20 ივნისი, 2013
„რატომ უნდა მიჩივლოს სოფო ნიჟარაძემ , რა , სააკაშვილის ცოლობა სირცხვილია?“
სამსახურის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი ჩამოვიდა და ნომერი არ დახვდა. ჩემზე უთხრეს, რომ გამაღვიძებდნენ, მაგრამ გაგიჟდა, რას ამბობთ, კაცს სძინავსო „საქინფორმის“ დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი ყოველთვის გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით. პრეზიდენტისა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკას არასოდეს იშურებს, თუმცა ხშირად მისი განცხადებები კრიტიკაზე მეტია: ფუტლარი, გიჟი, აფერისტი - ამ ეპითეტებით პრეზიდენტს ამკობს. სკანდალურია მისი განცხადებებიც პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე. იმ თემებზე, რაზეც ხალხში ჩუმად ლაპარაკობენ, ბატონი არნო თამამად საუბრობს და არც არაფრის ეშინია.

- ბატონო არნო, „საქინფორმი“
პირველად სკანდალში მაშინ გაეხვია, როდესაც რობერტ სტურუას ცნობილი ინტერვიუ გამოაქვეყნეთ, სადაც პრეზიდენტის სომხურ წარმომავლობაზე საუბრობდა.
- ჩვენ ხშირად ვეხვევით სკანდალში... არადა, იმ კაცს ისეთი არაფერი უთქვამს, სააკაშვილზე თქვა, რომ ეროვნებით სომეხია, რაც მეც ბევრჯერ მითქვამს და მთელმა საქართველომ იცის. რეალურად მიზეზი სხვა იყო - ბატონ რობიკოს თეატრი უნდა დაეტოვებინა! მერე მონახეს აქ მცხოვრები ცუდი სომხების კატეგორია, რომლებიც ვითომ სომხობენ, არადა, გრანტებით დიდ თანხებს შოულობენ, წერილი დააწერინეს და დაუპირისპირეს. რეალურად კი, როცა წინა ხელისუფლებების დროს მართლაც იყო სომხების სხვადასხვა პრობლემა გადასაწყვეტი, მაშინ ხმა არ ამოუღიათ!
- ამის შემდეგ თქვენი მილოცვა გამოქვეყნდა, სადაც ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტად არჩევას ულოცავდით...
- მაშინ ხალხმა მხარი დამიჭირა, მაგრამ საზოგადოების მცირერიცხოვანი ნაწილი გაღიზიანდა. „პედერასტები“ გამომიგზავნა სააკაშვილის ხელისუფლებამ და დღისით -მზისით რედაქციაში შემომიცვივდნენ... ერთი მათგანი აქ, ჩემს კაბინეტში შემომივარდა, თანაც საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებით! დანარჩენები გარეთ ელოდნენ. ყველა მათგანი გაშიფრული მყავს, მაშინ 200 -გვერდიანი საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, ადეიშვილის სახელზე, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მგონი, მერაბიშვილის გარდა, ყველა მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო აქ მოსული, მაგრამ ის დაქირავებული აყროლებული არამზადა „სულ ზემოდან“ ზარის მერე მოულოდნელად გამოუშვეს, რიგითმა პოლიციელებმა მითხრეს, ბატონო არნო, თუ კიდევ მოგივარდათ, შეგაგინათ, დაგჭრათ, აი, მერე დავაკავებთო (იღიმება).
მაშინდელ ამერიკის ელჩს, ჯონ ბასს, ორჯერ მივწერე ღია წერილი ამ პროვოკაციის შესახებ, სამ ენაზე გამოვაქვეყნე და „დიეიჩელით“ ინგლისურ ენაზე, საელჩოში გავუგზავნე. მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ, არც დაურეკავთ, არც წერილი და კომენტარი დაუწერიათ - გაფრთხილებული იყვნენ, რომ დღისით -მზისით რედაქციაში შევარდნა, მთავარი რედაქტორის მისამართით მუქარა „არადემოკრატიული“ და დაუშვებელია (იცინის).
როგორც იცით, მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტებს ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მივუძღვენი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჯიჰადზეც ვიდეოების გამზადება პიკ -ის „ჟურნალისტ“ ოლეგ პანფილოვის (შემოკლებით „ჟოპ“ ) და მისი ბიჭუნა -ბლოგერების გარეშე არ ჩაივლიდა. ეს ვიდეოები სააკაშვილის დაკვეთით არის დამონტაჟებული, როგორც მოდელირებული „ქრონიკა“ შეიქმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი შემსრულებელი ისევ გიორგი არველაძეა. სხვათა შორის, ჩემი ეს ვერსია პრემიერ -მინისტრმაც ირიბად უკვე დაადასტურა. და მეორე - „ფეისბუქიდან“ შევიტყვე, რომ პიკ -ის ყოფილმა ფოტოგრაფმა თურმე საკუთარი კადრები იცნო, ტელეკომპანია პიკ -ის არქივიდან ვერავინ ამოიღებდა ამ კადრებს, პიკ -ის თანამშრომლების გარდა.
- თუ კვალი მართლა მივიდა ამ ადამიანებამდე, თავს როგორ იმართლებენ?
- „ვა -ბანკზე“ მიდიან, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და არც წასასვლელი! რაც შეეხება მიშას, ერთხელ, ძალიან რომ გაუჭირდა, 2008 -ში, ომი დაიწყო. ახლა უსუსური აქცია რომ ჩაატარეს 19 აპრილს, ნახეს, რომ არეულობის ძალაც აღარ აქვთ. თან ჩვენი პრეზიდენტი ბუნებით აფერისტია, ანტიქრისტე და არანორმალური. იცის, ზურაბ ჟვანია როგორ მოკლეს და იცის, რომ როდესაც ობიექტი იღუპება, ყოველთვის პირადი დაცვაა გარეული. ამიტომ გამუდმებით დგამს ამ სპექტაკლებს, რომ ვითომ კლავენ - ხან ახალი ხელისუფლებისგან ელოდება საფრთხეს და დაცვაზე უარს ამბობს, ხან კიდევ თალიბები „ემუქრებიან“...
Rating
- თქვენ პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზეც აკეთებთ სკანდალურ განცხადებებს...
- სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური? თუ კაცია, აუცილებლად მოიყვანს, თანაც, ის ხომ პუტინს ყველაფერში ჰბაძავს: ჰაერში - თვითფრინავის მართვაში, წყალში - ყვინთაობაში, ხომ გახსოვთ, აკვალანგით რომ ჩავიდა და კინაღამ დაიხრჩო?! მოიყვანოს, თუ მანამდე პუტინმა მის მიმართ თავისი დანაპირები არ შეასრულა (იცინის). მაგრამ ამ ლამაზი გოგოს ქმრობაც მიშასთვის, პირველ რიგში, პიარსვლა იქნება, თანაც სანდრასთან ნორმალური ურთიერთობა რომ დიდი ხანია არ აქვს, ამას მთელი საქართველო ხედავს. სანდრა მარტო იმისთვის სჭირდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. მთელი ეს წლები სანდრა მის ქარაფშუტობას შეძლებისდაგვარად აბალანსებდა. ახლა აღარ სჭირდება, რადგან ამერიკაში ბოლო ვიზიტის დროს მისცეს უსაფრთხოებისა და თავშესაფრის გარანტიები.
- არ გეშინიათ, რომ ამის გამო სოფო ნიჟარაძემ გიჩივლოთ?
- რატომ უნდა მიჩივლოს, რა, სააკაშვილის ცოლობა სირცხვილია? სააკაშვილის სომხობისა არ იყოს?! ვერ მიჩივლებს, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი, როგორც პუბლიცისტის ვარაუდი - სააკაშვილი ყველაფერში ჰბაძავს პუტინს და მე ვთქვი, რომ ცოლთან დაშორებაშიც მიჰბაძავს. ნეტავ, „ბაბნიკობის“ მეტი მიშას ნაკლი არ ჰქონდეს... ისე, სააკაშვილი უბედური კაცია, მას ძალიან კარგი სასტარტო მოედანი ჰქონდა, ყოფით დონეზე მართლა უამრავი კარგი რამ გაკეთდა, ამის არდანახვა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც მმართველი ბუნებით დარბაისელი არ არის და ბავშვობიდან დაკომპლექსებულია. როცა ადამიანს ინტელექტი და განათლება აკლია, საშინელ შეცდომებს უშვებს... ბევრს ჰგონია, რომ მიშა ძალიან განათლებულია, ასე არ არის, ის ძალიან კომუნიკაბელურია, ეს კი მართალია. საბოლოო ჯამში სულ რაღაც ერთი წელი სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში, თან იმავდროულად ბიბლიოთეკაში სანდრას სიყვარულს უხსნიდა და სწავლა როდის მოასწრო?! მაგან მთელი განათლება საბჭოთა სკოლასა და კიევის უნივერსიტეტში მიიღო. ენებში უდავოდ ნიჭიერია, თორემ რეალურად სიცარიელეა, ფუტლარი! ნაღდი ქალაქელიც ვერ გახდა, მიუხედავად ღირსეული წინაპრებისა და სანათესავოსი.
- ბატონო არნო, თქვენ საქართველოს „ნატოში“ შესვლის წინააღმდეგი ხართ?
- რა საზღვრებით შევდივართ „ნატოში“ , რატომ ვკარგავთ ოსეთსა და აფხაზეთს? ან რაში გვჭირდება? მსოფლიო ტერორიზმთან ამერიკამ და რუსეთმა იომონ, მთელი საქართველო ნიუ -იორკის თუ მოსკოვის ერთი დიდი უბნისხელაა! დაგვეხმარა ნატო 2008 წელს?! და საერთოდ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს დღეს არც აშშ მართავს, არც რუსეთი და არც ადამიანი - პრემიერი იქნება ეს თუ პრეზიდენტი. საქართველოს მართავენ მოვლენები, რომლებიც ჩვენ გარშემო ვითარდება: სირია, ისრაელი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი თავის ყარაბაღიანად და თურქეთი, როგორც იქ განვითარდება მოვლენები, იქიდან გამომდინარე შეიცვლება სიტუაცია საქართველოში.
- ერთგვარი ტერმინი არსებობს - „პუტინისტები“ ...
- ალბათ მე მაგ სიაში პირველ ადგილზე ვიქნები. არაერთხელ დამიწერია, რომ ის თანამედროვეობის ნომერი პირველი პოლიტიკოსია მსოფლიოში. ჩვეულებრივი უშიშროების ოფიცერი უდიდესი ქვეყნის პირველი პირი მხოლოდ საკუთარი ნიჭით გახდა!
- გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანმა ომი გამოგვიცხადა და საქართველომ ტერიტორიები დაკარგა...
- ვინ დაიწყო მერე ომი?! - სააკაშვილმა! ეს პროქტოპოლიტოლოგები რომ გვყავს, სოსო ცინცაძის თამადობით, „ნატოზე“ წიგნი რომ დაწერა. პროვოკაციები ხომ მათი პროფესიაა, პროპაგანდა კი, პროვინციელი პოლიტიკური პროსტიტუტების ბიზნესი. პროფესიონალი მლიქვნელები, მათი ზრახვები საკუთარ უკანალზე ფიქრით არის ნაკარნახევი, რომლითაც ისინი ზუსტად გრძნობენ ოკეანისგაღმელი პატრონების სურვილებს და მათ საამებლად, უკანა რიცხვით, უკუღმა განმარტავენ ნებისმიერ მოვლენას, რისთვისაც ამ ვიგინდარებს მე პროქტოპოლიტოლოგები (ბერძნ. პროკტოს - უკანა ხვრელი) ვუწოდე. პოლიტიკის პროქტოლოგები, რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებას ულოკავენ უკანალს - შევარდნაძეს, სააკაშვილს, ივანიშვილს, მაგრამ შეცდომები და „პრაკოლები“ უეჭველად მიიყვანს მათ პოლიტიკურ პროზექტურამდე! „პუტინმა აღიარა, რომ დიდი ხანი ემზადე -ბოდნენ ომისთვის!“ - ამბობენ ისინი. ერთი მითხარით, თქვენ რომ იცოდეთ, მეზობლად გიჟი ცხოვრობს და ოთახი გატენილი აქვს იარაღით, დადის იმ ოთახში და იარაღს აჩხაკუნებს, ერთ სანადირო თოფს მაინც არ დადებთ თქვენს კართან?! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - მალე ეს ვაიექსპერტები რიგში ჩამწკრივდებიან ვაკეში, რუსეთის საელჩოსთან, ტორტებით ხელში...
- ფაქტია, რომ ომს უბრალო ადამიანები ეწირებიან...
- რა თქმა უნდა, ეგაა მთელი უბედურება, სააკაშვილმა იცოდა, რომ წააგებდა, მაგრამ ავანტიურისტია, იფიქრა, პეკინის ოლიპიური თამაშების დროს რუსეთი ამ პაწია ცხინვალისთვის თავს არ შეიწუხებს, სახელს არ გაიფუჭებს და შემრჩებაო! თან ამერიკელებმა გვიღალატეს. რუსი კი ასეთ მდგომარეობაში არ დაგვტოვებდა, ამერიკა რომ დასხმოდა თავს საქართველოს, რუსეთის სტრატეგიული ავიაცია ხუთ წუთში აქ იქნებოდა!
- ივანიშვილის გაპრემიერების შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დათბებოდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ საზღვრები კიდევ გადმოსწიეს...
- ავღანეთში რომ ომობენ ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები, საზღვარზე რომ ლაპარაკობენ, სად არიან ქართველი მესაზღვრეები?! არაფერი გადმოუწევიათ, ისინი იმას აღადგენენ, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო - ჩადით, ჰკითხეთ იქაურ მოსახლეობას, გნებავთ, ვიდეოჩანაწერი გაჩვენოთ? რატომ ლაპარაკობენ საზღვარზე და არა სადემარკაციო ხაზზე?!
- თუმცა, ასეთი რუკა არ არსებობს.
- ბევრი რუკა არსებობს... რომელ ქვეყანასთან გვაქვს საზღვარი დადგენილი და დელიმიტირებული?! რუსებთან გვაქვს ზემო ლარსზე, სომხეთთან თუ აზერბაიჯანთან?! ვილაპარაკოთ ეკლესიებზე, მონასტრებზე ან კიდევ რუკებზე თურქულ სახელმძღვანელოებში, სადაც ბათუმი თურქეთის ტერიტორიაზეა?! ამაზე რატომ არიან ჩუმად, რომ საზღვრები მართლა გადმოწეულია?!
- პუტინს პირადად თუ შეხვედრიხართ?
- არა, მაგრამ იმ კონფერენციებს დავსწრებივარ, სადაც სიტყვით გამოდიოდა. მე შევხვედრივარ პუტინის ადმინისტრაციის, სამმართველოს უფროსებს, კარასინს, რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს, ნამდვილ პოლიტოლოგებს, მეცნიერებს და რუსული მედიის ხელმძღვანელებს. გენშტაბის უფროსთან, არმიის გენერალ ბალუევსკისთან ჯერ კიდევ თბილისიდან მქონდა თბილი ურთიერთობა, ინფორმაცია ამ შეხვედრების უმეტესობაზე ჩემს პირად საიტზე დევს. სხვათა შორის, კარასინს ჭკუა ეკეტება საქართველოზე. ძალიან თბილი კაცია, ორი საათი ველაპარაკებოდი და ამის მოწმეებიც არსებობენ, რაზე ვსაუბრობდით. პუტინის გუშინდელი ინტერვიუ ნახეთ, რა სიყვარულით ლაპარაკობს საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როგორ შედის ჩვენს მდგომარეობაში და როგორ დელიკატურად გვიჩვენებს ჩიხიდან გამოსავალს?!
- სააკაშვილს იცნობთ პირადად?
- სააკაშვილი შემიყვარდა, როგორც ჩემი ცხრაწლიანი პუბლიცისტიკის მთავარი გმირი... მისი ბუნება ჩინებულად შევისწავლე, ამიტომ არასდროს ვცდები პროგნოზებში, როგორ იმოქმედებს, რას იტყვის და რა მორიგ სისულელეს ჩაიდენს. ისე, ადრე მერაბიშვილს, ადეიშვილსა და სააკაშვილს გამარჯობას ვერ დაასწრებდი. მახსენდება ერთი ეპიზოდი, „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივნის, ედუარდ სურმანიძის აპარატის უფროსი რომ ვიყავი. ზურაბ ჟვანია ყოველ წელს ბორჯომში კომპოზიტორთა სახლში საქართველოს მასშტაბით პოლიტსემინარებს ატარებდა. იქ ჩამოდიოდა მმართველი პარტიიის ძირითადი ბირთვი, მათ შორის იყო გამხდარი ყმაწვილი დიმა შაშკინი ფოტოაპარატით ხელში (იცინის). პირველ დღეს პარტიული აქტივი სემინარებზე იკრიბებოდა, მეორე დღეს კი მთელი საქართველოს გამგებლები და რწმუნებულები ჩამოდიოდნენ.
პირველ დღეს რომ ჩავედით, მე, როგორც აპარატის უფროსმა, ყველა დავაბინავე, მერე ყველა საქეიფოდ წავიდა და გადაღლილმა ჩემს ნომერში დავიძინე. თურმე ღამის 11 საათზე, სამსახურის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი ჩამოვიდა და ნომერი არ დახვდა. ჩემზე უთხრეს, რომ გამაღვიძებდნენ, მაგრამ გაგიჟდა, რას ამბობთ, კაცს სძინავსო! შევიდა მელიქ რაისიანის ნომერში და იქ დაიძინა. დილას, აივანზე რომ გავედი, მეზობელ აივანზე მელიქა და ვანო სიგარეტს ეწეოდნენ. ვკითხე, რატომ არ გამაღვიძა, მისთვის ნომერი მქონდა დატოვებული, მითხრა, როგორ გეკადრებათო! შემდეგ, ალბათ, ძალაუფლებამ გააგიჟა...
ასე რომ, მათ კარგად იციან, ვინ ვარ. რაც მე საზღვარგარეთ კრიტიკით გამოვსულვარ, ალბათ სხვას ჩემს ადგილას ასჯერ მოკლავდნენ, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი ზემოაღნიშნული შემთხვევა იყო, რომ ვიღაც ბინძურის ხელებით შეეცადნენ პროვოკაციაზე ჩემს წამოგებას. იყო კიდევ ორი თავდასხმა, სასტიკად მკლავდნენ, სასწაულად გადავრჩი, მაგრამ, პირველისგან განსხვავებით, მტკიცებულებები ჯერ არ მაქვს და სააკაშვილის ხელისუფლებას ხელს ვერ დავადებ.
Rating
- როგორ ვერ გაეხვიეთ ერთხელ მაინც ისეთ სკანდალში, რომ დაეპატიმრებინეთ?
- იციან, რომ მათგან განსხვავებით, სუფთა პიროვნება ვარ და საქართველოსთვის სისხლი არაერთხელ დამიღვრია... ხანდახან, მოსკოვიდან რომ ჩამოვსულვარ, ვიღაცებისთვის უმაღლეს დონეზე დამირეკავს, არ გაინტერესებთ, ვის შევხვდი, რა ველაპარაკე და რა მიპასუხეს?! რას ფიქრობენ თქვენზე, საქართველოზე - მეთქი?! ან იქაც ხალხი ჰყავდათ და უჩემოდაც იცოდნენ, რა გავაკეთე და რა ვილაპარაკე, ან ფიქრობდნენ - ეს იმდენად გიჟია, აზრი არ აქვსო, მაინც გამოაქვეყნებს ორ ენაზე დაწვრილებითო! (იცინის)
- ბიძინა ივანიშვილზე რა აზრის ხართ?
- ახლა ის არის ჩემი მთავარი გმირი. რთული და ძლიერი პიროვნებაა, გაჭირვებული ბავშვობა და ყმაწვილკაცობა ჰქონდა. მეც მიშრომია ფიზიკურად ახალგაზრდობაში და ვიცი, ეს რა არის... ამის შემდეგ ამდენს რომ მიაღწევ და მილიარდერი გახდები რუსეთში, კაცურად, პატიოსანი გზით, ეს მართლაც ერთეულების გზაა! „ანაკონდა“ იმიტომაც დაარქვეს რუსეთის ბიზნესწრეებში, რომ პირდაპირ ყლაპავს მოწინააღმდეგეს, რევანშის შანსს არ უტოვებს!
- მინისტრთა კაბინეტი შეაფასეთ.
- იქ არიან ბრწყინვალე ფიგურები, მაგრამ მაია ფანჯიკიძე სამარცხვინოა. რომ ამბობს, ჰიტლერი და სტალინი ერთიაო, ამის მერე რა უნდა ელაპარაკო...
- სააკაშვილის მომავალს როგორ ხედავთ?
- საკაშვილს მომავალი არ აქვს, ის არა მარტო პოლიტიკურადაა ბანკროტი... ბავშვები მეცოდება - უფროსი შვილი გაგზავნა ამერიკაში სტრატფორის კოლეჯში, სადაც უამრავი „ლგბტ“ -ს წარმომადგენელი სწავლობს და მათ მიჰყავთ „პარადი“ ... მის ბავშვებთან რა საქმე მაქვს, მაგარამ რომ წერენ, ედუარდი წავა და ედიჩკა ჩამოვაო, გგონიათ, მსიამოვნებს?!
- მითხარით, რომ საქართველოს გადარჩენის თქვენეული ხედვა გაქვთ, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება...
- დიახ, პირველი პუნქტით, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს და ის უნდა იყოს ახალი სახე, რომელიც თავის თავზე აიღებს ურთიერთობების მოგვარებას რუსეთთან, აფხაზებსა და ოსებთან. ლონდონსა და ნიუ -იორკში კი არ უნდა იაროს, არამედ ცხინვალში, ვლადიკავკაზში, მოსკოვსა და სოხუმში. რაც შეეხება მეორე პუნქტს - ეს არის ჩემი ფორმულა „საქართველო პლუს რუსეთი უდრის საქართველო პლუს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“ . ჯერ კიდევ 2010 წელს დავწერე, რომ საქართველო და რუსეთი ერთ შენგენ -სივრცეში უნდა გაერთიანდნენ და მე მას ახალი ევროპული კავშირი დავარქვი. მოგვიანებით პუტინმა ევრაზიული უწოდა. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე კარგი გზა.
და მესამე - საგარეო კურსი თუ არ შეიცვალა, კონცერტებითა და ღვინის გაყიდვით ვერაფერი მოგვარდება. აუცილებლად უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი (და არა პლებისციტი, ანუ გამოკითხვა, როგორც 2008 წლის იან -ვარში!) - უნდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ნატოში შესვლა? ვკითხოთ აფხაზებსა და ოსებს, თუ მათ საქართველოს მოქალაქეებად და ტერიტორიებს საქართველოდ ვთვლით!
ხალხის უმრავლესობა თუ იტყვის - არა! ივანიშვილი დაურეკავს ამერიკელებს და იტყვის აი, არ უნდათ, და რა ვქნაო... ამით დამთავრდება და არავის ვაწყენინებთ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“

ბეჭდვა