28 ოქტომბერი, 2014
მაია ჯაბუას ლიზა ყენიას თამამი ფოტოები და სტატუსები არ მოსწონს
ნიჭიერ ბავშვს, ორმაგად ნიჭიერი და ჭკვიანი მშობელი სჭირდება ამბობენ, პოპულარობის მოპოვება ადვილია, შენარჩუნება ძნელიო, მაგრამ ჩვენმა რესპონდენტებმა მაია ჯაბუამ და თამრიკო ჭოხონელიძემ ბაშვობაში შეძენილი ცნობადობა დღემდე შეინარჩუნეს და ვარსკვლავური სენითაც არ შეპყრობილან. მათ ადრეულ ასაკში პოპულარობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, გამოცდილება გაეზიარებინათ ამ თვალსაზრისით შვილების სწორად აღზრდის საკითხშიც, რადგან ორივეს ასევე ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავს.

მაია ჯაბუა: "მშობლებს ორი უკიდურესობა ახასიათებთ, მათი შვილი ან ვარსკვლავი და მოვლენაა, ან კიდევ უნიჭოა და
სმენა არ აქვს"

- ცნობადობა, "მზიურთან" ერთად მოვიდა. როგორც კი გამოჩნდა ეკრანზე ჩვენი ანსამბლი, მეორე დღეს მთელი ქვეყანა გვიცნობდა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ზღაპრებშია. რასაკვრიველია, ქუჩაშიც მცნობდნენ, ხალი რომ აქვსო, ასე ანიშნებდნენ ხოლმე ჩემზე. მაშინ ვერც ვაცნობიერებდი ამ ხალის არსებობას, მაგრამ მათ დეტალურად ახსოვდათ ჩემი სახე. ადამიანების სითბოსა და სიყვარულს დღემდე ვუფრთხილდბი და ვაფასებ.
- პოპულარობას რა უარყოფითი მხარე აქვს?
- ყველა ადამიანს ყურადღების გამოხატვის სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს, ზოგს მეგობრობა და გაცნობა უნდოდა, სურდა, დადებითი ემოციები გამოეხატა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ალბათ მოვწონდით, უნდოდათ ჩვენთან ყოფნა, მაგრამ ნეგატიური დამოკიდებულებით გამოხატავდნენ. მაშინ მობილურები არ იყო და ვერ გვაწუხებდნენ, მაგრამ სახლის ტელეფონის ნომრის გაგებას ახერხებდნენ, რეკავდნენ და რაღაცებს გვეუბნებოდნენ, ესეც ბავშვობით მოსდიოდათ, ალბათ.
- კონკეტულად რას გეუბნებოდნენ?
- თუ ვთქვათ, ჩვენ გვეცვა ჯინსი, იმ დროს, როცა ეს ჩასაცმელი არ იშოვებოდა, ვიღაც ამით ღიზიანდებოდა და ქუჩაში ხანდახან იყო შეძახილები, რომ ჩაგიცვამთ ეს ჯინსები, თქვენ გგონიათ, მაგრები ხართო?! ეს ძალიან ბავშვური იყო, ხომ ხვდებით. დანარჩენ სერიოზულ ფაქტს ვერ გავიხსნებ. იმხელა ძალა აქვს ხალხის სიყვარულს, დღესაც კი ქუჩაში ჩემი თაობის ადამიანი რომ მხვდება, დადებითადაა განწყობილი, რადგან "მზიური" ყველას თავის ბავშვობას აგონებს. უარყოფითს მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი. რომ ამბობენ, პოპულარობა ძნელიაო, მგონია, ეს პოზაა და მეცინება ამაზე, რადგან ძნელი არაფერია, უბრალოდ გრძნობ პასუხისმგებლობას და უნდა გაუფრთხილდე შენ მიმართ დამოკიდებულებას. დღეს მე ზუსტად იმდენად ვჩნდები საზოგადოების წინაშე, რამდენადაც ამის სურვილი მაქვს. ამ პატარა ქვეყანაში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გავაკეთე და მივაღწიე. ვიღაცის დასანახად ფუსფუსი და ვითომ აქტიურობა არ მიყვარს და სასაცილოდ მეჩვენება. ჩვენ არ გვაქვს იმდენი სამუშაო, რომ ვერ მოვიცალოთ ოჯახისთვის, შვილისთვის.
- მშობელმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შვილის ამბიციები ზღვარს არ გადასცდეს?
- ყოველთვის ვამბობ, რომ ნიჭიერ ბავშვს, ორმაგად ნიჭიერი და ჭკვიანი მშობელი სჭირდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაინახოს თავისი შვილის ნიჭიერება და მერე სწორად წარმართოს და განათლება მისცეს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, მშობლებს ორი უკიდურესობა ახასიათებთ, ან მათი შვილი ვარსკვლავი და მოვლენაა, ან კიდევ უნიჭოა და სმენა არ აქვს... არც ერთია სწორი და არც მეორე. თუ შენ ჭკვიანი მშობელი ხარ, კი არ უნდა აიჩემო, რომ შენი შვილი უნდა გამოვიდეს მაინცდამინც იმ რომელიმე კონკრეტული საქმის პროფესიონალი, რომელიც შენ გინდა, არამედ იმ მიმართულებით უნდა მისცე განათლება, რომელშიც აქვს ნიჭი. დავუშვათ, მოვლენაა მართლა ბავშვი, ეს ისე უნდა ავუხსნათ მას, რომ ვარსკვლავურ დაავადებაში არ გადაიზარდოს მისი ამბიციები, არც უნდა გააგიჟონ შვილები ვარსკვლავობით და თვითშეფასებაც არ უნდა დაუქვეითონ. სწორი თვითშეფასების ჩემოყალიბებაში მშობელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ჯანსაღი ბავშვებიც ვიყავით და სწორადაც გაგვზარდეს ოჯახში მშობლებმა, სხვათა შორის, არც ერთს არ დაგვმართნია ვარსკვლავური დაავადება, ვიყავით ძალიან ბავშვურები, თავმდაბლები და ბუნებრივები.

- თქვენი შვილი ლიზა პოპულარულია, მისი ფოტოები, სტატუსები ხშირად იქცევს ყურადღებას, როგორ უდგებით ამ საკითხს?
- მე ეს არ მომწონს, არ ვიზიარებ, ყოველთვის გვაქვს ამაზე საუბარი, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას - ადამიანის ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა სჭირდება თვითდამკვიდრება, საკუთარი აზრის დაფიქსირება, გამოხატვა და ეს ყვალაფერი გარდატეხის ასაკის ბრალია. უნდა მივიღოთ მშვიდად და დავეხმაროთ მშობლები თინეიჯერებს ამ პერიოდის გადალახვაში. რაღაცებში უნდა ჩავერიოთ, რაღაცები ჩვენც უნდა დავუთმოთ. მე და ლიზა ბევრს ვსაუბრობთ, ხვდება, რასაც ვეუბნები და იაზრებს მის საქციელს, ჩემს პოზიციას. ბავშვს მშობელი იმისთვის სჭირდება, რომ გვერდით დაუდგეს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აჭამოს და ლამაზად ჩააცვას. რაღაცები ჩვენც უნდა დავთმოთ, მივუტევოთ და ისინიც ისწავლიან იგივეს.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანია
ოღონდაც მიტხარიტ მაიას ხალი სად აქვს? ვრერც მაშინ შევანმჩნიე სახეზე ხალი და ვერც ახლა სპეც. დავგოგლე ტან, სახეზე არ გაქვს ხალი და სხვაგან ტუ გაქვს რა ვიციტ ჩვე ეს ტავის ასაკში გაცილებიტ ლამაზი იყო ბიდრე მისი გოგო ლიზა ჯა ტაკ დუმაიუ
14:45 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS