17 დეკემბერი, 2014
რა დადებით მხარეს ხედავს დიმა ტატიშვილი გეიაღლუმში
ზოგი ქალიშვილია და ამას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან სულაც არაა პატიოსანი მსახიობ დიმა ტატიშვილს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებებისა თუ ტრადიციების შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ. ქელეხი, თრობა განსხვავებულები, ქალიშვილობა, პატიოსნება, ღალატი - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მსახიობთან ვისაუბრეთ.

- რომელი ტრადიციები იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენში?
- ქელეხი. ტრადიციულად ქელეხს იხდიდნენ მხოლოდ ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც დაკრძალვის შემდეგ იკრიბებოდნენ და ერთმანეთს ანუგეშებდნენ. არანაირ ტრადიციაში არ ჯდება 300-400-კაციანი ქელეხის გადახდა სეფაში ან საბანკეტო
დარბაზში, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში ქეიფის სახეს იღებს. როცა ადამიანი მოსასამძიმრებლად შორი გზიდან მოდიოდა და მას ოჯახი ასადილებდა, ეს სხვაა, მაგრამ ამას სასმელი რომ ემატება, მეტისმეტია. ალბათ, არავინ მიწყენს, მაგრამ დასავლეთში ხშირ შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვის დროისთვის თითქმის მთელი შემადგენლობა მთვრალია, რაც ლამაზი არაა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ კომუნისტებმა წმინდა საეკლესიო წესები გვერდზე გადადეს, ამის გამო კი ხალხმა რაღაც თავისი მოიფიქრა და ჩამოყალიბდა ამ ფორმით. ისიც არ მომწონს, მიცვალებულს სახლში ერთი კვირა და ათი დღე რომ აჩერებენ. მესამე დღეს უნდა დაიკრძალოს.
- სუფრის ტრადიცია, თამადა, განსხვავებულები, სადღეგრძელოები.
- როგორც მე ვიცი, თამადა ქართული ფენომენია, შეიძლება, სხვებსაც ჰყავდეთ, მაგრამ მე არ მინახავს. ვფიქრობ, თამადის ინსტიტუტი კარგი და დადებითია. ტრადიციულად, თრობა სირცხვილად მიიჩნეოდა. თუ ტრადიციებს მივდევთ, გავაკეთოთ ისე, როგორც წესია. არყით თრობა წარმოუდგენელი სირცხვილი იყო, ამ სასმლის მიღება შეიძლებოდა დილით ნაბახუსევზე, ან სამუშაოდ წასულს თუ Uშესცივდებოდა, შეიძლებოდა, ცოტა გასათბობად ''გადაეკრა''.
რასაკვირველია, ყანწის გამოცლა დასაშვები იყო, მაგრამ ამას აკეთებდა ის, ვისაც შეეძლო, დაელია ყანწით და შემდეგ ფხიზლად ყოფილიყო, ვისაც ამისი შნო არ ჰქონდა, ის არ ცლიდა ყანწს, იმიტომ რომ იცოდა, მერე უფრო დასცინებდნენ, თუ სიფხიზლეს ვერ შეინარჩუნებდა. სახლში მაქვს პაპაჩემის ნაქონი დიდი ყანწი, რომელშიც ჭიქა-ნახევარი სასმელი ჩადის, ამით დალევა ჩემთვის რიტუალია. ვიცი, რომ პაპაჩემს და ბევრ პატივსაცემ ადამიანს ეჭირა ხელში, მათ შორის - ქაქუცა ჩოლოყაშვილს, და სიამოვნებას მანიჭებს.
- გენდერულ თანასწორობაზე მინდა გკითხოთ, ჩვენს რეალობაში არსებობს გენდერული თანასწორობა?
- მე მგონი, არა, უმეტესად ქალი იჩაგრება. კაცი რომ ცოლს საკუთრებად თვლის, ეს უკვე დაჩაგვრაა. კაცობრიობა საკმარისად განვითარდა იმისათვის, რომ პიროვნება არავის საკუთრებად არ მიიჩნეოდეს. მიყვარს ერთია და ჩემი საკუთრებაა, ეგ - სხვა.
- ოჯახის უფროსის ფენომენზე რას ფიქრობთ?
- ოჯახის უფროსი მაინც მამაკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს მეტი ფიზიკური ძალა და უმეტესწილად ისაა ოჯახის მარჩენალი, თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც ამ თავს ატრიალებს. კვერცხისა და ქათმის თეორიაა, რომელსაც ვერ ამოხსნი. ღმერთმა გაგვაჩინა კაცებადაც და ქალებადაც, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და რატომ უნდა ვექიშპოთ და რატომ უნდა ვამტკიცოთ, ვინაა მთავარი, ვერ ვხვდები. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, თუ არ დაუთმობ, უფრო მეტად ვაჟკაცი ხარ, მაგრამ მერე და მერე მამაჩემის სიტყვები გამახსენდა, მოთმინება უფრო მეტი ვაჟკაცობააო. ახალგაზრდობაში არ ვეთანხმებოდი ამას, 40-ს რომ გადავაბიჯე, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი.
- დიმა, ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებასა და ზოგადად, გერლფრენდ-ბოიფრენდის თემაზე რას ფიქრობთ?
- ყველამ ინდივიდუალურად უნდა გააკეთოს არჩევანი, მაგრამ მე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტში, მეტიც, უმეტესწილად ეს უფრო ამართლებს. რითი განსხვავდება ჩვეულებრივი მეგობრობა ცოლ-ქმრის მეგობრობისგან? სექსით. როცა სექსი აკავშირებს ადამიანებს, ეს სულ სხვა ურთიერთობაა, ამიტომ ადამიანს უნდა იცნობდე ყველა ასპექტში, რომ მერე მასთან გააგრძელო ცხოვრება. თუმცა ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს და თქვას, კდემამოსილება და პატიოსნება იკარგებაო. მორალურად რამდენად გამართლებულია ორი ადამიანის იძულებითი თანაცხოვრება, რომელთაც ერთმანეთი აღარ უყვართ? ზოგადად, სექსს ძალიან მძიმედ აღიქვამენ, თითქოს რაღაც კოშმარია. ნუ, რას ნიშნავს ეს? სექსი არის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი მოთხოვნილება. ვისაც ვისთან უნდა, იმასთან უნდა დაამყაროს სქესობრივი კავშირი. თუ ადამიანს არ ჰყავს ქმარი ან ცოლი და ჰყავს ადამიანი, რომელთანაც აქვს სქესობრივი კავშირი, რა მოხდა მერე?!. ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, დედა, ეს იმასთან არის თურმეო,… და მერე რა? ეს იგივეა, ადამიანი მეგობრებთან ქეიფის გამო რომ გაკიცხო, ესეც გართობაა და ისიც. ადამიანი, რომელსაც სურს სექსი და ამ მხრივ დაკმაყოფილებულიცაა, სხვანაირად აზროვნებს და უფრო ადეკვატურია სამყაროს მიმართ.
- ქალის პატიოსნება მისი სქესობრივი ცხოვრებით განისაზღვრებოდა, დღეს რა არის განმსაზღვრელი?
- მაინცდამაინც ქალიშვილი უნდა ყოფილიყო გოგო, რომ პატიოსანი ყოფილიყო?!
- ან ჰყოლოდა მხოლოდ ერთი პარტნიორი ან ქმარი.
- შეიძლება, მოხდეს ისე, რომ გოგონა გახდეს რომელიმე ბიჭის გერლფრენდი, შემდეგ - ცოლი და მთელი ცხოვრება მართლა ერთი პარტნიორი ჰყავდეს, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა ზოგი ქალიშვილია და ამას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან სულაც არაა პატიოსანი, პატიოსნება განისაზღვრება ერთგულებით, სიტყვის პატრონობით და არა ქალიშვილობით.M მე რომ პატარა ვიყავი, ეს თემა ძალიან აქტუალური იყო, ახლა მგონი – ნაკლებად და ძალიანაც კარგი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმეს გარყვნისკენ მოვუწოდებ. გარყვნა ის უფროა, როცა ზრდასრული ადამიანები თავს იკავებენ ბუნებრივი მოთხოვნილებებისგან.
- ღალატი სქესის მიხედვით რატომ ფასდება?
- რეალურად ღალატი სქესის მიხედვით არ იყოფა, მაგრამ საზოგადოება ფიქრობს ასე, რომ კაცია და ''გაიარა''... კიდევ არსებობს ასეთი მოსაზრება, ოჯახი წმინდაა, ეს კიდევ ღალატი კი არა, გართობაა. თუ მამაკაცს არ უნდა მეუღლესთან სექსი და უნდა სხვასთან, ესაა ყველაზე ცუდი და არასწორი და არა ის, რომ სხვა ქალთან წავიდა.
- და თუ ცოლთანაც უნდა და ''სხვაგანაც''?
- სხვასთან არ უნდა უჩნდებოდეს სურვილი, ე.ი. ეს ქალი მისთვის ბოლომდე სასურველი არ არის და ურთიერთობაშია პრობლემა. სქესობრივი ლტოლვა ადამიანებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განსაზღვრავს ბევრ რამეს. როდესაც პარტნიორები ერთმანეთისკენ მიილტვიან, ესაა კარგი და ასეთი ადამიანების ერთობაა კარგი, სუფთა და ძლიერი ოჯახი.
- პატრიოტიზმის თემას შევეხები, როგორ ფიქრობთ, პატრიოტობა სტერეოტიპულია?
- მე მოვესწარი პერიოდს, როცა პატრიოტობა სასაცილო იყო, მეტიც, პატიოსნება სისულელეს ნიშნავდა, თუ სულელი არ ხარ, რატომ უნდა იყო პატიოსანი, არსებობდა ასეთი მოსაზრებაც. დღესდღეობით კი ქართველებს პატრიოტიზმი, ბევრ სხვა ხალხთან შედარებით, გვაქვს.
- არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე რას ფიქრობთ?
- ვინც ამ ხალხს ეწინააღმდეგება, მგონია, რომ ეშინია და ამბობს, ჩემი შვილი იზრდება და რას უყურებსო. ამის საერთოდ არ მეშინია. თუ ჩემი შვილისთვის მე არ ვარ ავტორიტეტი და ვიღაც არატრადიციული ორიენტაციის კაცი უფრო მიმზიდველი იქნება, ე.ი. ეს ჩემი პრობლემაა, რადგან სათანადოდ ვერ აღვზარდე. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები პროცენტულად რამდენიც იყვნენ, იმდენივე არიან, უბრალოდ, მათი შევიწროება ცუდ ტონად მიიჩნევა. უნდა ვიყოთ თანასწორები, კი ბატონო, თანახმა ვარ, ვიყოთ თანასწორები.
- და აღლუმი?
- თუ უნდათ, ჩაატარონ აღლუმი. თუ ვამბობთ, თანასწორუფლებიანები უნდა ვიყოთო, მაშინ ქუჩაში და არა ჩემს სახლში ჩაატარონ, მე მაგისი არ მეშინია. ჯობს, ჩატარდეს აღლუმი, რადგან გამოჩნდება, ვინაა მათი მომხრე და ვინ არა, რამდენი არიან და ა.შ. უკვე გეცოდინება, ვინ ვინაა. არავის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჯობია, ვიცოდე. იგივე დამოკიდებულება მაქვს ნარკომანების მიმართ, მე რომ მკითხო, ნარკოტიკი ლეგალურად უნდა იყიდებოდეს, ოღონდ აღრიცხვაზე უნდა აიყვანონ ის, ვინც ყიდულობს. ნებისმიერ ჯანმრთელ საზოგადოებაში ყველაზე დაბალ ფენად მიიჩნევა ნარკომანი, რომელიც ვერსად, მათ შორის ვერც საჯარო სამსახურში ვერ გაიჭაჭანებს. მერე ბევრი მოინდომებს ნარკომანობას? არა მგონია. როცა ამას ვამბობ, მეგობრები მეუბნებიან, რას ამბობ, ხომ დაიღუპება ხალხიო. მაგრამ ასე არაა, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რაც გვაქვს, არ მისცემს საშუალებას, ასე მოიქცეს და აღრიცხვაზე მყოფი ნარკომანი იყოს, რომელიც მიუღებელი იქნება საზოგადოების დანარჩენი წევრებისათვის.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
)))
ხალმრავალ ადგილას გაზებისგან დაცლა რო მოგინდეს ამ პატიოსანი ბუნებრივი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობასაც ამორალურობას უწოდებენ მალეეეე
13:53 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
dato
Ragatseebshi vetanxmebi,magram erti amis Saxe damanaxa shvili rom etkvis mama chven......varto,mere vis risi sheeshindeba màgasats vnaxav.
07:49 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ეჰ, ბატონო დიმა, ხომ ხედავთ რა კომენტარები დაწერეს? ძალიან შორს არის ეს ხალხი იმისგან, რასაც თქვენ ამბობთ. ერთი კი უდოა, რომ თქვენ არ გეშინიათ არაფრის და თქვენი თავის იმედი გაქვთ. სვებს კი ეშინიათ, პასუხისმგებლობა არ იციან რა არის და ზოგადად ყველაფერზე პასუხს სხვებს სთხოვენ, თუნდაც საკუთარი შვილის აღზრდაზე. ჩემს ნაწერს ბევრი ვერ გაიგებს, ამიტომ უმჯობესია გავჩუმდე. ბატონო დიმა თქვენი ასაკის ვარ და აბსოლუტურად გეთანხმებით.
15:55 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
v
ამ კაცს პატივს ვცემდი :( "ვისაც ვისთან უნდა, იმასთან უნდა დაამყაროს სქესობრივი კავშირი" - საიდან ისრუტავენ ხოლმე ყველაფერ "მძ..ერს"?! და მერე რო აღარ მოუნდება ამასთან მერე სხვასთან და ასე ხო? და მერე ისევ შენნაირების მოსმენისგან გამოსირებული ქართველი "პრადვინუტი" ბიჭი მოიყვანს ამ ბოზანდარას ცოლად ხო?! და რა თაობას გაზრდიან ესენი! ქრისტიანული მორალი და მცნებები არაფერი ხო?!
14:48 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
givi
შენ რაღაც პახმელიაზე ხარ მემგონი რას ქვია აღლუმები ატარონ წადი წადი პახმელიიდან გამოდი და მერე მიეცი ინტერვიუ
10:00 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS