25 იანვარი, 2015
ბახვა ბრეგვაძე: ''ულამაზეს ლეტიცია კასტას ვაკოცე და სელფიც გადავიღეთ''
. ალბათ, უფრო დადებითი გმირია, ვიდრე უარყოფითი, ამიტომ ხალხს მოსწონს ბახვა ბრეგვაძე''ჩემი ცოლის დაქალებში'' მონაწილეობს, თუმცა მსახიობი არ არის. ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსია. ახალ წელს მეგობრებთან ერთად პარიზში შეხვდა. როგორც ბახვამ გვითხრა, პარიზში ტურისტების სიმცირე იგრძნობა და ამ დროისთვის საფრანგეთის დედაქალაქი უჩვეულოდ ცარიელია. მას სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით.

- საფრანგეთში რასთან დაკავშირებით ხარ?
- საფრანგეთში საქმეზე ჩამოვედი, მეგობრებთან ერთად. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს, ამიტომ რამდენიმე დღე კიდევ დავრჩით.
- შენი პარიზში ყოფნა
დაემთხვა ცნობილ მარშს. როგორი იყო შენი თვალით დანახული პარიზი მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიმართული?
- პარიზში უჩვეულოდ ცოტა ხალხი დაგვხვდა, არადა, ამ დროს ტურისტების განსაკუთრებული მოზღვავებაა. ქალაქში დაძაბულობა არ იგრძნობა, ქუჩებში სიწყნარეა, თუმცა სეირნობისას ბევრი შეშინებული თვალი შემომხვდა. აქ მცხოვრებ ადამიანებთან კონტაქტისას, რა თქმა უნდა, იგრძნობა, რომ უდიდესი სტრესი გადაიტანეს.
- როგორც ფოტოებიდან მივხვდი, თავისუფლების მარშში მიიღე მონაწილეობა. როგორი იყო ხალხის ემოციები?
- აქ ვიყავი და ბუნებრივია, ტერორიზმის წინააღმდეგ მარშში მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გრილოდა, ემოციურად ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო რესპუბლიკის მოედანზე.
- არ შეგეშინდა?
- არ შემშინებია, მაგრამ პრინციპში, დიდი ხნითაც არ ვყოფილვართ.
- რომელიმე პოლიტიკოსის გვერდით ხომ არ აღმოჩნდი?
- პოლიტიკოსები ახლოს არ მინახავს. ამ ამბავს არ უკავშირდება, მაგრამ მეორე დღეს ულამაზესი ლეტიცია კასტა შემხვდა ქუჩაში. სელფიც გადავიღეთ.
- რაზე ისაუბრეთ?
- დაინტერესდა, საიდან ვიყავი და ვუთხარი. ისიც ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზია, ვაკოცე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ძალიან მაგარი გოგოა.
- ზოგადად, პარიზში მომხდართან დაკავშირებით რას ფიქრობ?
- სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა დაუშვებელია, როგორი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელიც უნდა იყოს ის. ჩემი აზრით, ამ საზარელი ტერორისტული აქტის წინააღმდეგ ყველა ერთიანი უნდა იყოს და მისი დაგმობისას არანაირი''მაგრამ'' არ უნდა არსებობდეს.
- სერიალ''ჩემი ცოლის დაქალებში'' შენს გმირზეც გკითხავ, მოგწონს?
- სერიალში ჩემი პერსონაჟი მომწონს, რადგან ჩემგან განსხვავებულია და გარდასახვა ძალიან საინტერესოა. რამდენად გამომდის, ეს სხვებმა უნდა შეაფასონ. ალბათ, უფრო დადებითი გმირია, ვიდრე უარყოფითი, ამიტომ ხალხს მოსწონს, ამას სულ ვგრძნობ. ძალიან მიხარია, როდესაც ნაცნობები თუ უცნობები ამას სულ მაგრძნობინებენ. ამ სერიალს პროფესიონალები ქმნიან და მათთან ერთად მუშაობა ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. პროექტმა მხოლოდ პოზიტივი, ბევრი ღიმილი და დადებითი ემოციები მომიტანა. გამიმართლა, რომ ყველაზე ხარისხიანი და რეიტინგული სერიალის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ.
- უახლოეს მომავალში სხვა ფილმში ხომ არ გიხილავთ?
- მგონი, ახლო მომავალში მხატვრულ ფილმშიც მიხილავთ, ვნახოთ. ჯერ მხოლოდ პროექტი არსებობს. ძალიან მომწონს გადაღებების პროცესი, მაგრამ პროექტიც საინტერესო უნდა იყოს, ყველგან და ყველაფერში მონაწილეობას, ბუნებრივია, არ ვაპირებ.
- კამერას თავიდანვე დაუმეგობრდი?
- ახლა ვისვენებთ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება გადაღებები. მსახიობობა საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა. კამერასთან ადრეც ვმეგობრობდი, ჩემი სხვა სამსახურებიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა და მიწევს კამერასთან ურთიერთობა, თუმცა კინო მაინც სხვა სპეციფიკაა და თავიდან ვნერვიულობდი. ბევრი დუბლი არ მჭირდება, მაგრამ გამიჭედავს კიდეც ერთი-ორჯერ, მარტივი წინადადება ბევრჯერ შემშლია.
- რეალურ ცხოვრებაში ცოტნე ცოტაშვილის მსგავსი პოლიტიკოსის გვერდით დადგებოდი?
- საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, თუმცა გამორიცხული არაფერია. ცოტნეს ქვეყნისათვის კარგი უნდა. ალბათ, მის გვერდით დავდგებოდი და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს გავაკეთებდი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
თინა
მომენატრა სერიალი და განსაკუთრებით ბახვა და ცოტნე ! მალე დაბრუნდიით რა .. ლეტიცია არ ვიცი მე
20:05 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
"რაზე ისაუბრეთ?"მომეწონა.LOL მე Galeries Lafayette ში ვმუშაობ და ბახვა აქ მეც შევნიშეე;) ასე რომ ჩემო ბახვა,შეგიზლია იამაკო იმით რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობადი ხარ;)tu a de la chance,hein!
13:02 / 02-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
ასეთი გარეგნობისას თბილისის ქუჩებში-უამრავს შეხვდებით
14:54 / 01-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თათა
ბახვა წარმატებები , ძალიან მიყვარხართ
11:55 / 27-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ძალიან მაგარი კაცია კაცია ბახვა !!
15:22 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS