10 ივლისი, 2013
ვინ ეხმარება ბიუსტჰალტერის გახსნაში სოფია სებისკვერაძეს
სულიერად შიშველ ადამიანს ფიზიკურად შიშველი ჯობია, დამერწმუნე. მაგრამ მე არ მაქვს ისეთი ფოტოები, სადაც შიშველი ვარ. ამჯერად მსახიობ სოფია სებისკვერაძის ''ფეისბუქის'' ფოტოები დავათვალიერეთ და ერთ-ერთი ყველაზე თამამი ამოვარჩიეთ. რეჟისორ გიორგი ლიფონავას რჩეულ გოგონას დღეს ფოტოგრაფიაზე, ფოტოსესიასა და კომპლექსებზე ვესაუბრეთ.
- სოფია, რა დამოკიდებულება გაქვს ფოტოსესიასთან, გიყვარს?
- არა. უფრო დოკუმენტური ფოტოები მიყვარს, ალბათ ამიტომაც არ მაქვს ბევრი დადგმული ფოტო.
- ეს კომპლექსია, როგორ ფიქრობ?
- არა, უბრალოდ ასე ვფიქრობ. ან ჯერ არ მიმუშავია ისეთ ფოტოგრაფთან, რომ
დამაჯეროს და მომაწონოს.
- ზოგიერთს წინასწარ აქვს გათვლილი, რომელი პროფილიდან დადგეს ფოტოსესიის დროს, რა სიმაღლეზე ასწიოს თავი, სხეულის რა ნაწილი გამოაჩინოს. შენთვის რა არის მთავარი?
- როცა დაცულია კომპოზიცია და სწორად არის განათებული ფოტოსესიის ადგილი, როგორც გინდა, ისე დადექი, სულ ერთია. ისე, ორივე პროფილი კარგი მაქვს და შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომელი მხრიდან დავდგე. ''პოზიორა'' ფოტოები არ მიყვარს, მთავარია ხასიათი, განწყობა.
- საკმაოდ თამამი ფოტოები აღმოვაჩინე ''ფეისბუქის'' შენს გვერდზე. მნიშვნელობა აქვს, ვინ გიღებს, როცა შიშვლდები?
- რაღაც არ მახსოვს, შიშველი ფოტოები დამედოს... ქართველებს სიშიშვილის შეგრძნების საოცარი უნარი გვაქვს, იმის დანახვის, რაც არ არის სინამდვილეში. ალბათ არ ესმით, რა არის სიშიშვლე... სულიერად შიშველ ადამიანს ფიზიკურად შიშველი ჯობია, დამერწმუნე. მაგრამ მე არ მაქვს ისეთი ფოტოები, სადაც შიშველი ვარ.
- კარგი, მაშინ იმ ფოტოზე ვისაუბროთ, წელს ზემოთ ''თბილად რომ გაცვია'' . რაიმე ისტორიას უკავშირდება?
- ერთ-ერთი ფილმის კასტინგზეა გადაღებული. დავალება მომცეს, უნდა განმესახიერებინა ქალი, რომელსაც შიშველს შეუსწრეს ოთახში და ფოტოსინჯები გადაიღეს.
- ცხოვრებაში თუ გქონია მსგავსი შემთხვევა, თუ შემოუსწრიათ შიშველისთვის?
- კი, მქონია, არაერთხელ. მსახიობი ვარ, ადრე ვცეკვავდი. კონცერტებისა და სპექტაკლების დროს ზოგჯერ სწრაფად გამოცვლა მიწევს. ასეთ შემთხვევაში არ ერიდები ბიჭსა და გოგოს. დამხმარებიან კიდეც, ელვაშესაკრავი ან ბიუსტჰალტერი შეუხსნიათ, ან დუგმები შეუკრავთ. მსახიობები და მოცეკვავეები გაიგებენ ამას. იქ სხვა მომენტია, სიშიშვლის არ გრცხვენია.
- სად ცეკვავდი?
- საბალეტო დასში ''გელათი'' .
- რატომ დაანებე ცეკვას თავი?
- ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, დრო ცოტა მრჩებოდა. ან ერთი უნდა ამერჩია, ან მეორე. მსახიობობა ვარჩიე.
- თავად თუ იღებ ფოტოებს?
- კი. ადრე ვსწავლობდი ფოტოხელოვნებას. ძალიან მიყვარს. ფირზე ვიღებდი, ვბეჭდავდი კიდეც. სტუდია გვქონდა, ''სეპია'' ერქვა. სეპია ფოტოს ერთ-ერთი იერსახეა, ყვითელი ფერების გამას გულისხმობს.
- სოფია, ცხელი ზაფხული გვიდგას, სად ემალები მცხუნვარე მზის სხივებს?
- სახლში და სარეპეტიციოში. ისე გამოდის, რომ მართლაც ვემალები. რუჯი ჯერ არ მაქვს. დრო არ მყოფნის. რადგან თეთრი ვარ, დიდი დრო მჭირდება, რომ სასურველი ფერი მივიღო.
- ამჯერად რას რეპეტიციობ?
- მოძრაობის თეატრში სინთეზურ სპექტაკლზე ვმუშაობთ, მიუზიკლისა და დრამის ელემენტებით. ყველა მსახიობი კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, ამიტომ ჯერ წინასწარ ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, რომ ფორმაში ჩავდგეთ, რადგან სცენაზეც მოგვიწევს თამაში და ჰაერშიც, დაკიდული და ფეხზე დამდგარიც. ასე რომ, საოცარი სანახაობისთვის ვემზადებით, ამის ანალოგი ქართულ თეატრალურ სივრცეში ჯერ არ ყოფილა.
- საინტერესოა... ქალაქიდან გასვლას თუ აპირებ. სად და ვისთან ერთად დაისვენებ?
- ჯერ არაფერი დამიგეგმავს. საკმარისად დავისვენე. ახლა შრომის დროა. მერე რა, რომ ზაფხულია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ანკა
ეს ვინ არის?
08:04 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანჟელიკი
რა უაზრო და უშინაარსო ხალხისგან იღებთ ინტერვიუს, თქვენც მასეთი ხართ და იმიტომ! იაფფასიანები!
16:58 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS