20 მარტი, 2015
ქართული შოუბიზნესის ყველაზე მყარი ქორწინებები
მათზე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო შოუბიზნესი და მყარი ქორწინება არა მარტო უცხოეთში, არამედ საქართველოშიც ერთმანეთთან შეუსაბამო ცნებებია, მაგრამ გამონაკლისები, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოშიც არსებობს. წარმოგიდგენთ ყველაზე მყარ შოუბიზნესურ ქორწინებებს და ქალებს, რომლებიც წლების გასვლის მიუხედავად, მეორე ნახევრებმა ვერ დათმეს.

ლელა და მამულიჩა

მათზე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო. ერთ საქმეს აკეთებენ, ყველგან ერთად დადიან, რადგან კახა ლელას პროდიუსერია, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილს ერთმანეთი არასოდეს ჰბეზრდება და მათ ქორწინებას ბზარი არ
გასჩენია. უცნაურია ისიც, რომ პოპულარობის მიუხედავად, იშვიათად გავრცელებულა ჭორი მათი დაშორების შესახებ, თუმცა ეს ამბავი ჟურნალისტებსაც არ დაუჯერებიათ. კახას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ლელასთან კი ერთი გოგონა – მარიკო.

ნინო და გიორგი

ნინო ჩხეიძის პოპულარობაში უდიდესი წვლილი მის მეუღლეს, გიორგი კორახაშვილს მიუძღვის. მეუღლეს ფინანსები არ დაუშურებია, რომ ნინოსთვის შესაბამისი სტუდია, იმიჯი და კარიერა შეექმნა. არც მისი სახელობის ღვინისა და შოკოლადის გამოშვებაზე უთქვამს უარი.

Rating

დღეს ჩხეიძეს ხშირად იწვევენ კორპორატიულ საღამოებზე, კარგად იყიდება მისი სიმღერების დისკები და დამოუკიდებელი შემოსავალიც აქვს. ამ წყვილის დაშორების შესახებ ჭორი არასოდეს გავრცელებულა. ჰყავთ ერთი გოგონა, მარიკო. ბიზნესმენი კორახაშვილი იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე ნინო ჩხეიძის ქმრის სტატუსით.

გიო და მაია

გიო ხუციშვილისა და მაია ჯორჯაძის წყვილი ბევრ წელს ითვლის. გიო წლებია, ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს, არ იკლებს ქეიფს, კონცერტებზე ხშირად გამოდის და მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ეს არ გამხდარა მიზეზი, რომ წლობით ნაშენები ოჯახისთვის ჩრდილი მიეყენებინა. უფრო მეტიც, მასზე ჭორიც კი არასოდეს გავრცელებულა. გიოს პირველი ქორწინებიდან ორი უფროსი ვაჟი ჰყავს. მაიასთან კი ზუკა, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ, როგორც პატარა მომღერალი, ისე გაიცნო.

ნიკუშა და ეკა

ნიკუშა შენგელაიას პირველი ცოლი მსახიობი ია ნინიძე იყო, წყვილს საერთო შვილი არ ჰყოლია. მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მალე დაინგრა ნიკუშასა და ეკა ჯაფარიძის ოჯახიც, თუმცა მათ ქალიშვილი ნატო ჰყავთ. ეკა ჯაფარიძე ახლა პოლიტიკოს გიორგი ბარამიძის ცოლია.

Rating

მხატვარი 34 წლის იყო, როდესაც ეკა ჭიჭინაძეზე იქორწინა და ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება მესამე აღმოჩნდა. წყვილს საერთო ვაჟი ჰყავს და მათ სიყვარულზე ლეგენდებს ჰყვებიან. ამბობენ, რომ ნიკუშა მესამე ცოლმა ძალიან შეცვალა და ეკა ჭიჭინაძეს სიმპათიურ ქმარზე საეჭვიანო არასოდეს ჰქონია.

ეკა და მიშკა

პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ეკა ხოფერიამ ბედი ექიმ მიშკა ხუჯაძეს დაუკავშირა. ქალები დანგრეულ ოჯახს წარუმატებელს ნაკლებად არქმევენ, როდესაც შვილი ჰყავთ, ასეა ეკას შემთხვევაშიც. პირველი ქორწინებიდან უფროსი გოგონა ანანო ლევიძე ჰყავს. მიშკასთან ეკას ორი ვაჟი შეეძინა. ამ ქორწინებამ ჟურნალისტი განსაკუთრებულად შეცვალა. ღიად გამოხატავს სიყვარულს სოციალურ ქსელში მეუღლის მიმართ. წყვილი ხშირად მოგზაუ-რობს.

ქეთი მელაძე  
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ბებე
ჩხეიძისა და თავისი ქმრის გარდა, დანარჩენი წყვილებიდან ერთერთი მაინც ყოფილა 2ჯერ დაქორწინებული და ოდესმე ხომ უნდა გახდნენ ”მყარები”:))))))?!!!!
16:07 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეს მიშკა რა არის? ამ ადამიანს არ ქვია ნორმალური სახელი, ვინმე თუ ასე მიმართავს , ეს ჟურნალისტსაც აძლევს უფლებას ყველგან ასე დაწეროს? რა უბედურებაა?
14:21 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კოკო
შენგელაია ნამეტნავად სტაბილურია :)
11:13 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS