16 აპრილი, 2015
შეურიგდა თუ არა სალომე მდივანი სკანდალურად გაშორებულ ქმარს
ახლობლები კი ამბობდნენ, რომ სალომესა და გიგის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა მომღერალი სალომე მდივანი (ქათამაძე) გასულ ზაფხულს მეუღლეს, ფეხბურთელ გიგი ზამთარაძეს დაშორდა.

''ბევრი პატარ-პატარა მიზეზი გროვდება დროთა განმავლობაში და მერე ხვდები, რომ ადამიანი ვერ გიგებს. როცა ათას საკითხზე ხშირია უთანხმოება და ეს ყველაფერი არა და არ სრულდება, ალბათ, სამუდამოდაც გაგრძელდება. ამიტომ ადამიანმა თავი არ უნდა დაიტანჯოს და არც სხვა დატანჯოს.

ჩვენ ერთად 3 წელი ვიყავით. სატელევიზიო ინტერვიუებშიც და ჟურნალებშიც ვამბობდით, რომ იდეალური ურთიერთობა გვქონდა.
ერთმანეთს კარგად ვუგებდით, ოღონდ ბავშვურ რაღაცებში, ოჯახური სიტუაცია კი ვერ მოვირგეთ. მე და გიგი კარგად ვერთობოდით, ერთ-მანეთის იუმორიც გვესმოდა, ერთად ცანცარიც კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ ოჯახი უფრო სხვა თემაა.

ჩვენ გიგის დედასა და ძმასთან ერთად ვცხოვრობდით, თუმცა ეს არაფერ შუაში ყოფილა. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს, გჭირდება ადამიანი, რომელიც შენზე იზრუნებს, ოღონდ ეს მხოლოდ გვერდში დგომით და შენი ყურებით კი არ უნდა გამოიხატოს, სულიერად  უნდა იგრძნო მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ჩვენ შორის კი ეს ყვე-ლაფერი ვერ მოხერხდა. რთულია, ასეთ ადამიანთან იცხოვრო და გამუდმებით გქონდეს კონფლიქტი", - ამბობდა მეუღლესთან დაშორების შემდეგ ტელეინტერვიუში სალომე.

წყვილის ახლობლები კი ამბობდნენ, რომ სალომესა და გიგის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა. მათი თქმით, სალომეს ერთ-ერთი დიჯეი შეუყვარდა, რომელთან ერთადაც კლუბში მუშაობდა.

მესამე ადამიანის გამოჩენის მიუხედავად, გიგი მაინც ცდილობდა სალომესთან შერიგებას, ერთხელ მას კლუბშიც მიაკითხა, სადაც მომღერალი ახალ შეყვარებულთან ერთად ნახა, რამაც ძალიან გააღიზიანა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ამ ინციდენტის გამო სალომემ ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა.

მოგვიანებით მან გვარიც შეიცვალა და დედის მეუღლის გვარზე, მდივანზე გადავიდა, რადგან მომღერლის მამამ სიძის მხარე დაიჭირა.

მეუღლესთან დაშორების შემდეგ სალომე ამერიკაში, ბერკლის უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად. Aამბობდნენ, იქ შეყვარებულთან ერთად წავიდაო, თუმცა მოგვიანებით სალომეს არც ამერიკაში შეყვარებულთან ერთად წასვლა დაუდასტურებია და არც ყოფილი მეუღლისთვის ჩივილი.

გასულ კვირას კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა. ამბობენ, რომ სალომე და გიგი შერიგდნენ და ახლა გიგი საბუთების შეგროვებითაა დაკავებული, რომ ამერიკაში გაემგზავროს.

ჩვენ შევეცადეთ, ორივეს დავკავშირებოდით. გიგიმ გვირჩია, კითხვები სალომესთვის დაგვესვა. ''არც პოპულარობა მინდა და არც ვცხოვრობ ისე, რომ ჟურნალებში გამოჩენა მინდო-დეს. სალომე ცხოვრობს ისე, რომ პოპულარობა უნდა, ამიტომ რესპონდენტი სალომე უნდა იყოს'', - გვითხრა გიგიმ.

რასაკვირველია, კითხვები სალომესთანაც გვქონდა, მაგრამ მან პირად ცხოვრებაზე საუბარი ამჯერად არ ისურვა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გგრგრგრგრ
აჰა სხვა კაცზე აუჩუჩუნდა ქმარს დაშორდა იგულავა და რამე. აბა ქმრიანი რო ყოფილიყო ბოზობაში ხო ჩაეთვლებოდა
09:02 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რემედიოსი
არ მესიმპატიურება ეს გოგო. რაღაცნაირი ტუტუცია...
10:44 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS