30 იანვარი, 2015
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ გარეპა და შოუბიზნესში ჩართვას გეგმავს
ეს ვიდეო ინტერნეტში ვნახე. გარეპილი "ვეფხისტყაოსნის" სტროფები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბევრს მოსწონს ამგვარი მიდგომა და ამბობენ, რომ როცა გიჭირს ან გეზარება რთული ტექსტების დამახსოვრება, ეს მეთოდი საკმაოდ ორიგინალური და ეფექტური მიგნებაა. ზოგიერთები კიცხავენ, რომ "ვეფხისტყაოსანს" არ შეიძლება ასე მოექცე. ერთი სიტყვით, აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვიდეომ დიდი პოპულარობა მოიპოვა. გადავწყვიტეთ, ვიდეოზე ასახული გოგონასთვისაც მიგვეგნო და კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ეს აღმოჩნდა - 17 წლის ეკუნა ყანჩაველი აბიტურიენტია და სამაოდ ეფექტური გარეგნობის გოგონა,
რომლის ფოტოებიც სხვადასხვა საიტზე დევს ქართველ ლამაზმანთა ფოტოებს შორის. მას სხვა მსგავსი ვიდეოებიც აქვს, რომლებიც მისსავე "ფეისბუქზე" და სხვა ქსელებში აქვს ატვირთული და მის ვიდეოებს, ფოტოებთან ერთად, უამრავი მოწონება აქვს. მის პოპულარობას ისიც უწყობს ხელს, რომ ძალიან მხიარულია და სხვებზეც გადააქვს ეს პოზიტიური განწყობა.

მოდით, უფრო ახლოს გავიცნოთ ეკუნა:

- ეკუნა ყანჩაველი. აბიტურიენტი ვარ, წელს ვაბარებ.
- "ვეფხისტყაოსნის"გარეპვის იდეა მხოლოდ იმის გამო მოგივიდა, რომ ასე უფრო ადვილად ისწავლო თუ გასართობად უფრო?
- თავიდან გონებაში გავრეპე და მომეწონა, მერე შევკაზმე მუსიკით და შესაბამისი რიტმით.
- როგორც ვხვდები, მღერი ისედაც - სმენა და ხმა გაქვს...
- კი, ვმღერი შეძლებისდაგვარად.
- სად აპირებ ჩაბარებას? მომავალში რა გეგმები გაქვს - სასიმღერო კარიერაზე ხომ არ ფიქრობ?
- ჯერჯერობით არ ვიცი, სად ჩავაბარებ და რომელ უნივერსიტეტში, მომავლის გეგმებიც არ ვიცი დაზუსტებით, თუმცა ალბათ უფრო მუსიკას ავირჩევ.
- კარგი გარეგნობა გაქვს და როგორც ვნახე, ინტერნეტში ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს. რაიმე გამოცდილება თუ გაქვს სამოდელო კარიერაში?
- არა, არანირი გამოცდილება არ მაქვს - პუტკუნა ვარ, შესაბამისად, არც გამოვდგები. თუმცა რომც არ ვიყო პუტკუნა, მაინც არ მიზიდავს ეგ სფერო.

- ზოგადად, კარგი გარეგნობა და სიმღერის ნიჭი შესანიშნავი საფუძველია, რომ შოუბიზნესში დიდ წარმატებას მიაღწიო. ხომ არ გეგმავ რამეს ამ კუთხით?
- ვგეგმავ, ოღონდ ჯერ, რა თქმა უნდა, სურვილის დონეზეა ეს ყველაფერი, ამისთვის ვფიქრობ, საკმარისი არც რესურსი გამაჩნია, არც გამოცდილება, ცხოვრება წინ მაქვს და შევეცდები შევითვისო ყველაფერი, რაც შოუბიზნეს სჭირდება. ვნახოთ როგორ გამომივა.

იხილეთ მეტი ფოტო და ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS