14 ივლისი, 2013
რატომ დაიჭირეს მაია ორჯონიკიძის შვილი
დარწმუნებული ვარ, სანამ შსს, პროკურატურა და სასამართლო სხვა თაობისა და აზროვნების ხალხით არ დაკომპლექტდება, ნებისმიერ 
სისტემურ ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ პოპულიზმად და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრად დარჩება. რამდენიმე თვის წინ მხატვარი ცოტნე მამულაშვილი დააკავეს. მისი საქმე რეზონანსული რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა. პირველი ის გახლდათ, რომ ცოტნე საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბებია იზა ორჯონიკიძე გახლდათ, დედა კი, მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძეა, რომელიც საქმის დეტალებზე დაწვრილებით გვესაუბრა.

- ჩემი ერთადერთი შვილი ცოტნე მამულაშვილი განათლებით მხატვარია. 2005 წელს დაამთავრა
სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ ამავე სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა, სამგანზომილებიან გრაფიკას ასწავლიდა. შემდეგ ორი წელი რიგით არქიტექტორად მუშაობდა მერიის განვითარების ფონდში, 2011 წელს წამოვიდა სამსახურიდან და ბოლო ერთი წელი კერძო მოსწავლეებს სამგანზომილებიან გრაფიკას სახლში ასწავლიდა. ცოტნე არასოდეს ყოფილა პოლიტიკით გატაცებული, მაგრამ ყოველთვის უყვარდა თავისი სამშობლო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ორჯერ მიმართა სამხედრო პუნქტს, რომ ომში წაეყვანათ, მაგრამ გამოუცდელობის გამო უკან გამოაბრუნეს...
- როდის დააკავეს?
- 2013 წლის 14 თებერვალს, დილის ოთხის ნახევარზე, მისი მეგობრის, სცენარისტ მარია ექსერის სახლში. იმ ღამეს სცენარზე მუშაობა უნდა დაემთავრებინათ, საავტორო ფილმის გადაღებას იწყებდნენ უახლოეს დღეებში. ღამის სამ საათზე მარია ექსერის ბინაში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ექვსი თანამშრომელი შევიდა და ცოტნეს უთხრეს, რომ მოწმის სახით გაჰყოლოდა პოლიციაში. მათ არ განუმარტავთ, რა საქმეზე მიჰყავდათ. იცრუეს, თითქოს მანამდე ჩემთან სახლში იყვნენ და მოწმის სახით გამოძახების უწყება დამიტოვეს, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტყუილი იმიტომ დასჭირდათ, რომ დაპატიმრების ორდერი არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ ერთი მთავარი მიზეზის გამო, იმ მომენტისთვის მათ არაფერი გააჩნდათ ერთერთი დაკავებულის ჯაბა ლომიძის წერილობითი ჩვენების გარდა. ამ ე.წ. „ლომბარდის დაყაჩაღების“ საქმეზე ოთხი ბრალდებულიდან ერთერთი მანქანების მღებავი ჯაბა ლომიძე გახლდათ. მისგან აღიარებითი ჩვენება მოიპოვეს, სადაც ის ბრალს აღიარებდა და ცოტნესაც ადებდა ხელს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ ღამეს პირველი ჯაბა ლომიძე დააკავეს და გლდანინაძალადევის პოლიციის მიწისქვეშა სართულზე ჯერ სცემეს და შემდეგ ე.წ. „დუბინკით“ აწამეს, რის შესახებაც ჯაბამ დაპატიმრებიდან ორი კვირის შემდეგ უფლებადამცველ ალექს შოშიკელაშვილს უთხრა, რომელიც მასთან საკანში შევიდა. მეორე დაკავებული „კაფელშიკი“ ხელოსანი მამუკა ბაყაშვილი იყო, მესამე კი - ყოფილი (2003 წლამდე) პოლიციელი ლაშა ჯამბაზიშვილი. როდესაც ჯაბა ლომიძე ე.წ. კრიმპოლიციის პოლიციელებმა დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, მაგიდაზე სამი ადამიანის ფოტო დაუდეს, რომელთა შორის ერთერთი ცოტნეს ფოტო იყო და უთხრეს, რომ მას უნდა ეღიარებინა ავტოლომბარდის დაყაჩაღებაში მონაწილეობა და ფოტოზე ასახული ადამიანები ამ საქმეში თანამზრახველებად უნდა დაესახელებინა. ლომიძის კატეგორიული უარის შემდეგ მას სცემეს და სასურველი ჩვენების მიღებას მიაღწიეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯაბა ლომიძემ რამდენჯერმე გონება დაკარგა, მას ყელზე „დუბინკა“ მრავალჯერადად მოუჭირეს.
- საქმეზე უფრო დაწვრილებით მოგვიყევით...
- ჩემს შვილს პროკურატურა გლდანში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ავტოლომბარდ „ვერძის“ დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. თავიდან მეგონა, რომ ყაჩაღობა მართლა მოხდა და ცოტნე ხელოვნურად ჩასვეს ამ „საქმეში“ . დღეს კი უკვე აღარ მჯერა, რომ ლომბარდი საერთოდ დააყაჩაღეს. ყველა ავტოლომბარდში, კანონით, სათვალთვალო კამერა უნდა იყოს დამონტაჟებული, რომელიც დააფიქსირებს მომხდარს. საეჭვოა, რომ კონკრეტულად მაინცდამაინც ამ ლომბარდს არ აღმოაჩნდა კანონით სავალდებულო კამერა - ამაზე 5000 ლარია ჯარიმა და ძალიან მაინტერესებს, გადაიხადა თუ არა ლომბარდის მფლობელმა, ვინმე გალაქტიონ გელაშვილმა ეს ჯარიმა?
- ცოტნე იცნობდა სხვა დაკავებულ პირებს?
- მამუკა ბაყაშვილს არ იცნობდა, რაც შეეხება ჯაბა ლომიძეს, ცოტნემ ის ლაშა ჯამბაზიშვილისგან 2013 წელს ძველით ახალი წლის შემდეგ გაიცნო. ჯაბამ ჩემი მანქანის გაკეთება თავად შესთავაზა ცოტნეს უსასყიდლოდ, ლაშას ახლობლობის ხათრით. ოჯახში ერთი მანქანა გვყავს, ორი წელია, გვერდი შეღუნული ჰქონდა, მაგრამ იქამდე არ მოგვიცლია მის გასაკეთებლად. ცოტნემ ჯაბას შეთავაზება რომ გადმომცა, დავთანხმდი. ცოტნეს მამას საბურთალოზე კერძო სახლი აქვს, დიდი ეზოთი და სწორედ იქ ღებავდა ჯაბა ლომიძე ჩემს მანქანას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ლაშა ჯამბაზიშვილს, ის ცოტნეს ამხანაგის, კახა ჯამბაზიშვილის ძმა იყო და ცოტნე მას კახასგან იცნობდა, თუმცა მეგობრები არასოდეს ყოფილან და ხშირად არ ხვდებოდნენ.
- დაკავებიდან რამდენ ხანში ნახეთ თქვენი შვილი?
- 14 თებერვლის ღამის 4ის ნახევარზე ცოტნეს მეგობარმა მარია ექსერმა დამირეკა და შეშინებულმა მითხრა, რომ სულ ახლახან მისი ბინიდან ექვსმა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა ცოტნე წაიყვანა. ვკითხე, რატომ მაშინვე არ დამირეკა, რადგანაც მათ შეჩერებას და სიტუაციის გარკვევას ვეცდებოდი. მარიასთან საუბრის შემდეგ პატრულში დავრეკე, იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პოლიციამ წაიყვანა. ასევე დავურეკე ჩემს მეგობარ გია თორთლაძეს, რომელიც მეუღლესთან ერთად მაშინვე მოვიდა მანქანით. „ფეისბუქზეც“ მოვასწარი ამბის დატოვება, სადაც ჩემი მობილურის ნომერიც დავწერე და უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან. როცა პატრული მოვიდა, მინიმუმ ნახევარი საათი დასჭირდათ იმის გასარკვევად, სად იყო ჩემი შვილი და ბოლოს გლდანინაძალადევის პოლიციაში აღმოაჩინეს. ანუ, პრაქტიკულად, მთელი საათის განმავლობაში არ ვიცოდი, სად იყო ჩემი შვილი...
როცა პოლიციაში მივედით, ზუსტად იმ დროს დავინახე ცოტნე, რომელიც ზედა სართულიდან ქვემოთ ჩაჰყავდათ დასაკითხად. დაკავებიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ მისცეს საშუალება, რომ ჩემთვის დაერეკა... სამი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გამომწყვდეული. დაკავების დღესვე, დღის 2 საათზე პოლიციამ ჩვენს სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ვერაფერი იპოვა, თურმე, ნუ იტყვით, იარაღს ეძებდნენ. გამომძიებელს, რომელიც ჩხრეკის შემდეგ ოქმს ადგენდა ვკითხე, რამდენად მართებული და სანდო იყო ერთი ადამიანის სიტყვიერ ჩვენებაზე პირის დაკავება, დამეთანხმა და მითხრა - ძიების შემდგომ ნაბიჯებს ვახორციელებთ და ესეც პლუსია, თქვენს სახლში რომ არაფერი აღმოჩნდაო. მისი თქმით, პარალელურად დაზარალებული ინეზა გელაშვილის, ავტოლომბარდის მფლობელის ცოლის მიერ ბრალდებულთა ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობდა, რომელიც, ბრალდების ვერსიით, დაყაჩაღების მომენტში ერთადერთი იყო, ვინც ლომბარდში იმყოფებოდა. შემდგომში ისიც გავიგეთ, თუ რა გზით ამოიცნო ინეზა გელაშვილმა ცოტნე და ლაშა, როგორც ყაჩაღები. პოლიციის სამმართველოს უფროსის კაბინეტიდან „ჟალუზები“ გადასწიეს, დერეფანში მდგომი „ყაჩაღები“ კარგად დაანახვეს და ისინი რამდენიმე ადამიანში „ამოიცნო“ . უნდა ითქვას, რომ ინეზამ რამდენჯერმე შეცვალა საკუთარი ჩვენება. თავდაპირველ ჩვენებაში წერდა, რომ დაკავებულებს სახეზე შარფები ეკეთათ, მოგვიანებით კი სასამართლოზე მოწმის სახით საჯარო დაკითხვის დროს თქვა, რომ იმ ორ პიროვნებას, რომლებიც ლომბარდში შემოვიდნენ, შარფები სახეზე კი არა, კისრებზე ეკეთათო. ორი კვირის წინ ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ინეზა გელაშვილმა განაცხადა, რომ არასოდეს დაავიწყდებოდა ყაჩაღების სახეები და მათი ამოცნობა პრობლემას არ წარმოადგენს. ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში, ცოტნეს ადვოკატმა შესთავაზა დაზარალებულ ინეზა გელაშვილს, დაესახელებინა, რომელი იყო მის ზურგს უკან მყოფი სამი ადამიანიდან ცოტნე, ინეზამ მოკლე პაუზის შემდეგ ბადრაგზე მიუთითა, რომელიც ცოტნე ეგონა. ამ დროს დანარჩენი ბრალდებულები - მამუკა ბაყაშვილი და ჯაბა ლომიძე მინის „ბოქსში“ ისხდნენ, ჯამბაზიშვილს უკვე საპროცესო ჰქონდა გაფორმებული და დარბაზში არ იმყოფებოდა, ცოტნე კი მინის „ბოქსის“ გვერდით იჯდა ადვოკატის უკან და ბადრაგები მისგან ორივე მხარეს იდგნენ.A ამ სანახაობას ვეღარ გაუძლო პროკურორმა ლანა ცერცვაძემ, ფეხზე წამოდგა და თითით დაანახვა გელაშვილს, ცოტნე ეს არისო!A ამის შემდეგ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოსამართლე პროცესს იქვე დაასრულებდა და ბრალდებულებს დარბაზიდანვე გაათავისუფლებდა.
- მოსამართლე ვინ არის და რა რეაქცია ჰქონდა მას მომხდარზე?
- მოსამართლე გახლავთ ბადრი კოჭლამაზაშვილი. კომპეტენტურმა ადამიანებმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ მითხრეს მასზე, ეს მოსამართლე იმითია ცნობილი, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მისი განაჩენების 99% გამამტყუნებელი შედეგით და გაუმართლებლად დიდი სასჯელის ვადებით სრულდებოდა.
- თქვენ ფიქრობთ, ცოტნე თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამოა დაპატიმრებული?
- სხვა ახსნა არ გამაჩნია. თავად იმსჯელეთ, საქმეში არ არსებობს არანაირი უტყუარი მტკიცებულება და სასამართლოც გაუმართლებლად ჭიანურდება. საქმე, რომელშიც მხოლოდ თორმეტამდე ადამიანი ფიგურირებს, ოთხთვენახევარი გაწელეს და არ დაუსრულებიათ. პირველ ივლისს მოსამართლემ გამოაცხადა, რომ შვებულებაში გადის და შემდეგი პროცესი 3 სექტემბერს ჩანიშნა. თანაც, ყველაფერთან ერთად, მეორე „საქმეც“ შეუერთეს. იქ კი ორჯერ მეტი მოწმეა, ვიდრე პირველში. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ჯაბა ლომიძე პოლიციაში აწამეს და ეს ამბავი გასაჯაროვდა, მისი სახით საკვანძო მოწმე დაკარგეს და საქმე ეშლებოდათ, ამიტომ ჯაბა ლომიძეზე ზეწოლის მიზნით მის წინააღმდეგ ახალი საქმე გამოაცხვეს - ე.წ. ლეპტოპის საქმე". თითქოს ლომიძემ საკუთარ მამიდას სახლიდან მოჰპარა ლეპტოპი, რომელმაც ამის გამო პოლიციაში უჩივლა. საქმის მიხედვით, მამიდის საჩივარი პოლიციაში 7 თებერვალს შევიდა, პროკურატურამ კი ეს ამბავი მხოლოდ თვენახევრის მერე გაიხსენა. ეს იყო ბოლო მცდელობა ჯაბა ლომიძეზე ზეწოლისა, რათა თავდაპირველ ჩვენებას დაბრუნებოდა. ლომიძესთან პროკურორი შევიდა და უთხრა, რომ ყაჩაღობის ბრალდებიდან თავი რომც გამოეხსნა, ციხეში მაინც მოუწევდა ჯდომა ლეპტოპის გამო, მაგრამ თუ თავდაპირველ ჩვენებას დაუბრუნდებოდა, ამ საქმეს გააქრობდნენ. მიუხედავად პროკურატურის შანტაჟისა, ჯაბა ლომიძეზე ამ ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. საინტერესო კიდევ ისაა, რომ პროკურატურისვე ვერსიით, დაყაჩაღება ამა წლის 21 იანვარს მოხდა, ბიჭები კი 14 თებერვალს აიყვანეს, ანუ 21 დღის შემდეგ. არ გაინტერესებთ, ლეპტოპზე მამიდის საჩივარი როდისაა პოლიციაში შესული? 7 თებერვალს... იბადება ლოგიკური კითხვა - თუ შვიდში მამიდამ საჩივარი შეიტანა და 14 თებერვალს ჯაბა დააკავეს, რატომ მაშინვე არ წაუყენეს მეორე საქმეზეც ბრალი? თვენახევარი რას ელოდებოდნენ, თუ საჩივარი ნამდვილი იყო და არა ლომიძეზე და, სავარაუდოდ, მამიდამისზე უხეში ზეწოლის შედეგი.
Rating
- თუ გაქვთ ეჭვი კონკრეტულ ადამიანზე, ვინ შეიძლება, გამოეყენებინათ თქვენი შვილის წინააღმდეგ?
- როდესაც ლაშა ჯამბაზიშვილი მისი ბოლო სასამართლოდან ციხეში გადაჰყავდათ, მასთან ერთად მანქანაში მამუკა ბაყაშვილი და ჯაბა ლომიძე ისხდნენ, ცოტნე იმ მანქანაში არ ყოფილა. ბიჭებს უთქვამთ ლაშასთვის, ეს ყველაფერი რატომ იკადრე, რატომ დაიბრალე ეს საქმე და ჩვენც რატომ დაგვღუპეო? რაზეც ჯამბაზიშვილს უპასუხია - რა ვქნა, მეც გამიგეთ, პროკურატურა ოჯახის წევრებით მემუქრებაო!
ცოტნემ და ლაშას ძმამ - კახა ჯამბაზიშვილმა, რომელიც დღეს დედის გვარს - ლომსაძეს ატარებს, ერთმანეთი 1998 წელს ლოსანჯელესში გაიცნეს. მე მაშინ ამ ქალაქში ვცხოვრობდი და ცოტნე ერთი თვით ჩემთან იყო ჩამოსული, რადგან იმხანად უკვე დაოჯახებული იყო და თბილისში ცხოვრობდა. კახაც ცოტა ხნით იყო ჩამოსული საქართველოდან და იქ გაიცნეს ერთმანეთი. მოხდა ისე, რომ კახა ლოსანჯელესში დიდ შარში გაეხვა და მოკლედ რომ გითხრათ, ძალა არ დავიშურე და ამერიკის ციხის მრავალწლიანი პატიმრობისგან ვიხსენი, რადგანაც ვიცოდი, რომ უდანაშაულო იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცოტნე და კახა ამხანაგობას აგრძელებდნენ. წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლის გაზაფხულზე, კახამ თბილისში რამდენიმე პოლიკლინიკა შეისყიდა სახელმწიფოსგან. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ექიმები აუჯანყდნენ და კახას ცხოვრებაც აირია. ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში დაარბენინებდნენ. ეს ცოტნესგანაც ვიცოდი და ტელევიზიითაც ვნახე სიუჟეტი.
ბანკში ჩადებული ჰქონდა საკუთარი და მშობლების ბინები და არა მხოლოდ პოლიკლინიკების, ბინების დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშეც დააყენა ფინანსურმა პოლიციამ და პროკურატურამ. ეჭვი მაქვს, რომ პატიმრობითაც დაემუქრნენ. „ყაჩაღობის“ საქმეზე ბიჭების დაკავებიდან მთელი წინასწარი პატიმრობის განმავლობაში კახას ძმა, ლაშა, ბრალს არ აღიარებდა, შემდეგ კი უცბად, ერთ დღეში, წინასაწარ სასამართლომდე ზუსტად ერთი კვირით ადრე ძველი ადვოკატი შეუცვალეს და ახალი, პროკურატურის „ნასედკა“ ადვოკატის მეშვეობით ჯამბაზიშვილმა დანაშაული „აღიარა“ და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. საინტერესო ისიცაა, რომ ლაშა ჯამბაზიშვილის დაპატიმრების დღიდან მისი ძმა არსად ჩანდა და მხოლოდ ლაშას წინასწარი პატიმრობის ვადის მიწურულს გამოჩნდა. მითხრა, რომ ბულგარეთში იყო წასული პროკურატურისა და ფინანსური პოლიციისგან თავდასაღწევად. კახას ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ აღიარა ლაშამ.
გლდანის ციხეში თავისი ძმის უეცარი „აღიარების“ შემდეგ კახა მოულოდნელად სახლში მესტუმრა და მითხრა - მოდით, ცოტნემაც აღიაროს ლაშასთან ერთად და ორივეს წელიწადნახევარს მისცემენ, პროკურატურაში საქმე ჩავაწყვეო. გაოგნებულმა ვუთხარი - შენი ძმის შენ უკეთ იცი და ცოტნე ნამდვილად უდანაშაულოამეთქი. თანაც რატომ უნდა აღიქვან ცოტნემ და ლაშამ წელიწადნახევარი ციხეში ჯდომა, როგორც საჩუქარი პროკურატურისგან, მაშინ, როდესაც საქმე პრაქტიკულად დაშლილია, მთავარი მოწმე კი, ვისი ჩვენების საფუძველზეც საქმე იყო შეთითხნილი, დაკარგეს და არანაირი უტყუარი სამხილი არა აქვთმეთქი? ყველაზე მიკერძოებული მოსამართლეც კი ვერ ცნობდა მათ დამნაშავეებად ასეთ ვითარებაში და რაში სჭირდება ამ ფონზე ცრუ ბრალის აღიარება და ამით დანარჩენი ბიჭების გაწირვამეთქი? ამაზე კახამ არაფერი მიპასუხა, მოულოდნელად დამეთანხმა და დავშორდით.
მაშინ კიდევ ვერ ვუშვებდი, რომ ნამდვილი მიზეზი კახა იყო, რომელიც იმდენად შეაშინეს, რომ საკუთარ ძმას შეუთვალა ციხეში, თუ ბრალს არ აღიარებ, ციხიდან როცა გამოხვალ, ბინაც კი არ გექნება, ღამე რომ გაათიოო. ეს ყველაფერი მოგვიანებით გახდა ცხადი და ლაშა ჯამბაზიშვილის მიერ ადვოკატ მიქაუტაძისთვის ნათქვამი ფრაზა ბოლოს გახდა გასაგები, „მე ყოფილი პოლიციელი ვარ და კარგად ვიცი ამ უწყების სტრუქტურა, სხვა გზა არა მაქვს გარდა იმისა, რომ დანაშაული ვაღიაროო"...
ადამიანები დააშინეს, ბიზნესის, ბინებისა და თავისუფლების დაკარგვით დაემუქრნენ და ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგ გამოიყენეს. ვერანაირი ხელისუფლების ცვლა ვერ გამოიწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას, სანამ ახალი ხელისუფლება მხოლოდ აბრას გამოიცვლის და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მანკიერი სისტემის მთავარ დასაყრდენს, ამ სისტემებში ჩაბუდებულ ადამიანებს არ შეცვლის, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეში არიან „პროფესიონალები“ , როგორ შეასრულონ ზემდგომ თანამდებობის პირთა ნებისმიერი შავბნელი შეკვეთა. ნორმალურ ქვეყნებში სასამართლო დამოუკიდებელი ინსტანციაა, ჩვენში კი საიდუმლო არაა, რომ ტრადიციულად იგი ძირითადად შსსსა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია.
და თუ დღეს გარკვეულ წრეებში მოდურია „სისტემურ დანაშაულზე“ საუბარი, იმდენი სინდისი და გულწრფელობა კი უნდა ეყოთ, რომ დაინახონ, ეს სისტემა წინა ხელისუფლებიდან კი არა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოდის და მას შემდეგ არ შეცვლილა. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ კომუნისტების დროიდან მოყოლებული ამდენი ხელისუფლება შეიცვალა და სამთავიანი მონსტრი კი ისევ ცოცხალია და ძირითადად თანამემამულეთა გამწარებითა და ტანჯვით არის დაკავებული.
დარწმუნებული ვარ, სანამ შსს, პროკურატურა და სასამართლო სხვა თაობისა და აზროვნების ხალხით არ დაკომპლექტდება, ნებისმიერ
სისტემურ ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ პოპულიზმად და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრად დარჩება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
სოფო
ორთავე ბედკრული საქართველოს შვილები ხართ ქოცებო და ნაცებო,როგორ გავხართ ერთმანეთს ხშირად.მაგრამ ქოცები უფრო ბანძები არიან,თუმცა არც ნაცები აკლებენ )) სანამ ორი თაობა არ შეიცვლება,არაფერი გვეშველება, საზოგადოებაა უვარგისი.ამიტომაა რომ ხელისუფლება იცვლება და ქვეყანაში კი არაფერი,უფრო სწორად უარესობისკენ.ესაა ჩემი აზრი.
23:22 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დუტა
სალომეჯან, ჩაგაკუკა ნაბიჭვარმა სანდრიკამ მაგ ამყრალებულ კბილებში :)))) აუ რა დასანახი იქნებით ორივე :)))) სალო დაღებული ყბით და სანდიკინო ჩახდილ- დამიზნებული სალოს ყბაში :)))) ნაცპარაზიტებო ,სირცხვილი და ადამიანეობა რომ ნულს ქვევით გაქვთ დასული,საქართველოს 95%-მა იცის.სანდრიკინო,შენს ბოლო კომენტარშიც გამოაჩინე შენი არაკაცობა ,სირთაყავ. დედაშენს შევულაგე დილასაღამო ჩემი აბრიგინებული :)))
06:41 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
და ვითომ ახლა აღარ იჭერენ უდანასაულოებს და კლავენ ხომ?მიქაუტაძე არ აწამეს ამათმა სააოცნებო ხელისუფლებამ?ივანიაძეს არ ემუქრებოდნენ?ჯაბა ლომიძე არ აწამეს?მაგ დუტასნაირ ტიპებს რომ სიმართლე აინტერესებდეთ ახლანდელი ხელისუფლების დროინდელ დანაშაულებასაც ისევე მობდნენ,როგორც წინას დროინდელს გმობენ.მაგრამ ვინც დღევანდელ წამებას ამართლებს,იმას რა უფლება აქვს წინანდელზე აღშფოთდეს? იმდენსაც ვერ ხვდებიან რომ გაიყიდნენ თხებივით,იმიტომ რომ აქაც გამოჩნდა რომ სინამდვილეში დანაშაული კი არა პოლიტიკური ანგარება ამოძრავებთ. მართლა ამაზრზენი ხდება ქოცების ფარისევლური ვითომ ჰუმანიზმი.მაინც ვერ მოატყუებთ ყველას ქოცებო,დაყენდით ბოლო-ბოლო )))
03:54 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
სანდრო ტყუილად იშლი ნერვებს,ამ უდღეურებს მაინც ვერაფერს შეაგნებინებ,ხომ ხედავ როგორც კი არგუმენტებით მოუგე,ეგრევე ლანძღვა-გინებაზე გადავიდა,რადგანაც სათქმელი არაფერი აქვს.რა შუაში იყო აქ წამებაზე და ცოცხებზე ლაპარაკი?მაია ორჯონიკიძემ აწამა თუ მისმა შვილმა?ჯერ იყო და კულტურულად ცდილობდა ვითომ ლაპარაკს და მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას და თავისი სახე დაგვანახა )) და თუ მაინც და მაინც წამებაზე უნდა ლაპარაკი,ზუსტად ახლანდელმა მთავრობამ გამოუშვა ეს ადამიანთა ჯალათები ციხეებიდან.ეგ რომ დაუწერე მაგაზე ვერაფერი გიპასუხა და მაგიტომ გაცოფდა.თქვენ ბრაზობთ იუპიტერ,ესე იგი ტყუით,ხომ გაგიგიათ?)))
03:42 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
რა დღეში ხარ შე მართლა ჭუტა-დუტა? აი გამოაჩინე ნამდვილი ოცნებური სახე შე ბანძო გრუზინო,ფულის მონობაზე პიზძინას ფანი როგორ ლაპარაკობ საერთოდ,როდესაც პუტინის გოშიას ფულის გულისთვის მიყიდეთ სამშობლო თქვე მართლა ნაგვებო.და თუ გინებაა,არც მაგაზე გაწყენინებ და მოგიდღან დამსმელიდ დედა შე მართლა ნაბიჭვარო.შენ რა იცი კაცობა და ღირსება,საბაბი მოგეცა რომ კანალიზაცია ამოუშვა პირიდან კლავიატურის ლომო. წადი ახლა,დედაშენს მოეფერე ჩემს მაგივრად ღლეო!
03:23 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS