26 დეკემბერი, 2014
რატომ გაუსწორნენ ფიზიკურად გოჩა ჭაბუკაიძეს
ჯგუფი რომ დაიშალა, რესტორანსა და კომერციულ მუსიკას შევაფარე თავი ''ნიჭიერის''მესამე ნახევარფინალში გოჩა ჭაბუკაიძე ხალხის რჩეული გახდა. მუსიკოსი, მედავითნე, მომღერალი და ინსტუმენტალისტი ხალხმა პირველივე ტურიდან შეიყვარა და ფინალში გადაიყავანა.
დღეს ბატონი, გოჩა ჩვენი სტუმარია.

- დედაჩემს უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი. ამიტომ უფრო სწავლისკენ მიბიძგებდა. ცუდად არ ვსაწლობდი. წარმატებით დავამთავრე საშუალო სკოლა, შემდეგ პროფტექნიკუმი, მაგრამ ღვთის განგებით ვერ ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. გულგატეხილიც ვიყავი ამის გამო. ერთმა ნათესავმა მითხრა, გული არ გაიტეხო, მუსიკალურზე სცადე, იქნებ ეს არის შენი გზაო.
მეუღლეც იმავეს მირჩევდა და მამშვიდებდა. დავამთავრე მუსიკალური ხუთწლედი ოკარდეონის განხრით. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ჩავირიცხე თბილის მეორე საესრტადო სასწავლებელში და ფორტეპიანოს განხრით ვისწვალე. იქ შევხდი მაშინდელი როკჯგუფის ''მძიმე ჯვარის''სოლისტს, თეიმურაზ ბოჯგუას, რომელმაც ჯგუფში მიმიწვია, კლავიშზე დასაკრავად. იმ პერიოდიდან ჩემი მუსიკალური გემოვნება შეიცვალა. მანამდე თუ კლასიკას ვუსმენდი, ახლა ჰარდროკით დავინტერესდი. ვუსმენდი ''ფარფლებს~, ''ქვინებს~.
- თქვენი მუსიკალური ნიჭი გენეტიკურია?
- ალბათ, ჩვენს ოჯახში მღეროდა მამაც და პაპაც. თუში კაცი ვარ, სოფელი დართლოდან გახლავარ.
- კიდევ რა ინსტრუმენტზე უკრავთ?
- ოკარდეონზე, ფორტეპიანოზე, გიტარაზე.
- სიმღერით ოჯახის რჩენა ალბათ რთულია...
- როგორი პროფესიაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, თუ გულითა და სიყვარულით აკეთებ შენ საქმეს, ყველანაირ სირთულეს დაძლევ. ამას გვასწავლის უფალიც... ჯგუფი რომ დაიშალა, რესტორანსა და კომერციულ მუსიკას შევაფარე თავი. რეპერტუარიც თავისთავად შეიცვალა. მოქეიფე ადმიანების რეპერტუარზე გადავედი. მაგრამ ვცდილობდი, იქაც შემენარჩუნებინა ეთიკა, რაც მუსიკოსს სჭირდება. ვმღეროდი ცაბაძის, ლაღიძის სიმღერებს.
- დღეს რას იტყვით რესტორნის მომხმარებლის კულტურაზე?
- ჩემი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ზედმეტად ემოციური ვარ. როცა სცენაზე გავდივარ და ბოლომდე ვიხარჯები მათგანაც იმავეს მოველი თითქოს. სითბოს ველი და როცა ვხედავ, რომ ისინი მხოლოდ ჭამაზე არიან გადასაული, მაღიზიანებს.
- კონფლიქტი გქონიათ რესტორნის მომხმარებელთან?
- ახირებული კლიენტებიც გვყოლია, უცნაურ სიმღერებს რომ ითხოვენ, თავიანთი ქალაქის სახელის ჩასმას რომ გთხოვენ ამა თუ იმ სიმღერაში. მთვრალ კაცთან ურთიერთობა რთულია. ერთხელ, შეხლა-შემოხლაც კი მოხდა, ფიზიკურადაც კი გამისწორდა ერთ-ერთი მომხმარებელი, მაგრამ ისე მივუდექი იმ ადამიანს, ისე ავუხსენი ყველაფერი, რომ ბოლოს შვილის მონათვლა მთხოვა.
- ''ნიჭიერში''თქვენი ორივე გამოსვლა შვილს მიუძღვნით, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ორი წელია, არ გინახავთ. რა გითხრათ თქვენი პირველი გამოსვლა რომ ნახა?
- დამირეკა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ხმა უწყდებოდა, რას მატირებო, მითხრა. რა ვქნა, მამაზე და შვილზე ვმღეროდი, სხვანაირად არ გამომივიდოდა, ბოლომდე დავიხარჯე-მეთქი, ვუთხარი. ჩემი შვილი და შვილიშვილი ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან.
- როგორია თქვენი პროგნოზი, ''ნიჭიერში''გამარჯვების იმედი გაქვთ?
- იმედი არ მიყვარს. იმედგაცრუების მეშინია. ამიტომ რწმენა მაქვს, რწმენა უფლისა და ხალხის.
- ყველაზე დიდი იმედგაცრუება რომელი იყო თქვენ ცხოვრებაში?
- ალბათ ის, როცა სამედიცინო ინსტიტუტში ვერ ჩავირიცხე. ამით დედაჩემს გავუცრუე იმედი. დედა ცოცხალი აღარ არის, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიმსივნე ჰქონდა. მაშინ 17 წლის ვიყავი. ჩემმა დამ იტვირთა ქალის ფუნქციები ოჯახში. ვიდრე არ წამოვიზარდე, გათხოვებაზე არც უფიქრია. დღეს ემიგრაციაშია ისიც, იტალიაში ცხოვრობს. დედა მეუბნებოდა, ისწავლე და შენ მაინც შეებრძოლე ამ დაავადებასო. შევპირდი ექიმი გავხდები-მეთქი, მაგრამ...

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა