11 ივნისი, 2013
როგორ გახდა ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი საქართველოში პირველი ფიტნესმოდელი
თან მიშამ მითხრა, რომ კადრში მხოლოდ ერთხელ შევიდოდი. ტელევიზიაში რომ მივედი, მოულოდნელად ტექსტი დამახვედრა და მცირე რეპეტიციის შემდეგ გადაღებაზე შემიშვეს. ყველა გმირი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად თამუნა ლეკვეიშვილი. სერიალი გრძელდება და კიდევ მიხილავთ სხვა სერიებშიც. ია უძილაური საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ იუმორისტ ნიკა გრიგოლიას მეუღლის რანგში გაიცნო. მაშინ ია დასთან, მიშა ანდღულაძის მეუღლესთან ერთად დიზაინერობით იყო გატაცებული. მოგვიანებით წყვილი დაშორდა, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ - ნიკოლოზ გრიგოლია. ჰქონდათ დაძაბული პერიოდი ცხოვრებაში, მაგრამ ახლა, როგორც ია ამბობს,
მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ცოტა ხნის წინ ია „კომედი შოუს“ სერიალში გამოჩნდა - „ვნებების ჭუჭრუტანა“ . მისი გმირი პანჩიტა მოსამსახურე გოგონაა, რომელსაც ბატონი ეტრფის.
თუმცა იასთვის დღეს სერიოზული საქმიანობა ბოდიბილდინგია და პირველი ქართველი ფიტნესმოდელია. ახლახან შეჯიბრებაზეც გამოვიდა, მაგრამ რადგან მის გარდა სხვა ქალბატონი არ მონაწილეობდა, მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლით დაკმაყოფილდა.
- ბავშვობიდან სპორტული ვიყავი, მოყვარულის დონეზე ვმონაწილეობდი ტურნირებში - ფეხბურთის, ფრენბურთის... ვცდილობდი, ჯანსაღი ცხოვრების წესით მეცხოვრა. ვარჯიში ყოველთვის მაინტერესებდა და სახლის პირობებში ვვარჯიშობდი მსუბუქად, ჰანტელებით. ვაკეთებდი პრესს. შარშან შემოდგომაზე სპორტულ დარბაზში გადავინაცვლე. რა თქმა უნდა, იქ უკეთესი პირობები მქონდა და მეტი მოტივაციაც.
- ამ სპორტში ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს?
- არა, ზრდასრული ადამიანისთვის არ არსებობს. ასეთი ვარჯიში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სასურველი არ არის, თუმცა მსოფლიოში მაინც არის პრეცედენტები, არსებობენ ბოდიბილდერი ბავშვებიც. საქართველოში ჩემპიონატი ბოდიბილდინგში წინა წლებშიც ტარდებოდა, მაგრამ გოგონა არ გამოსულა. საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ ქალი მონაწილეებიც. ჩვენთან ბოლო ხანებში სულ უფრო პოპულარული ხდება ბოდიბილდინგი, თუმცა არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალს ძალისმიერი ვარჯიში არ უხდება, ჰგონიათ, რომ ძალიან უნდა დაიკუნთო, არადა, ბოდიბილდინგშიც სხვადასხვა კატეგორია არსებობს. არ არის აუცილებელი დაკუნთვა, თანაც ეს არც ისე ადვილია, როგორც ჰგონიათ (იღიმება).
- შინაგან ორგანოებზე უარყოფითად არ მოქმედებს სიმძიმეების აწევა?
- როცა ყველაფერს სწორად აკეთებ - არა. მე არაფრის მეშინია, რადგან მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მყავს. ის ექიმიც არის, დიეტას და ჯანმრთელობას აკონტროლებს, პატარა, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი. ამ სპორტში ვარჯიშზე არანაკლებ მნიშვნელოვანი დიეტაა, რომელიც საკმაოდ რთულია - ნაკლები ცხიმი, მეტი ცილა, გარკვეული რაოდენობის სითხე. სამი თვის წინ გადავწყვიტე, შეჯიბრებაზე გამოვსულიყავი და მკაცრად, გრამობით გაწერილ დიეტას პირნათლად ვასრულებდი.
Rating
- არ გიჭირს ამ რეჟიმით ცხოვრება?

- ძნელია, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ შეჯიბრებაზე გამოვსულიყავი. თან დედამ მაინცდამაინც ახლა დაიწყო რაღაცების გამოცხობა (იღიმება). ოჯახის წევრები თავიდან ვარჯიშით ჩემს დაინტერესებას გატაცებად აღიქვამდნენ და კრიტიკულად უყურებდნენ, დღეს, როცა ერთადერთი ფიტნესმოდელი ვარ და სერიოზულად მოვკიდე ხელი, უკვე მხარში მიდგანან. ახლა მეც ვავარჯიშებ რამდენიმე ადამიანს პერსონალურად. თავიდან ამის სურვილი უცხოელებმა გამოთქვეს. ბევრი მწერს ხოლმე სოციალურ ქსელში და რჩევებს მეკითხება. სასიამოვნოა, როცა საკუთარ თავზე ხედავ შედეგს და განსაკუთრებულად სასიამოვნოა, როცა ამ შედეგს სხვაზეც, შენს მოსწავლეზე ხედავ.
- საქართველოში მოდელების წონა და სიმაღლე ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. შენ, თუ არ ვცდები, პირველი ფიტნესმოდელი ხარ...
- არ ვიცი, არიან სპორტული გოგონები, თუმცა უშუალოდ ამ სპორტით დაკავებული არ გამიგია. არადა, ძალიან მინდოდა, მარტო არ ვყოფილიყავი შეჯიბრებაზე. ამჯერად მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლა მქონდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს კონკურენციაც იქნება.
- ბავშვი როგორ აღიქვამს დედის ბოდიბილდერობას?
- ყველაზე მეტად დედა და ჩემი შვილი მგულშემატკივრობენ. თავიდან ოჯახი სკეპტიკურად უყურებდა ჩემს ვარჯიშს. ფიქრობდნენ, მომიხდებოდა თუ არა, მაგრამ დედას ახლა ძალიან უხარია და ყველაფერში მონაწილეობს. სანამ აქტიურად ჩავერთვებოდი, ბავშვს მანამდეც მოსწონდა, გირებით რომ ვვარჯიშობდი. ბავშვებს მოსწონთ ნავარჯიშები ადამიანები, მათთვის სიძლიერის სიმბოლოა.
Rating
- ადრე დიზაინერობა გიტაცებდა...

- ახლა შეჯიბრებაზე მჭირდებოდა საცურაო კოსტიუმი და მასზე ზრუნვამ თავად მომიწია. ავთო ცქვიტინიძე და სხვა დიზაინერები შევაწუხე, მაგრამ მითხრეს, რომ ვერ შეკერავდნენ. საღამოს კაბას ყველა შეგიკერავს, მაგრამ საცურაო კოსტიუმს სპეციფიკური თარგი სჭირდება, რომელიც არ იციან და არც რისკავენ. ჩემი დიზაინერობით გატაცება ამჯერად ძალიან გამომადგა. ისე, ხშირად თავად ვზრუნავ საკუთარ ჩაცმულობაზე, როცა რაიმე საღამოზე ან ივენთზე მივდივარ. მართალია, ამჯერად საცურაო კოსტიუმი გამოვიწერე, მაგრამ დიზაინი შევუცვალე და გადავაკეთე. საერთოდ, ადამიანი მრავალმხრივ გატაცებული უნდა იყო, ერთი ინტერესი არასოდეს მქონია. დღემდე ვსწავლობ დოქტორანტურაში.
თუმცა ჩემმა ბოლო გატაცებამ, ბოდიბილდინგმა, ბევრი რამ შეცვალა. აღმოვაჩინე, რომ უფრო ძლიერი და მიზანდასახული ვარ. კარგი ნებისყოფა მაქვს, შემიძლია რაღაცებზე უარი ვუთხრა საკუთარ თავს. გარდა ამისა, არაჩვეულებრივი ახალი სამეგობრო წრე შევიძინე, არამწეველი ადამიანების (იცინის). სპორტის თითქმის ყველა სახეობა მიყვარს, განსაკუთრებით ფეხბურთის ფანი ვარ.
- მახსოვს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნს“ რომ გულშემატკივრობდი, სოციალურ ქსელში ერთგვარი აქცია წამოიწყე. ხალხი შენ გამო უყურებდა ამ თამაშს...
- თავიდან ერთი ფოტო გადავიღე, რომელშიც საცურაო კოსტიუმში ვიყავი, „ბაიერნის“ აქსესუარებით და შარფი მქონდა შემოხ-ვეული. მაშინ დავწერე, რომ „ბაიერნის“ თითო მოგებაზე თითო რაღაცას გავიხდიდი. სამწუხაროდ, ფინალში წავაგეთ და შარფი დამრჩა მოხვეული.
- გარისკავდი ბოლომდე გახდას?
- რადგან ვთქვი, ალბათ ამისთვის მზად ვიყავი. ჩემი გუნდის ერთგული ვარ და ეს მინიმალური იყო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა იმის ფონზე, რა სიამოვნებასაც მათი თამაში და მოგება მანიჭებს.
Rating
- „კომედი შოუზე“ ვისაუბროთ, როგორ მოხვდი მათ სკეტჩებში?
- სრულიად შემთხვევით. მანამდე სამსახიობო გამოცდილება არ მქონია. ათი წლის წინ გადაცემა „ფარულ კამერაში“ გამოვჩნდი, ცოტა ხნის წინ მქონდა სასაცილო შემთხვევა, ინდურ ფილმში ეპიზოდური როლი დასჭირდათ. რაც შეეხება „კომედი შოუს“ , ექსპერიმენტებისთვის ყოველთვის მზად ვარ, მიშა ანდღულაძემ რომ დამირეკა, დარბაზში ვიყავი და ვვარჯიშობდი. ღამის ათი საათი იყო. მითხრა, რომ პრობლემა შეექმნათ ერთ მსახიობზე, რომლის ოჯახის წევრიც ოპერაციას იკეთებდა. გადაღება მეორე დღეს იყო დანიშნული. თავიდან უარი ვუთხარი, მეორედ დავარეკვინე (იცინის). თან როლის შესახებ არ უთქვამს. მეორე დარეკვაზე ვკითხე და როცა გავიგე, რომ ამ სერიალზე იყო საუბარი, დავთანხმდი, წინა სერია ნანახი მქონდა და მომწონდა. თან მიშამ მითხრა, რომ კადრში მხოლოდ ერთხელ შევიდოდი. ტელევიზიაში რომ მივედი, მოულოდნელად ტექსტი დამახვედრა და მცირე რეპეტიციის შემდეგ გადაღებაზე შემიშვეს. ყველა გმირი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად თამუნა ლეკვეიშვილი. სერიალი გრძელდება და კიდევ მიხილავთ სხვა სერიებშიც.
- ია, სოციალურ ქსელში საკმაოდ გულახდილი ფოტოები გაქვს გამოქვეყნებული. ფოტოგადაღებები შენი გატაცებაა?
- გარშემო მეგობარი ფოტოგრაფების დიდი წრე მყავს და ჩვენი სიამოვნებისთვის ვიღებთ. რამდენიმე ფოტო ძალიან კარგი გამოვიდა. ახლახან პრომოვიდეოს გადაღება მქონდა რუსთავის ავტოდრომზე. თემა ავტომანქანები გახლდათ. საინტერესო ვიდეო გამოვიდა, ის დღეები სულ ემოციებში ვიყავი. მოკლე შორტით და ტოპებით გამოვიდოდით მე და ჩემი მეგობარი. ხალხი მეკითხება, - მოდელი ხარ? ვპასუხობდი, - არა, ლამის შეურაცხყოფად ვიღებ.
- ია, საზოგადოებამ ნიკა გრიგოლიას მეუღლედ გაგიცნო, თუმცა დღეს დაშორებულები ხართ. რომ არ დანგრეულიყო თქვენი ოჯახი, ასე კარგად მოახდენდი საკუთარი თავის რეალიზებას?
- ძნელი სათქმელია, რა იქნებოდა... ალბათ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. თითქოს ყოველთვის ვიცოდი, რომ ბოდიბილდინგთან შეხება მექნებოდა. მშობიარობის შემდეგ მინდოდა პრესი ფორმაში მქონოდა და ბევრს ვვარჯიშობდი. ალბათ რაღაც ეტაპამდე მივიდოდი, მაგრამ აქამდე არა.
- ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ სამსახურში ნიკას და მიშას ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ისიც ითქვა, რომ ჩხუბის მიზეზი ოჯახური ამბები გახდა...
- რაც ნიკა დაოჯახდა, ჩვენი ურთიერთობა შედარებით გაუმჯობესდა. გულითადი მეგობრები არ ვართ, მაგრამ ბავშვი კვირაში 1-2 დღე მამასთან რჩება. წარმატებით ვახერხებთ თანამშრომლობას, როგორც მშობლები. მე არ მაქვს იმის ილუზია და არც აუცილებლობას ვხედავ, რომ მეგობრები გავხდეთ, მაგრამ შეგვიძლია უკეთესი კომუნიკაცია გვქონდეს. რაც შეეხება ჩხუბს, მე იმ დაპირისპირების შემსწრე არ ვყოფილვარ, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვადასტურებ, რომ ეს სამსახურს არ ეხებოდა. ეს იყო ოჯახური წაკინკლავება და იმ პერიოდში მოხდა, როცა მე და ნიკა ვშორდებოდით. ბუნებრივია, ჩვენი ოჯახის სხვა წევრებსაც ეხებოდა. მაშინ ჩვენს ოჯახში დაძაბული სიტუაცია იყო და ეს ყველაზე აისახა.
- რა გამოცდილება შეგძინა იმ წლებმა, როდესაც ნიკას მეუღლე იყავი?
- დღეს ვერ ვიტყვი, რომ ოჯახის გაგონება არ მინდა, ან სიყვარულს ვეძებ. ოჯახმა დიდი გამოცდილება შემძინა. ჩემს შეცდომებზე რაღაცები ვისწავლე. არ ვიცი, მექნება თუ არა მომავალში სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ამის მოთხოვნილება. არაფერს ვნანობ ცხოვრებაში. დღეს რომ აქ ვარ და ასეთი, ამ ყველაფრის დამსახურებით ვარ, ცუდის თუ კარგის. დღეს ჩემი მიზანია, უფრო მეტი გოგონა დაინტერესდეს ბოდიბილდინგით. უნდა დაინგრეს ის სტერეოტიპი, რომ კუნთებზე მონოპოლია კაცებს ეკუთვნის (იღიმება).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
გელა
გავკარი სოფოს თამადობით ყველა ქალაქელს ვისაც სოფლელებზე ესეთი წარმოდგენა აქვს.
21:43 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფლელი
სოფიო ვაი შენს პატრონს:))))გადახედე ერთი შენს წინაპრებს შე მართლა სოფლელო.შენც 10 თაობით თბილისელი არ მყავდე რა:))))და საერთოდაც სომხების გარდა ვინ ხართ კარენოი თბილისელი?10000 კაციდან შეიძლება 100 არ იყოს:)
00:29 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ადრე უნდა გენახათ თვის ცხვირში და მერე აღარ იტყოდით გრიგოლიას როგორ გაყვაო )))))))))))
21:19 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
:)
უკაცრავად კომენტარებს გადავავლე თვალი და კითხვა გამიჩნდა:სოფლელობა და პროვინციელობა სირცხვილია?მე,რომ სოფლელი ვარ შენ რითი ხარ ქალაქელი ჩემზე მეტი.ქალაქშიც არიან ,,გრიგოლიები'' და სოფელშიც და სოფლელობას მუდამ ხაზს რატომ უსვამთ?უკვე 3წელია ინგლისში ვსწავლობ,ჩემ ორ ,,სოფლელ''კლასელთან ერთად და საკმაოდ წარმატებულადაც და აქ ყველაზე მეტად რაც მომწონს ის არის,რომ აქ არა ვინ ყოფს ადამიანებს ქალაქელებად და სოფლელებად.დიახ მე ვარ სოფლელი და ვამაყობ ამით!!სოფლელობა ასოცირებული რატომ არის სიმახინჯესთანდაგაუნათლებლობასთან არ მესმის.
21:01 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
ეს გოგო რატომ გაყვა ნიკას ეგ არის საკითხავი თორემ გრიგოლიას სახეზე რომ აწერია სოფლელობა მაგაში ე/ცვი ეპარება კიდევ ვინმეს? რაც არ უნდა "ექსტრავაგანტულად" ჩაიცვას და სულ ყურზე იაროს მაინც სახე აქვს პროვინციული,..
00:19 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS