25 ნოემბერი, 2014
''სარფიანად გათხოვებაც მეძაობაა''
ველაზე მეტად დედა მიყვარს და ჩემთვის ყველაზე მაგარი დედაა მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, ერთდროულად ოთხ პროექტზეა დამტკიცებული, თუმცა აქტიური მუშაობა ჯერ არც ერთზე არ დაუწყია. ერთი მათგანი სერიალია, რომლის პრომოც უკვე ჩაწერილია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი არხი იყიდის და სად შეძლებს მაყურებელი ნახვას. მეორე პროექტი მოსკოვს უკაშირდება, იქ იღებენ ფილმს, რომელშიც დაახლოებით ის თემა იქნება წამოწეული, რაც ''მიმინოში''... მესამე გაგა გოშაძის სპექტაკლია, რომლის დადგმაც ვაკის სარდაფში იგეგმება, ერთ-ერთ გმირად კი ზუზსაც ვიხილავთ. ცოტა ხანში
მსახიობს აზერბაიჯანში მოუხდება კასტინგზე გამგზავრება, ინგლისელები ''ალი და ნინოს'' იღებენ, თუმცა ამჯერად მსახიობთან სულ სხვა თემაზე, სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე ვისაუბრეთ.

- ჩემთვის ბევრი ტრადიცია ბნელია. რასაც ჩვენ ტრადიციას ვეძახით, შეიძლება, ჩვენი წინაპრების, ბაბუების მოგონილი იყოს და შემდეგ დაერქვა ტრადიცია. მაგალითად, ავიღოთ სუ-ფრის ტრადიცია, ზოგჯერ სუფრაზე ყველაფერი ისე კარგად მიდის, ისე კულ-ტურულად ებმება სადღეგრძელოები ერთმანეთს, რომ გსიამოვნებს, მაგრამ ეს დაზეპირებული სადღეგრძელოები, მათი რიგითობის დაცვის აუცილებლო-ბა ცოტა მომაბეზრებელია და სიტუა-ციას უინტერესოს ხდის. დაშტამპული ტრადიციები მაღიზიანებს, ერთადერთი, რასაც არასდროს ვეხები, ჩვენი რელი-გიაა, რომელიც განვითარებას არანაი-რად არ გვიკრძალავს.
- ოჯახის შექმნამდე წყვილის თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?
- ტრაგედია არც წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაა და არც ნიშ-ნობით ოჯახის შექმნა. ყველას თავისი არჩევანი აქვს. პირადად მე არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრე-ბაზე, პირიქით, მგონია, რომ კარგიცაა. ხშირია შემთხვევა, როცა ურთიერთო-ბისთვის სახელის დარქმევის შემდეგ ყველაფერი ფუჭდება, ამიტომ, თუ ისე უფრო კარგად იქნებიან, მაშინ პრობლემას ვერაფერში ვერ ვხედავ.
- რა მნიშვნელობას ანიჭებ ქა-ლის განვლილ პირად ცხოვრებას, როცა მასთან ურთიერთობის აწყო-ბას გეგმავ?
- არანაირს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მთავარია, იყოს ნამდვილად ადამიანი და ადამიანური თვისებები არ დაკარგოს. ვიღაცას რამდენჯერ ვერ აეწყო პირადი ცხოვრე-ბა, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. პრინციპში, ზოგი არაადამიანობს და სიყვარულის ძიებაში გაბოზებულე-ბს ეძახის, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ. წლობით მქონია ურთიერთობა მასთან, ვისაც ჩემამდე სერიოზული პირადი ცხოვრება ჰქონდა.
- როგორ ადამიანს შეიძლება უწოდო მეძავი?
- პროცენტულად ყველა ადა-მიანში დევს ეს თვისება – მეძაობა. სარ-ფიანად გათხოვებაც კი მეძაობაა. თუ ცოლი ''კარგი ოჯახიდან'' მოგყავს და მთავარი სამიზნე სწორედ ფი-ნანსური მდგომარეობაა, ეს უფროა მეძაობა, ვიდრე შვილის შესანახად სხეუ-ლის გაყიდვა. დარწმუნებული ვარ, ასეთ ქალებს სულაც არ მოსწონთ ეს საქმე.
- ქალისა და მამაკაცის მეგობრობა ვნების გარეშე რამდენადაა შესაძლებელი?
- სავსებით შესაძლებელია, თუმცა ასევე მქონია შემთხვევა, როცა მეგო-ბრობის შემდეგ წლობით მქონია ვნე-ბიანი ურთიერთობა იმ ადამიანთან. თუ გაცნობის შემდეგ ფლირტი მალევე არ წამოვიდა, მერე ინტიმი ყოვლად წარ-მოუდგენელია.
- ადრე ქალის პატიოსნება მისი სექსუალური ცხოვრებით განისაზღ-ვრებოდა, დღეს რა არის განმსაზღ-ვრელი?
- კი, ასე იყო, მაგრამ მაინტერესე-ბს, ჩიხტიკოპებით დამშვენებულებს არ ჰქონდათ სექსი?! განმსაზღრელი არის შენი გონება და ის, რას აკადრებ საკუ- თარ თავს და რას – არა, თორემ ვინ რას იტყვის, ეს მეასეხარისხოვანია. პატიოს-ნება არის ის, როცა ადამიანთან ხარ და მისი ერთგული რჩები.
- ერთხელ ღალატის გამო ურთიერთობა უნდა დაინგრეს?
- ეს ინდივიდუალურია, მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია და ვერ გეტყვი, ჩემგან ადამიანს თუ წასვლა ნდომებია, წასულა. საერთოდ, ღალატი ძალიან ფართო ცნებაა, არსებობს გადათიშ-ვა, ფიზიკური ლტოლვა და მაგ დროს ''იკიდებ'' ყველაფერს. ასევე არსებობს დაწესებულებები, სადაც რაღაცას რაღაცა მოჰყვება და ღალატობ, არის ტაბლეტი, რომელსაც გადაყლაპავ და საერთოდ არ გაინტერესებს, რა მოხდე-ბა იმ წუთში. ტვინით ღალატი ყველაზე რთულია. იქამდე რომ ხარ ადამიანთან, სანამ სხვა უკეთესი გამოჩნდება, ეს ყვე-ლაზე დიდი ღალატია.
- ზუზუ, შენთვის რა არის პატრიოტობა და რატომ გახდა ეს მოდური?
- ნუ, პატრიოტობა ერ- თია და ყველამ ყველაფერი რომ იცის, ეგ მეო-რე. დღეს ბავშვი რომ გააჩერო, პა-ტრიოტიზმზე დაგიწყებს საუბარს. პატრიოტიზმი შენი ქვეყნის დიდი სიყვარულია, მაგრამ ამას როგორ გა-მოხატავ, ეს კიდევ სხვა თემაა.
- მაგალითად ასე, ''რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ''..
- ეს იცი როგორი რამეაა? ყველაზე მეტად დედა მიყვარს და ჩემთვის ყველაზე მაგარი დედაა, მაგრამ არ შეიძლება, დედაჩემზე უკეთესი არსებობდეს? ჩემთვის არ არსებობს, მაგრამ ხომ შეი- ძლება, სამყაროში იყოს, არა? მე ჩემი მიყვარს ყველაფერი. თვეობით რომ მივდივარ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოში ჩამოსვლისას საოცარი ემოცია მეუფლება. 2007 წელს მოსკოვ- ში ფილმში გადამიღეს, 3-4 თვე მომიწია იქ ყოფნამ, იმდენად მომბეზრდა ეს რუ-სული ლაპარაკი, საზღვარზე გადმო-სულს ქართული რომ შემომესმა, ისე გა-მიხარდა, მესაზღვრეებს ვეხუტებოდი, ეგონათ, რაღაც გადმომქონდა და ვე-ტენებოდი (იცინის). ეს პატრიოტიზმია, მაგრამ ამით არ უნდა გადაჭამო ქვეყანა და ხალხი. მაგიჟებს ის, რომ ხალხს უფრო მეტად სა-ქმიანი იერი და ტონი აქვს, ვიდრე ქმედება.
- რატომაა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალური პოლიტიკა და სექსი?
- საერთოდ, ყველაზე მეტად იმაზე ლაპარაკობენ, რაც არ იციან. პოლიტიკა არ ვიცი და არ ვერევი, მაგრამ ინტუიციით ვგრძნობ, რომ ამ სფეროში ჯანმრთელი არასდროს არაფერი ხდება. რაც თავი მახსოვს, პოლიტიკა არის თავისთვის და ხალხი თავისთვის. მთავრობაზე ერთს ვიტყვი, ხალხი გირჩევთ, იცხოვრეთ კარგად, მაგრამ ხალხი კი არ უნდა ემ-სახურებოდეს პოლიტიკოსებს, ხალხს უნდა ემსახურებოდნენ.
- არატრადიციული ადამიანე-ბის მიმართ ჩამოყალიბებულ ორ რადიკალურ დამოკიდებულებას – გაფეტიშებას და სასტიკ აგრესიას როგორ უყურებ?
- ორივე მაღიზიანებს, რას ნიშნავს სასტიკი აგრესია? მყავს ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მეგობარი და სულ არ მაინტერესებს, ვისთან სძინავთ, მაგრამ ეს ზეიმები და აღლუმებიც არ მესმის. თუ მასეა, მაშინ მოვაწყოთ მსუ-ქნების აღლუმი, ''გრიჟიანების'' აღლუ-მი, მელოტების აღლუმი. რა აზრი აქვს აღლუმს, თუ იცი, რომ უნდა გადაიზარდოს მიტინგში, აგრესიაში. ვიღაცამ შეი- ძლება მითხრას, თუ პირველი ნაბიჯები არ გადავდგით, სულ ასე ვიქნებითო, მაგრამ რა ნაბიჯები, რის ნაბიჯები, არ მესმის. ზეიმებით მარტო ჩვენთან არ ღიზიანდებიან. ევროპაშიც იყო მსგავსი ფაქტები, ჩვენთან თუ სკამებით გაეკიდ-ნენ, სხვაგან ისე, უბრალოდ დაედევნენ.
- ზუზუ, შენთვის ნამდვილი ქალი როგორია?
- ქარიზმა უნდა ჰქონდეს, ლამაზი უნდა იყოს თავისი ცხოვრებით, ბიო-გრაფიით. ქალს, მით უმეტეს, ლამაზ ქალს, როგორ შეიძლება, არ დაემართოს ''შეცდო-მა''? მაგრამ ის თავისი ''შეცდომებით'' უნდა მიიღო.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
davidbe
ქიზიყელი ხარ ზუზუ?ჩვენთან არიან შენი მოგვარეები,მაგარი კაცი ხარ,გაიხარე
10:16 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
zazuna
Zuzu Miyvarxarrrrrrrrrrrrrrrr❤❤❤
01:36 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ტელევიზორში რომ გამოდიხარ არ მომწონხარ, მაგრამ შენი აზრები ძალიან მომეწონა და ალბათ აზრს შევიცვლი შენზე. კარგი ბიჭი ხარ ადამიანური
23:36 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS