაფერი. სექსუალურ უმცირესობასაც მოუნდა თავისი ადგილის დამკვიდრება. გვავიწროებენო. როდის ვინ აკადრა რამე ზედმეტი, ჩემო ბატონო, წაგვლეკეს ლა-მისაა და კიდევ აქეთ გვერჩიან, ცოტანი ვართ და უნდა გავბევრდეთო. გადაირევი კაცი. ჩემს ყმაწვილკაცობაში სულ ორი კაცი მახსოვს ''მასეთი'' . საერთოდ, ასეთი ორიენტაციის ''კაცების'' არსებობის შესახებ მას შემდეგ გავიგე, როდესაც ჯარიდან ჩამოვედი. ძალიან დიდი ხნის წინანდელ ამბავს გიყვებით და არ მახსოვს, რამდენ ხანს მქონდა პირი ღია, მაგრამ მახსოვს, კარგა ხანს პირღია ვიდექი... ასეთი რამ ვერ წარმომედგინა. ის, რაც თბილისში 17 მაისს მოხდა, წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. ბიჭები ქაშუეთის ეკლესიაში გვესვენა და ამათ რაღაც მაიმუნობა მოუნდათ. გვავიწროებენო... ჯერ ერთი, მათ მართლა არავინ ჩაგრავთ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ერთი დღით გადაეწიათ ის აქცია, რას ჩაგრავენ იმისთანას, ერთი დღის ატანა რომ არ შეეძლოთ. ჯერ გამოგვეგლოვა ის ბიჭები და მერე შეიძლებოდა, ეწუწუნათ, თუკი ჰქონდათ რამე საწუწუნო... მაგრამ იმან, ვინც ეს დაგეგმა, ქართველი კაცის ბუნება კარგად იცოდა და ისიც იცოდა, რომ გარდაცვლილებს ოდითგანვე განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ და ასეთ რამეს ემოციურად შევხვდებოდით. ქართველი კაცი სამძიმარზე რომ შედიო-და, ხანჯალს იხსნიდა და გარეთ ტოვებდა... ასე რომ, ახლა თანდათან დგება დამშვიდების, ჯანსაღი და საჭირო საქმის კეთების დრო. ისე კი არა, მარჯანიშვილი რომ გააკეთეს და ქაღალდის რომ აღმოჩნდა. კახეთში ხალხს სახლები რომ გადაუხურეს, ყველა გადაყარა ქარმა, წესიერად დაჭედებულიც არ ყოფილა... არაფერი აინტერესებდათ, დაკუნტრუშობდნენ თავისთვის და ერთობოდნენ.
- ეს ხელისუფლებაც უცნაური კანონების მიღებით არის დაკავებული...
- ზოგჯერ სიზმარში მგონია თავი. რაღა დროს ასეთ სისულელეებზე დროის ხარჯვაა, სერიალებისა და პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში. ან კოცნაში რა არის ცუდი, თუ რაღას აღვირახსნილობაში არ გადაიზრდება?.. ამ სიახლეებს რამდენიმე დღის წინ მოვკარი ყური, მაგრამ იმედია, ყველაფერი დალაგდება და გამოსწორ-დება. ამ ყველაფერს მოევლება. ზოგჯერ ჩემი ცოლიც უყურებს სერიალებს, განსაკუთრებით იმ თურქულს, კაიაო, ამბობს... თუმცა, მე მაინც მგონია, ქართველი კაცის შინაგანი კულტურა სხვანაირია და დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი კანონების გარეშე აილაგმება. მთავარია, ''ზემოდან'' არ იყოს მოწოდებული და წახალისებული... ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ მოუწოდებდა ის ავადმყოფი. ახალი მთავრობა კიდევ ბევრ რამეს არ ამბობს მათ ნამოქმედარს. არადა, წარმოგიდგენიათ, ისინი რომ იყვნენ, რას არ იტყოდნენ... პატარა რაღაცაზე იმხელა პიარს აგებდნენ, ბუზისგან სპილოს აკეთებდნენ. ახლა ბედუკაძეზე უნდათ ჯოხის გადატეხა. არადა, ამ კაცმა გამოააშკარავა ამ გათახსირებულების ნამოქმედარი. რა უნდათ მისგან, ციხეში რომ აღმოჩნდეს? ჯერ თავად ჩასხდნენ ციხეში სააკაშვილი, უგულავა და მისი თანამოაზრეები და მერე ჩაჯდება ბედუკაძეც... მე ვიცი, რომ ის ამ ყველაფერში ნამდვილად არ ყოფილა გარეული, სადღაც, ერთ კადრში მოვკარი თვალი, ვიღაცას გაულაწუნა თუ რაღაც... ვიცი, რომ საზიზღრობას ყველას აკეთებინებდნენ, მაგრამ პატიმრები მასზე აუგს არ ამბობენ. პირიქით, ის რომ გამოჩნდებოდა, სუნთქვის საშუალება გვეძლეოდაო, თქვეს. არ ვიცი, დანარჩენს ალბათ უფრო დეტალურად შესაბამისი უწყება იტყვის, მე ჩემს აზრსა და დამოკიდებულებას ვამბობ ამ ადამიანის მიმართ.
ისე კი, თურმე ამერიკასა და ევროპაში სასწაულები ხდება. ერთმანეთს უსმენენ, ყველა ნაბიჯზე უთვალთვალებენ და ყველა დეტალი იციან ერთმანეთზე. რასაც მიშა საქართველოში აკეთებდა, იმას აკეთებდნენ ისინი მთელ მსოფლიოში. ეტყობა, მათ ჩაუტარეს მიშას ამის გაკვეთილები და ამ გადარეულს მეტი რა უნდოდა... ეტყობა, იფიქრა, ასე უნდა ქვეყნის მართვაო და თავის დამქაშებს ეცა. დაიწყო ყველაფრის აღწერა, ვინ ვისთან წევს, რატომ და რამდენ ხანს და ათასი საძაგლობა... დარწმუნებული ვარ, ბოკერია, უგულავა, მერაბიშვილი, სააკაშვილი და კიდევ ერთი-ორი, იმ საცოდავ ადამიანებს რომ უყურებდნენ, ხითხითებდნენ, ნახე, ამბობს, ქურდი ვარო და ფარშევანგივით ცოცხი აქვს გარჭობილიო... ისიც ითქვა, ეს ვიდეოჩანაწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანესო. რა ძნელი მისახვედრია, რომ მიშას მიუტანეს და იმ გადარეულმა უყურა. ახლა ამბობენ, არც პრეზიდენტმა იცოდა და არც ჩვენო. მე ვიცოდი, ერთმა უბრალო არტისტმა და შენ არ იცოდი, გიგა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარევ? რისი თავმჯდომარე ხარ, აბა, რას აკეთებდი, იმ კაბინეტში რომ იჯექი? ან უგულავამ არ იცოდა... თქვენ ყველანი იმ მატყუარა რასმუსენებს და იმ ბებერ დიპლომატებს ჰგავხართ და დიდი ეჭვი არსებობს, რომ იმათ ფული აქვთ აღებული ჩუმად ყოფნაში. აბა, რასმუსენს ფაშისტი ''ნაციონალებისთვის'' ხელის გადაფარება რაში დასჭირდა?..
- კოაბიტაცია მაღიზიანებსო, აღნიშნეთ...
- დიახ, ეს მე კი არა, ბავშვსაც აღიზიანებს, მგონი... თანაცხოვრება გადასარევი ქართული სიტყვაა და სიყვარულს ჰგავს. თუ ადამიანი არ გიყვარს, მასთან ვერ იცხოვრებ. ესენი კი, ეს უჯიშოები, ქართველი ხალხის მტრები, როგორ უნდა გიყვარდეს... მათი ნდობა ერთ ნაბიჯზეც არ შეიძლება. ისინი, თუ თავად დასჭირდათ, საკუთარ დედებსაც არ დაინდობენ. თან ყველა ერთი თარგიდან არის გამოჭრილი. ასეთი არიან მიშას სულიერი და-ძმები და ამიტომ მეშინია, რამე არ მოუწყონ პრემიერ-მინისტრს. ისინი ხომ ყველაფრის გამკეთებლები არიან. საპრეზიდენტო არჩევნებზე რამე არ იმაიმუნონ. ისე, ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი და ძლიერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. ყველა მომწონს, ბაქრაძის გარდა... ის საერთოდ სახსენე-ბელიც არ არის. მას ერთმა ადამიანმაც რომ მისცეს ხმა, ისიც საწყენი იქნება. ის იმ გარეწრების ჯგუფიდანაა და რა მნიშვნელობა აქვს, რა დოზით არის იმ სიბინძურეში გარეული, ფაქტია, რომ მათ ედგა გვერდით და როგორც იტყვიან, მათ ქმედებებს წლების განმავლობაში ''აპრავებდა'' . ასე რომ, დედამ თუ მისცა ხმა, მაშინ რა უნდა თქვას კაცმა, მისთვის ასეთია თუ ისეთი, მაინც შვილია, დანარჩენი ყველა ხმა არასაპატიო იქნება... ისე კი, სულ მაინტერესებს, მათი დედები და ოჯახის წევრები არ კითხულობენ იმას, რასაც ისინი აკეთებდნენ? რას ეუბნებნიან, ნეტავ? ან გულში რას ფიქრობენ... გიორგი მარგველაშვილს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, თუნდაც იმიტომ, რომ ბიძინას კანდიდატურაა. არა მგონია, მას შეეშალოს არჩევანი, რახან გიორგიზე თქვა, ღირსეული კაციაო, ასეც იქნება. შარშანდელ არჩევნებამდე ისე ჭკვიანურად მოვიდა, უფლება არ მაქვს, მის გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანო.
იცით, მე ''სახალხო კრებაში'' ვიყავი და მათთან ერთად ლამის მთელი საქართველო მოვიარე. ზოგჯერ რომ დავიღლებოდი, დავაპირებდი მეთქვა, იქნებ, ერთი დღე დამასვენოთ-მეთქი, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილს რომ ვუყურებდი, სტიმული მემატებოდა. იმ დღეებში ნინოს სიმამაცეც დავინახე და არ შემიძლია, მის მიმართ პატივისცემა არ გამოვხატო. სიტყვა პრეზიდენტი მიშამ შემაძულა, მაგრამ თუ არსებობს ამ სიტყვის გაკეთილშობილების შესა-ძლებლობა, ამ პოსტზე განსაკუთრებით კარგი, ქართველთმოყვარე ადამიანი უნდა მოვიდეს. არც ნინოზე ვიტყოდი უარს. არადა, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, ჩემს ახლობლებში ძალიან მწვავედ ვლანძღავდი, ასეთი ჭკვიანი ქალი ამ გარეწრებთან როგორ ჩერდება-მეთქი. მაგრამ სად უნდა წამოსულიყო, მაშინ სად იყო ოპოზიცია. ვიხრჩობოდით რუსთაველის გამზირზე, ამ ხნის ხალხი ქუჩაში ვიდექით და თურმე ჩვენ ზურგსუკან მოლაპარაკებები მიდიოდა... და-გვატარებდნენ ხან იპოდრომზე, ხან აქეთ და ხან იქით, სახლში წადითო, მერე ისევ მოდითო... ახლა ვხვდები, რომ დაგვცინეს და გული მტკივა...
- გაჩეჩილაძეებს გულისხმობთ?
- არ დავაკონკრეტებ არავის, მაგრამ არ შეიძლება, შენი ხალხი გამოიყენო. არაფერი დაიმალება და არც ბნელა, საბედნიეროდ... ჩვენ მათთან გულწრფელად ვიდექით და გულწრფელად გვჯეროდა მათი... შიგნით რაც ხდებოდა, ნინომ ეს ყველაფერი იცოდა თურმე და მაშინ ისეთი რაღაც გააკეთა, რაც არავის გაუკეთებია, დარბეულ მომიტინგეებს კარი გაუღო და პარლამენტში შეუშვა... როდესაც მას ძველ შეცდომებს ახსენებენ, ეს ალბათ არ იციან. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიტომ მჯერა მისი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვების არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ პაატა ბურჭულაძე კენჭს არ იყრის. იმიტომ, რომ ახლა საქმეს პოლიტიკოსი სჭირდება, რომელიც ბიძინას დაეხმარება და არა პირიქით, მისი სათრევი თუ იქნა, ეს საქმეს გააფუჭებს. პაატა ძალიან კარგი, მადლიანი კაცია, ჭკვიანი, ძლიერი ხელოვანია, მაგრამ პოლიტიკა სულ სხვანაირი საქმეა. არც ბიძინა იყო პოლიტიკოსი, მაგრამ მაშინ სხვანაირი რეალობა იყო, ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა.
- დღეს ძალიან ბევრ გაპოლიტიკოსებულ ხელოვანს ვიცნობთ, რომლებიც პოლიტიკაში კარგად გრძნობენ თავს...
- დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთ საქმეს დაუბრუნდებიან. სხვა შემთხვევაში, ვიფიქრებ, რომ ისინი ხელოვანად დაბადებული ადამიანები არ ყოფილან. ხელოვნება ისეთი ''დაავადებაა'' , სულში თუ ჩაგისახლდა, ვერ განიკურნები, რა საქმესაც უნდა მოჰკიდო ხელი. არადა, ძნელია, უფრო სწორად, შეუძლებელია, პოლიტიკითა და ხელოვნებით ერთნაირად იცხოვრო. ან ერთი გართმევს სულსა და გულს, ან მეორე. ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ თავს. არა მარტო ხელოვანები, სპორტსმენებიც... ლუკა კურტანიძე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია, უპატიოსნესი ბიჭია, ძალიან მიყვარს და ვენდობი. ხალხსაც უყვარს, ამიტომაც იყო მისი პოლიტიკაში წასვლა საჭირო. ასევე სოსო ჯაჭვლიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, გოგი ქავთარაძე. მათ სუფთა წარსული აქვთ და ამიტომაც გამოიყენეს ისინი იქ, თუმცა, ხვალ და ზეგ აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ საქმეს. სოსო როცა შიმშილობდა, სანახავად მივედი და ვეჩხუბე, ხომ არ გადაირიე, ბიჭო, რაც უფრო დაჩიავდები, მეტად გაახარებ იმათ, თუ გგონია, ვინმეს გულს აუჩუყებ და თავს შეაცოდებ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მისმა დამ და დედამ მითხრეს, არ უთხრათ, თორემ შესძულდებით, ჩვენ დაგვიყვირა და თქვენ ამას ვერ გაკადრებთო... მეორედ რომ მივედი, ვუთხარი, იშიმშილე, სოსო, მაგაზე უკეთესს რას გააკეთებ-მეთქი. გაოცებულმა ამომხედა... ამას წინათ ყური მოვკარი მასა და გიორგი შენგელაიას დაპირისპირებას, არ მგონია, სოსო ცუდის გამკეთებელი იყოს, გიორგი ალბათ შეცდომაში შეიყვანეს. გული მტკივა, როდესაც ხელოვანებს შორის დაპირისპირებაა, ეს ისევ და ისევ დუხჭირი ცხოვრების ბრალია ალბათ.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა