08 ნოემბერი, 2014
ვინ უკერავს კაბებს ნინი ბადურაშვილს
სამწუხაროდ, შემდეგ მოდის კვირეულში ვერ ჩავერთე, ფიზიკურად ვერ მოვასწარი მომზადება ნინო ბაბუხადია ერთ-ერთი დიზაინერია რამდენიმეთაგან, რომელიც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეების ჩაცმულობაზე ზრუნავს. შოუს ორგანიზატორებმა რამდენიმე მოდელიერთან მუშაობის პრაქტიკა ამ სეზონზე დანერგეს და ფაქტია, რომ გაამართლა - ჩაცმულობით კმაყოფილია ჟიური, მონაწილეები და მაყურებელიც.
ნინო ''ცეკვების'' პარალელურად საკუთარ კოლექციაზეც მუშაობდა, რომელიც გასულ კვირას თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა.

- 2006 წელს სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დაახლოებით წელიწადზე მეტი პრა-ქტიკისთვის სხვადასხვა დიზაინერთან ვმუშაობდი, მერე დიზაინის მხრივ სხვა სფეროშიც მოვსინჯე თავი, მაგრამ
ბოლოს მივხვდი, რომ მოდა ყველაზე მეტად მიყვარდა და 2012 წელს ჩემი ატელიე გავაკეთე. იმავე წელს წინასაშობაო მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ სეზონზე გარკვეული პრობლემების გამო მოდის კვირეული არ ჩატარდა, იმ პერიოდში რამდენიმე დიზაინერი გავემგზავრეთ ყაზახეთში, ალმა-ატაში, სადაც მოეწყო საქართველოს დღეები, გვქონდა ჩვენება, იქვე გაიყიდა კოლექციები და საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე თვეში გავაკეთეთ ახალი კოლექცია პარიზში სოფო ჭყონიასთან ''Gეორგიან Aრტ Dაყ''-ზე გასატანად. იქაც გაგვიცნო ხალხმა, ინფორმაცია შე-ვაგროვეთ, ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ, გავითვალისწინეთ და დავბრუნდით.

სამწუხაროდ, შემდეგ მოდის კვირეულში ვერ ჩავერთე, ფიზიკურად ვერ მოვასწარი მომზადება. ჩემი კოლექციები ვიზუალურად არასდროს არ არის ძალიან გადატვირთული, მაგრამ კონსტრუქციები უფრო რთულია, ძირითადად, ორგანზასა და აბრეშუმზე ვმუშაობ, რომლებიც საკმაოდ ძნელად მუშავდება, ამიტომ ცუდის გაკეთებას ვარჩიე, საერთოდ არ მიმეღო მონაწილეობა, გასულ კვირას კი გავიტანე ჩემი კოლექცია მოდის კვირეულზე და ყველაფერმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. კულისებიდან ძნელია გააკონტროლო, რა ხდება გარეთ, როცა გილოცავენ და ბევრ თბილ სიტყვას გეუბნებიან, გამოგაქვს დასკვნა, ვის როგორ მოეწონა, მა-გრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, გაოცება ვერ დავმალე, რომ გამოვედი და დავინახე, დავიბენი და მალევე შევედი უკან.

Rating

- ნინო, როგორ მოხვდი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''?
- დამირეკეს, ჩამაყენეს საქმის კურსში და მითხრეს, იქნებ დაინტერესდეო, მოვიფიქრებ-მეთქი ვუთხარი და ბოლოს დავთანხმდი. უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთულია ამ პროექტზე მუშაობა, მით უმეტეს, რომ პარალელურად ჩემს კოლექციასაც ვამზადებდი. ძნელია დროის, ფაქტურაზე მუშაობის თვალსაზრისით, რადგან ყველაფერი უნდა იყოს წელვადი, მომდგარი, ძალიან ბრჭყვიალა. თავიდან ცოტა პანიკაში ჩავვარდი, ახლა უკვე მივეჩვიე, უშუალოდ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა, დიდი გამოცდილებაა. კოსტიუმი მონაწილეს არ უნდა აწუხებდეს, უნდა ჰქონდეს, როგორც საკუთარი კანი, რათა ცეკვის დროს დისკომფორტი არ შეექმნას. სცენაზე იმდენად ვერა, მაგრამ ტელევიზორში ყურების შემდეგ აღვიქვამ, რა არის მომგებიანი და რა - არა, ეკრანიდან სულ სხვანაირად ჩანს.
- კოსტიუმს აქსესუარებს თავად უხამებ?
- კი. ან ვცდილობთ, თვითონ შევქმნათ შესაფერისი აქსესუარი, მაგალითად, ნინი ბადურაშვილს ხელზე ეკეთა ფოჩებიანი სამაჯური, ან კიდევ ვყიდულობთ, მაგალითად, საყურეს და შემდეგ ჩვენით ვაფორმებთ. საკონკურსო კოსტიუმები სრულიად განსხვავებულია ჩვენ მიერ შექმნილი სამოსისგან, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, დიდი თავისუფლება გვაქვს-მეთქი, მოცემულია სტანდარტი, რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებთ, დანარჩენს კი ჩვენი ინტერპრეტაციით ვაფორმებთ, ვჭრით და ა.შ.
- როგორ გადაწყდა, რომელი დიზაინერი რომელ წყვილს შეუკერავდა სამოსს?
- ნინი ბადურაშვილი ჩემი მეგობარია და თავიდანვე მინდოდა, ჩემთან მოხვედრილიყო. საკმაოდ მარტივია მუშაობა ადამიანთან, რომელსაც იცნობ, გაქვთ საერთო ენა, ვიდრე უცხოსთან. ეს მე კი მინდოდა, მაგრამ უბრალოდ დაემთხვა, რომ ნინი ჩემთან მოხვდა მეწყვილესთან – ოთო ფოლადაშვილთან ერთად. გარდა ამისა ვმუშაობ სალომე ჭაჭუას, ზურა გორგაძის, იოანე არაბულისა და ვერკა ჯაჯანიძის ჩაცმულობაზე. სამწუხაროდ, ნინიმ დატოვა პროექტი და ორ წყვილთან ვაგრძელებ თანამშრომლობას. სხვათა შორის, საკმაოდ პრეტენზიულები არიან თავად მოცეკვავეები, გოგონები ძალიან ეფექტურად გამოიყურებიან სცენაზე და კოსტიუმების მხრივაც აქვთ სხვადასხვა სურვილი, მეც მაქსიმალურად ვცდილობ, მათი აზრები გავითვალისწინო.
- როგორ ასწრებ ერთ კვირაში კოსტიუმის შეკერვას?
- ერთ კვირაში კი არა, ხანდახან 2-3 დღეში ვკერავთ, საბედნიეროდ, ისეთი მკერავები მყავს, რომელთაც სწრაფი ხელი აქვთ. თვითონ მოცეკვავეები ძალიან დაკავებული არიან, იმისთვისაც ძლივს იცლიან, რომ მოსაზომად მოვიდნენ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო, თუ არის შანსი, რომ არ მოვიდნენ, ''პრიმერკაზე'' არ ვიბარებ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. თვითონ მოცეკვავეებიც ძალიან თბილები არიან, რით მოგეხმარონ და გასიამოვნონ, მაგას ფიქრობენ, ამიტომ მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნოა. ვალსისთვის ვერკა ჯაჯანიძის კოსტიუმი რომ მზადდებოდა, სჭირდებოდა ბევრი მარგალიტისა და თვლის მიმაგრება კაბაზე, ვერ ვასწრებდი და ძალიან ვნერვიულობდი. ამ დროს თავად ვერკა მოვიდა, დაჯდა და დამეხმარა დაწებებაში, რომ საქმე სწრაფად დასრულებულიყო (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS