25 ივნისი, 2013
ეკა მამალაძე თბილისში ცნობილ დედამთილს ახლაც მისტირის
ოთხი წელია გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც უყვარს, ბოლოს რა იქნება, ჯერ არავინ იცის. ერთ სახლში სამი სხვადასხვა თაობის მანდილოსანი ცხოვრობს, სამივე ერთსა და იმავე საქმეს - სიმღერას ემსახურება, შესაბამისად, საერთო ინტერესიც ბევრი აქვთ. საუბარია ნანი ბრეგვაძეზე, რომელთანაც შვილი - ეკა მამალაძე და შვილიშვილი - ნატალია ქუთათელაძე ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, ეკას სამი შვილი ჰყავს - ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ქალბატონი ნანი უკვე დიდი ბებიაც გახდა. რაც შეეხება ნატალიას, ის შეყვარებულია, უკვე ოთხი წელია გიორგი ბადრიძეს ხვდება და
წყვილს ერთმანეთი უყვარს, თუმცა, როგორც ჩვენთან ინტერვიუში ქალბატონი ეკა ამბობს, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს ამბავი, არავინ იცისო.

შემოქმედება და ახალი პროექტი...

- ჩემს შემოქმედებაში ახალი არაფერი ხდება, შემოდგომისთვის ვგეგმავ ახალი პროექტის გაკეთებას. ჩემი პირველი სოლოკონცერტი დაახლოებით 9-10 წლის წინ ''არტ-იმედის'' ეგიდით კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მეორე მუსიკალური პროექტი - ''მოგზაურობა დროში~, 4-5 წლის წინ განვახორციელეთ. შევასრულე სხვადასხვა პერიოდში დაწერილი მუსიკა, ასევე ჟღერდა კინომუსიკა ნიკა
მემანიშვილის ორკესტრის თანხლებით. სხვათა შორის, ამ კონცერტზე ჩემმა ქალიშვილმა ნატალიამ არა მარტო იმღერა, არამედ ნიკა მემანიშვილთან ერთად ორ როიალზე დაუკრა. მესამე მუსიკალური პროექტი მიშა მდინარაძესთან ერთად ქალაქურ სტილში გავაკეთე. ამჯერად მინდა, სცენაზე ქართული ესტრადის ისტორია წარმოვადგინო და სწორედ ამაზე დავიწყებ მუშაობას, რათა გვიან შემოდგომაზე მსმენელს კარგი გამოსვლა შევთავაზო. დები იშხნელების რეპერტუარიდან უნდა დავიწყო, გამოვყვე განვლილ გზას და მოვიდე ჩვენამდე. ძალიან დიდი მასალაა, იდეაც საინტერესოა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სისრულეში მოვიყვანო.

დღეს...

...როდესაც ნაკლებად ხარ დაკავებული, უფრო დუნდები ადამიანი. მართალია, ამ ეტაპზე არანაირ საქმეს არ ვარ შეჭიდებული, მაგრამ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. მოვიდა ზაფხული და გაჩნდა ახალი საფიქრალი, მიზნები, პრობლემები, ჰოდა, ახლა ამ საქმეებს დავუთმობ დროს. ისე, როცა დრო და საშუალება მაქვს, მიყვარს მოგზაურობა. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვიყავი ნანისთან ერთად კონცერტზე, შემდეგ ბერლინში გადავინაცვლეთ, სადაც გამოფენაზე გახლდით მიწვეული და ვიმღერე კიდეც.

თავის მოვლა...

- მინდა ჯანმრთელად ვიცხოვრო, მართალია, ფეხით სიარული არ მიყვარს, მაგრამ მაინც დავდივარ, რადგან ვიცი, ეს კარგია. გარდა ამისა, ვსტუმრობ აუზს, ვვარჯიშობ და ვუვლი თავს. ხშირად მეუბნებიან, ალბათ წონის პრობლემას არასდროს შეუწუხებიხარო, მაგრამ ასე არ არის, უბრალოდ, ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო, რომ ფორმა არ დავკარგო. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ საკონცერტოდ მინდოდა 2-3 კილოს დაკლება და მოვახერხე კიდეც, თუმცა მერე ისევ მოვიმატე. მოკლედ, ჩემი წონა თამაშობს, მაგრამ ისე არასდროს ვსუქდები, რომ თვალში უხეშად მოსახვედრი იყოს. კანს და თმას არ ვანებივრებ ნიღბებით, დეიდაჩემი გადასარევად უვლიდა თავს და მეც მასწავლა რაღაცები, ყველაზე ადვილი ისაა, რომ სახეზე დაიდო ყველა ის ხილი, რომელიც ახლად შემოდის სეზონზე, გაიწმინდო მჭადის ფქვილით, ესეც საკმარისია, თუმცა ხშირად ამასაც ვერ ვახერხებ.

შოპინგი

...ჩემთვის შოპინგი მხოლოდ სამოსის შეძენას არ უკავშირდება, ძალიან მიყვარს სუპერმარკეტში საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, ფხვნილების და სახლისთვის საჭირო სხვა რაღაცების ყიდვას შემიძლია გული გადავაყოლო. რაც შეეხება ტანსაცმელს, თუ მაქვს საშუალება, საზღვარგარეთ შევიძინო, ხომ კარგი, თუ არადა, აქაც არის რამდენიმე შესანიშნავი მაღაზია, სადაც ბევრი კარგი ნივთის შეძენა შეიძლება. საკონცერტო სამოსს ატელიეში ვიკერავთ, ყოველდღიურს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიძენთ. ჩვენს ქვეყანაში ისედაც სჩვევიათ ცნობილი ადამიანების პატივისცემა, მაღაზიაში შესვლისთანავე მცნობენ და მაშინვე ცდილობენ, მასიამოვნონ. თუ ფული არ მყოფნის, ნისიად მატანენ შერჩეულ ნივთს, ფასსაც მიკლებენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

საყვარელი აქსესუარი...
...აქსესუარებიდან ძალიან მიყვარს საყურეები, ხანდახან დედას სამკაულებსაც ვიყენებ. რაც შეეხება სამოსის თხოვებას და ნანის გარდერობში ქექვას, ეს დედას დიდად არ უყვარს და მეც არ ვარ ამის მომხრე, საყურე და აქსესუარი სხვა საკითხია. ნატალიაც იშვიათად იღებს ჩემს ნივთს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რაღაც განსაკუთრებულად მოსწონს. საერთოდ, ნანი ძალიან მკაცრი და აუტანელია შეფასებისას, ყველას გვაკრიტიკებს და დავდივართ დატუქსულები (იღიმის). როცა შენიშვნას მომცემს, ვღიზიანდები კიდეც, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდები, რომ ჩემთვის უკეთესი ისე იყო, როგორც დედა ამბობდა.

ნანი...
...როგორც დედა, ნანი მკაცრი არასდროს ყოფილა, ბებია უფრო მკაცრი იყო, დედას ბავშვობაშიც და შემდეგაც ძალიან მკაცრად ექცეოდა. ალბათ ამიტომ ცდილობდა დედა, შედარებით რბილი ყოფილიყო. მართალია, დედა ხშირად დადიოდა გასტროლებზე, მაგრამ მის ნაკლებობას არ განვიცდიდი, თვეობით არასდროს მტოვებდა. როცა კი დროს პოულობდა, ცდილობდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ დედა ყოველთვის დაკავებული იყო, მე ყოველთვის მეხმარებოდა, ძალიან პატარა გავთხოვდი და 19 წლისას უკვე ორი შვილი მყავდა, მაგრამ ნანის გვერდში დგომა არ მომკლებია. დღემდე დედა ზაფხულობით არ მუშაობს, ადრეც და ახლაც ამ სეზონზე ჩემთვის და ჩემი შვილებისთვისაა გადადებული.
Rating

ეკა – დედა... ბებია...  დედამთილი...

...ალბათ ძნელია ვთქვა, როგორი დედა ვარ. სამი შვილი მყავს და მათ გაზრდაში დედაჩემს და ბებიაჩემს უდიდესი წვლილი მიუძღვით. ყოველთვის ისე ვექცეოდი შვილებს, როგორც სწორად მიმაჩნდა. მათთან ძალიან დემოკრატიული ურთიერთობა მაქვს. ზედმეტად არ ვერევი მათ პირად ცხოვრებაში, რასაკვირველია, ვიცი მათი ცხოვრების დეტალები, მაგრამ ვცდილობ, უხეშად არ ჩავერიო. 5 წლის ბავშვსაც კი ისე უნდა მიუდგე, როგორც პიროვნებას, უნდა აგრძნობინო, რომ მის აზრს პატივს სცემ, რაც აუცილებლად ჯანსაღ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს.
...საოცარი გრძნობაა ბებიობა და სასწაულები არიან შვილიშვილები. ერთად რომ ვცხოვრობდეთ, უფრო მეტად გვექნებოდა კონტაქტი, მაგრამ დღესაც ვცდილობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო და ჩემს შვილიშვილებს ყურადღება მეტად მივაქციო. მე ჩემი ვალდებულებები მაქვს ყველასთან და იმავდროულად უდიდესი სიყვარული მაკავშირებს ჩემს რძალთან, შვილებსა და შვილიშვილებთან.
...დედამთილობა რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა არაა. თუ არ ჩაერევი ახალგაზრდების ცხოვრებაში და ზედმეტად არ ჩაყოფ ცხვირს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩარევა ყველას აღიზიანებს, ამიტომ არ უნდა მოიქცე ასე და ყველა მშვიდად იცხოვრებს. მე ჩემი ხაზი მაქვს ცხოვრებაში, რომელსაც მივყვები, ამით კი პატივისცემას ვიმკი. პირადად მე არაჩვეულებრივი დედამთილები მყავდა, პირველი, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ცოტა ხანს მოგვიწია ერთად ცხოვრებამ, მაგრამ ბევრი კარგი მახსოვს მისგან. მეორე შემთხვევაში კი 53-ე სკოლის ცნობილი დირექტორი, ქალბატონი ტატულია იყო ჩემი დედამთილი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მართალია, ეს ქალბატონი მთელ თბილისს აზანზარებდა, მაგრამ ჩემთან ძალიან რბილი გახლდათ. ერთი წელია გარდაიცვალა და ძალიან დამაკლდა, მისი სიკეთე არ მავიწყდება. ახლაც მეტირება, როცა მასზე ვლაპარაკობ. ის ნატალიას ბებია იყო და ჩემს შვილსაც მოაკლდა მისი გვერდში დგომა.

ნატალია

...ჩემი ქალიშვილი ნატალია კონსერვატორიას ამთავრებს, მეოთხე კურსზეა, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას მის პირად ცხოვრებაზე, ოთხი წელია გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც უყვარს, ბოლოს რა იქნება, ჯერ არავინ იცის.
- ქალბატონ ნანის თუ მოსწონს ნატალიას რჩეული, ბებიებს ხომ განსაკუთრებულად კარგი უნდათ შვილიშვილებისთვის...
- როგორც უკვე აღვნიშნე, ამ საკითხში ძალიან დემოკრატიულები ვართ, ზედმეტს და ბევრს ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ერთმანეთის აზრს და გრძნობებს პატივს ვცემთ.
Rating

ბებიის ტრადიციების გამგრძელებელი

...მე გახლავართ ბებიის ტრადიციის გამგრძელებელი, მის დროს ყოველთვის სტუმრიანობა იყო ჩვენს ოჯახში, იკრიბებოდნენ დედას მეგობრები. არ მახსოვს რაიმე მნიშვნელოვანი თარიღი, რომ აღნიშვნის გარეშე დაეტოვებინა. დიდ სიმდიდრეში არასდროს ვცხოვრობდით, მაგრამ გვქონდა თუ არ გვქონდა, დედა ყოველთვის პოულობდა სახსრებს, რომ ესა თუ ის დღესასწაული აღენიშნა. დედაჩემს დიდად არ ეხერხება სადილების კეთება, ამიტომ მე ავიღე დიასახლისის ფუნქცია საკუთარ თავზე, მიყვარს სტუმრების მიღება, ყოველთვის ვცდილობ შევკრიბო ოჯახის წევრები, მოვამზადო გემრიელი კერძები, მოვიწვიო ჩემი შვილიშვილები და რძალი. მართალია, ამას დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ სუპერმარკეტში ნაყიდ საჭმელს სახლში მომზადებული მირჩევნია. მით უმეტეს, რომ მეხერხება კულინარობა. როგორც მეუბნებიან, რასაც ვამზადებ, ყველაფერი გემრიელია. ბებიაჩემის დამსახურებაა, რომ მიყვარს და მეხერხება ტორტის გაკეთება, ერთი-ორჯერ ვიფიქრე, ბისკვიტს გამოვაცხობინებ და კრემს თავად მოვამზადებ-მეთქი, მაგრამ მერე ვინანე. მირჩევნია, თავიდან ბოლომდე მე გამოვაცხო. ხშირად ვაკეთებ სეზონურ ხილის ტორტს. არ მიყვარს ბევრი კრემითა და ბეზეებით გაწყობილი ტორტი, მარტივად, კარაქით ვამზადებ მოხარშულ კრემს და ძალიან გემრიელი გამოდის.

ციცი ომანიძე
ჟურნალი
''რეიტინგი~

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
რრ
გარყვნილი დედაკაცი უნდა გერქვას შენ...ფუიიი
17:18 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თუ
თუ მაინცდამაინც ასეთ სამარცხვინო ნაბიჯს დგამ და ცოდვაში შედიხარ,ცოლად მაინც შეერთე..............
12:46 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პაპუნა
სამარცხვინო ფაქტია.კაცი ანა ქალი დაილია გარეთ???რაღა ოჯახში დაერიეთ ერთმანეთს.თანაც ეს ეკა რომელი მზეთუნახავი იყო რომ გადაირია გია.გადმოყრილი აქვს ღრძილ-კბილი გარეთ.მაგ ამბის მერე მძულს ეგ ქალი და მისი სიმღერებიც.
09:02 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
ვერაფრით ვიჯერებ რომ ეკამ ეს გააკეთა მაგრამ ფაქტია.დანაშაულია რომ ასეთ ნაბიჯს დგამ. დანაშაულია თუ ვისთან დგამ ამ ნაბიჯს და თუ მანცადამანც დგამ ამ ნაბიჯს კიც უნდა ღირდეს.
20:03 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ომარი
ასპროცენტიანს ამბობ რეზო.რომელი კაცი რომელ ქალთან არ დაწოლილა,მაგრამ ქალი ჩაუგორდე მეგობრის და ოჯახის ახლობელ კაცს ლოგინში იმას სახელი არა აქვს.ეკას ქუჩის ქალი ჯობია.
09:09 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS