როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგისა" და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქმნიან "ეკოისტების მოძრაობას", რომელშიც ერთიანდება ყველა, ვინც ეკოზრუნვის აუცილებლობას იზიარებს.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსის თინათინ
მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში "ჯიპიაი ჰოლდინგი" მომხმარებელს თვისობრივად ახალ ავტოდაზღვევას - "ეკოპოლისს" სთავაზობს. "ეკოპოლისი" იმ მანქანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ნაკლებად აბიძნურებენ გარემოს. "ეკოპოლისით" ავტოდაზღვევის მსურველები მიიღებენ გაცილებით შეღავათიანი ტარიფს - სტანდარტულ ტარიფთან შედარებით 20%-ით ნაკლებს და ჩაერთვებიან მასშტაბურ გათამაშებაში, სადაც ყოველი მეათე დაზღვეული მიმზიდველ პრიზს იგებს. მათთვის განკუთვნილია ასევე გარანტირებულ საჩუქრები - "სიტი პარკის" ერთწლიანი ვაუჩერი და ვიანორის 50%-იანი ფასდაკლების ბარათი. სტამბოლიშვილის თქმით, ზოგადი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.Ecoist.ge.
"ეკოისტების" მოძრაობა არის მოძრაობა იმ ხალხის, ვისაც აწუხებს ეკოლოგიური საკითხები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლები გაიგებენ, თუ რამდენად აბინძურებს მათი ავტომობილი გარემოს, არის ასევე ეკომართვის 8 წესი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს საწვავის მოხმარება 20%-ით დაზოგონ", - განაცხადა სტამბოლიშვილმა.
კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია, დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს შორის პირველი ადგილი - 71%-ით ავტომობილების გამონაბოლქვს უკავია. გამონაბოლქვის მაღალი დონე ძირითადად განპირობებულია საქართველოს ავტოპარკის სიძველით.
"ავტოპარკის "დაძველების" პირველი მიზეზი, ცხადია, არის ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნებშიც არსებობს სტრატეგია, რომელიც
მიმართულია ამგვარი პრობლემების მოგვარებისკენ - იქნება ეს შეღავათები საკანონმდებლო დონეზე მეტ-ნაკლებად ახალი მანქანებისთვის, შეღავათები დაკრედიტებაზე და ა.შ. ამ ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი სტრატეგია საკმაოდ წარმატებულადაც მოქმედებს. ჩვენი აზრით, საზოგადოებაც უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და მოტივირებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
სწორედ ამიტომ ვუერთდებით "ჯიპიაი ჰოლდინგის" ინიციატივას, წაახალისოს და უკეთესი პირობები შესთავაზოს ამ სტანდარტის ავტომობილებს. ამგვარი ნაბიჯები იქნება პროცესის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, თუკი იქნება ერთიანი ძალისხმევა", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ.
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი კი მიიჩნევს, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და მოტივირებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
"სწორედ ამიტომ ვუერთდებით "ჯიპიაი ჰოლდინგის" ინიციატივას, წაახალისოს და უკეთესი პირობები შესთავაზოს ამ სტანდარტის ავტომობილებს. ამგავრი ნაბიჯები სხვა უწყებებისა თუ კერძო სექტორის მხრიდან იქნება პროცესის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგებამდე, თუკი იქნება ერთიანი ძალისხმევა", - განაცხადა ლალიაშვილმა.
ეკომეგობრული აქცია მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ყოველი მეათე დაზღვეული მიიღებს პრიზს - ეკოტურს ამსტერდამში - 2 ადამიანზე; კლუბ 71-ის ვაუჩერს; ველოსიპედს; უიქ-ენდს ყაზბეგში, სასტუმრო "რუმსში" და უამრავ სხვა "ეკო-პრიზს".
R