11 ივნისი, 2013
ვისთან იკერავს კაბებს პრეზიდენტის დედა
მას ყოველთვის აკადემიურად აცვია, თავადაც ასეთი პიროვნება ჩანს. ეკა მაინც იშვიათად ჩნდება ბიძინას გვერდით, მაგრამ როცა მინახავს, აკადემიურად აცვია და ნაკლებად, რომ რამე სკანდალი გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევები გვერდზე მდგომი პირველი პირის კარიერას გარკვეულ ჩრდილს აყენებს, თან როდესაც საუბარია საქართველოზე. მაკა ნაცვლიშვილი მრავალი წელია, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს. ოცდაათწლიანი საქმიანობა საშუალებას აძლევს, ამ თემაზე თამამად ისაუბროს. ჯერ კიდევ მაშინ, თბილისის ქუჩებში არეულობა რომ იყო და იარაღს ისროდნენ, მაკა ჩვენებებს მართავდა და იქ, იმ გარემოში, თითქოს სხვა სამყაროში
ხვდებოდი. შემდეგ მხატვრობაში გადაეშვა, ორი წლის წინ პოპარტით დაინტერესდა. ორჯერ გამოფენაც ჰქონდა. ბოლო დროს ძირითადად ბანკეტის კაბების კერვითაა დაკავებული, თუმცა ერთგული კლიენტები მაინც შემორჩნენ.
მაკასთან იკერავენ ლიკა ქავჟარაძე, ექიმი ციცინო შურღაია, პრეზიდენტის დედა - გიული ალასანია. მის მიერ შექმნილი სამოსი ქვეყნის პირველი ლედის გარდერობშიც ინახება.
- 1983 წლიდან ვმუშაობ ამ სფეროში და თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილება მაქვს. თავიდან კერძო პრაქტიკას გავდიოდი. შემდეგ იყო მოდის სახლი „ირიდა“ . მოგვიანებით საკუთარი სტუდია „ნოემა“ დავაარსე. პირველი სატელევიზიო შოუები, ჩვენებები ჩემს სახელს უკავშირდება. 2007 წელს პანამის მერის მიწვევით მოდის ფესტივალზე სტუმრის სტატუსით ვიყავი, სადაც ჩემს კოლექციას ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. მთელი ცხოვრება ძირითადად დიზაინერად ვმუშაობ, მაგრამ აკადემია მაქვს დამთავრებული და ვხატავ. ბოლო ორი წელი ჩემს შემოქმედებას პოპარტი დავამატე და ორჯერ გამოფენაშიც ვმონაწილეობდი.
- დღეს როგორ შეაფასებდით მოდის სფეროს საქართველოში?
- ბევრი ეტაპი გაიარა, მაგალითად, „ირიდას“ პერიოდში საქონელიც არ იშოვებოდა და თუ რამე სიახლე გქონდა, ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იღებდი. მაშინ ძალიან კარგი მოდელების ჯგუფი შეიკრიბა, ქეთი ქობულია, ლიკა ქავჟარაძე, მაია კანკავა. ფრანგულ „ვოგში“ გაჟღერდა ჩვენ შესახებ, სლავა ზაიცევი ჩამოვიდა, რომ ჩვენი წამოწყება ენახა. შოურუმს რომ ვაწყობდით, საღამოს უკვე კოლექცია აღარ იყო, ყველაფერი იყიდებოდა. 90-იან წლებში, როდესაც საკუთარი სტუდია ჩამოვაყალიბე, ქალაქში არაფერი ხდებოდა, ისროდნენ. ხომ იცით, როცა ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან და ამ დროს თბილისის ბომონდი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩვენებებს ესწრებოდნენ. მძიმე პერიოდი იდგა, ქვეყანაში ომი იყო და ჩვენ ერთ სივრცეში ვიყავით შეყუჟულები, სადაც ძალიან კარგი გარემო იყო. შემდეგ კომერციულ ხაზს ავცდი და შემოქმედებაში გადავიჭერი.
- რამდენად ჯანსაღია კონკურენცია მოდის სფეროში დღეს? ძალიან ბევრი ახალი დიზაინერია საქართველოში.
- მხოლოდ სამხატვრო აკადემია ყოველ წელს ორმოცამდე დიზაინერს უშვებს და როგორ შეიძლება, სამმილიონიან ქვეყანას ყოველ წელიწადს ორმოცი ახალი დიზაინერი სჭირდებოდეს. კოლეგიალობას ყოველთვის ვიცავ, მაგრამ ჩემი ხედვა და გემოვნება მაქვს. ამ თაობიდან ძალიან მომწონს თამუნა ინგოროყვა, სალომე ტყაბლაძე და კიდევ რამდენიმე. ჩვენი პროფესიისთვის აუცილებელია ხარისხი.
- ქართველ დიზაინერებზე ხშირად ამბობენ, რომ ლილოში ნაყიდი ქსოვილებით კერავენ.
- ლილოს ვერც ერთი დიზაინერი ვერ აუქცევს გვერდს, მაგრამ ერთადერთ წყაროდ არ უნდა იქცეს. იქაც არის სხვადასხვა ფასის ქსოვილები, შენ უნდა იცოდე, რას ყიდულობ. საერთოდ, დიდი უბედურება არ არის, რომ დიზაინერი ლილოში წავიდეს ქსოვილის შესაძენად, მაგრამ ისეთი ხარისხის უნდა იყიდოს, რომ თავმოყვარეობას არ გადააბიჯოს.
- საქართველოში ჩატარებულ მოდის კვირეულებს როგორ შეაფასებდით?
- მოდის ორი კვირეული აბსოლუტურად ზედმეტი იყო, რადგან საქართველოს არ გააჩნია მოდელებისა და დიზაინერების ამხელა რესურსი. მართალია, ახლა ერთი გაუქმდა, მაგრამ იმდენი წელი იბუქსავეს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქართულ მოდას სახელი გაუფუჭეს.
- ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონების ჩაცმულობას როგორ შეაფასებდით?
- ნინო ბურჯანაძეს ყოველთვის ჰქონდა ის იმიჯი, რომ კარგად და სოლიდურად აცვია. ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონები ყოველთვის ხარჯავენ ფულს საკუთარ ჩაცმულობაზე. მათ ბრენდებზეც მიუწვდებათ ხელი და ამ შემთხვევაში ნაკლებია იმის შანსი, რომ უგემოვნოდ ჩაიცვან.
Rating
- პირველი პირების მეორე ნახევრებზე გკითხავთ... სანდრა რულოვსი და ეკატერინე ხვედელიძე.

- სანდრა ძალიან მომწონს, გარეგნობით, ფაქტურით, მაგრამ, ერთი რაღაც შევამჩნიე, როდესაც სპეციალურად არის ჩაცმული, გაცილებით ნაკლებად გამოიყურება, ვიდრე ყოველდღიურ გარემოში. სამწუხაროდ, მე არ ვზრუნავდი მის ჩაცმულობაზე.
- არადა, გვსმენია, რომ სწორედ თქვენ აცმევდით პირველ ლედის.
- მის გარდერობში არის რამდენიმე ჩემი კოსტიუმი, ისევე, როგორც პრეზიდენტის დედის გარდერობში, მაგრამ როდესაც მასზე ზრუნავ, როგორც დიზაინერი, ეს იმას ნიშნავს, რომ მის ჩაცმულობას ყოველთვის აკონტროლებ.
- სანდრას გარდერობში თქვენ მიერ შექმნილი რომელი კაბებია?
- ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც მახსოვს, ყაბალახი და მოსაცმელი აქვს, მაგრამ ოფიციალურ მიღებებზე ვერ ჩაიცვამ. დანარჩენი კი, სად იძენდა და ვინ ზრუნავდა მის ჩაცმულობაზე, არ ვიცი. უხერხულად ჩავთვლიდი, რომ ეს თავად შემეთავაზებინა, საერთოდ, პირიქით ხდება ხოლმე. ის, რომ მის გარდერობში ჩემი რაღაც არის, იმას არ ნიშნავს, რომ მე ვზრუნავდი მის ჩაცმულობაზე.
Rating
- ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმულობაზე ვისაუბროთ.

- მას ყოველთვის აკადემიურად აცვია, თავადაც ასეთი პიროვნება ჩანს. ეკა მაინც იშვიათად ჩნდება ბიძინას გვერდით, მაგრამ როცა მინახავს, აკადემიურად აცვია და ნაკლებად, რომ რამე სკანდალი გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევები გვერდზე მდგომი პირველი პირის კარიერას გარკვეულ ჩრდილს აყენებს, თან როდესაც საუბარია საქართველოზე.
- მალე საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. პირველ კანდიდატად მარგველაშვილი დასახელდა. მისი მეორე ნახევრის, მაკა ჩიჩუას ჩაცმულობას როგორ შეაფასებდით?
- უდავოდ გემოვნებიანი ადამიანია და თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ არ დასჭირდება ზედმეტი ჩარევა, ეს მაკაა. მან კარგად იცის, რა უნდა.
- ცნობილ ქალბატონებთან თუ გიმუშავიათ?
- ამ მომენტში უფრო საბანკეტო კაბებზე ვმუშაობ და კლიენტთა ასაკიდან გამომდინარე, ეს კატეგორია ნაკლებად ცნობილი ადამიანებისგან შედგება. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, ციცინო შურღაია, ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე ჩემი მომხმარებლები არიან. გიული ალასანიაც ხშირი სტუმარია. ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია. ზომიერად აცვია. ხშირად აქვს შეტანილი მხატვრულ-რომანტიკული შტრიხები ჩაცმულობაში და კარგად იხდენს.
Rating
- პოლიტიკოსი მამაკაცების ჩაცმულობაზე არ გვილაპარაკია. გემოვნებიანი მამაკაცები გვყავს?

- არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოს მამაკაცებს დიზაინერები სჭირდებოდეთ. ჩვენი პოლიტიკა ზოგადად არის მძიმე და ჩაცმა რა მოსატანია (იღიმება).
- დასასრულ, ზაფხულის მოდის ტენდენციებზე გვესაუბრეთ.
- საქართველოში შავი ფერი იყო მოდური და ბოლო წლებში ფერადი გამა შემოვიდა. გასულ წელს ლურჯი ელექტრიკი იყო მოდაში და წელსაც გადმოვიდა. მოდაშია პასტელური ფერები, მკვეთრი ყვითელი, იასამნისფერი და რაც მთავარია, სხვადასხვანაირი პრინტი, რომელიც ტანსაცმლის წინა ან უკანა მხარეს არის დატანილი. საერთოდ, ყოველწლიური მოდა მრავალფეროვანი გახდა, მინი, მაქსი, მიდი, ყველა-ფერი აქტუალურია. ბოლო დროს, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, დაბალძირიანი ფეხსაცმელი დომინირებს. თაობამ აიტაცა და როდესაც სწორ ზედაპირს ეჩვევი, რთულია, შემდეგ მაღალზე გადაინაცვლო. ან აცვიათ ძალიან მაღლები ან ძალიან დაბლები. მოდურია თავსაბურავები, მაგრამ ბევრი ქალბატონი ვერ იხდენს. საერთოდ, ქართველები გემოვნებიანი ხალხი ვართ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
თიკა
სანდრა ხომ შანელის მაღაზიის წინ გაიზარდა რა. ჰოლანდიის დასალიერიდან მოვიდა და დაინახა ფული. ძალიან უგემოვნოა სწორედ, და მას შემდეგ რაც მედიცინაში ხელებს უფათურებს აუტანელი გახდა.
18:46 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ძალიან მომწონს სანდრა.მართლა თავისუპალი ეუროპელი ადამიანია ..სანდრას ასეთი კრიტიკა ჩვენ უგემოვნობაზე უპრო მეტს ამბობს..არა ჰოლანდიელს აზარბაიჯანელი ჯობია შანელის მაგაზიი გზა რომ ისწავლა და აგარ გამოდის იკიდან ,სხვა გირსება რომ არ აქვტთ ცჰაცმულობა უნდა აპიარონ ..
08:40 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
სანდრა უგემოვნოდ იცმევს
00:47 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მანი
sandrasi ra mogaxsenot ,magram eka xvadelizes koveltvis kulterulad da gemovnebit acvia.dizainerma zalian gamkvirva ekaterine ishviatad chndebao,am dros koveltvis gverdit kavs roca kulturuli gonisziebaa,gansxvavebit mishasgan.etkoba dizaineri televizors ishviated ukurebs
17:58 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nanuka
სხვებტან შედარებიტ ნინი ბურჯანაძეს და სალომე ზურაბაშვილს აცვია უკეტესად ისიც ხანდახან,მაგრამ დანარჩენ ასე ვტქვატ "პოლიტიკოს" ქალებს საშინლად უგემოვნოდ აცვიატ მაგალიტისტვის გოგორიშვილი და ჭიკჭიკა გოგოც საკმარისია.ქარტველი ქალებიდან დღეს მხოლოდ მაკა ასატიანის დასახელება შემიძლია რომელსაც მარტლაც რომ გემოვნებიანად აცვია და ქცევაც გამორჩეული აქვს.
17:19 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS