01 აგვისტო, 2014
''ცნობილი ქალბატონი გავაშიშვლე...''
მეხვეწებიან, რომ ფოტოები წავშალო, თუმცა ჩემს არქივში მაინც რჩება ბაჩო ბულო – ამ ადამიანს ყველა იცნობს, ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა ბომონდურ თუ კლუბურ წვეულებებზე. ძირითადად, შეკვეთებზე მუშაობს, მაგრამ პაპარაცულ კადრებზეც არ ამბობს უარს. ასეთ ფოტოებს ძირითადად არ აქვეყნებს, ამბობს, რომ არ უნდა, სხვას ცხოვრება აურიოს, მაგრამ პირად არქივში მაინც ინახავს.
ტელევიზიის ოპერატორობიდან დაწყებული კარიერა ფოტოგრაფიაში გააგრძელა. ახლა ანტალიაშია, სამი თვე იქ დარჩება. თბილისის ხმაურიან კლუბებს იქ ყოფნა ურჩევნია, რადგან ანაზღაურებაც უკეთესია და სამუშაო პირობებიც. მკითხველს
კარგად ახსოვს მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის ფოტო, რომელიც კესარიას მკერდზე დადებული თავით პოზირებდა. ეს სურათი ბაჩომ გადაიღო და როგორც თავად ამბობს, მის არქივში ძალიან ბევრი ამაზე სკანდალური კადრი ინახება.

- ბაჩო, შენ შესახებ მოგვიყევი...
- აფხაზეთში დავიბადე, რვა წლამდე იქ ვიზრდებოდი. მშობლები დასავლეთ საქართველოში ცხოვრობენ, მე - თბილისში, ნათესავებთან. თორმეტი წელი ვჭიდაობდი, შემდეგ ფოთის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ერთი წელი ოპერატორი გახლდით, მაგრამ ისევ თბილისში დავბრუნდი და ნათესავის კომპანიაში მოვეწყვე. მალე ტელევიზიას დავუბრუნდი და მაშინდელ ''რეალ-ტვ''-ზე ვიმუშავე სამი თვე, შემდეგ იყო ''პირველ არხი'', ''ინტერპრესნიუსი'', ''პალიტრა ტვ'', ''ნანა ლეჟავას სპეციალური რეპორტაჟი''...
''პალიტრაში'' მუშაობის პერიოდში ფოტოაპარატი შევიძინე და ჩემთვის ვერთობოდი. ძირითადად, კლუბებში ვიღებდი ფოტოებს, მაგრამ ნანა ლეჟავას გადაცემის დახურვის შემდეგ ოპერატორობაზე უარი ვთქვი და მთელი დრო ფოტოგრაფიას დავუთმე. მოდის სფერო ავირჩიე, პორტფოლიოები, მოდის კვირეულები.

Rating

- გლამურის ფოტოგრაფად ჩამოყალიბდი?
- დიახ, მომწონდა ადამიანების გადაღება, საერთოდ, ნაკლებად მიყვარს პეიზაჟები, მომწონს, მაგრამ ცოცხალი ადამიანები მირჩევნია. პეიზაჟებისთვის დროც არ მრჩება. საერთოდ, რთულია მოდის ფოტოგრაფია, ზოგი მოდელი ძალიან ლამაზია, მაგრამ ფოტოგენური არ არის. უამრავ ცნობილ მოდელთან მიმუშავია - კრისტი ყიფშიძე, სალომე ღვინიაშვილი, ირინა ონაშვილი.

Rating

- კლუბებში გადაღებისას ალბათ ხშირად აღმოჩენილხარ სკანდალების ეპიცენტრში.
- რა თქმა უნდა, ხშირია სკანდალები, თუმცა ძირითადად მალავენ. ამ დროს მეხვეწებიან, რომ ფოტოები წავშალო, თუმცა ჩემს არქივში მაინც რჩება. ბევრი ისეთი რამ გადამიღია, რომ მერე გადასამოწმებლად ვიღაცებმაც დამირეკეს და მკითხეს, ნამდვილად წავშალე თუ არა.

Rating

- პოლიტიკოსები თუ გადაგიღია პიკანტურ სიტუაციაში?
- კი, თუმცა ისე ხშირად არა. მათ ყოველთვის სახელმწიფო დაცვა ახლავთ, შემდეგ მოსულან და უთხოვიათ, რომ სურათები წავშალო. საერთოდ, ორი მეხსიერების ბარათით ვიღებ და სანამ წავშლი, მეორეზე გადატანას ვასწრებ. ამ დროს ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ვაჩვენო, რომ ნამდვილად წავშალე (იღიმის).

Rating

- შეგიძლია, ერთი კლუბური სკანდალური ამბავი მაინც გაიხსენო, სახელსა და გვარს ნუ დაასახელებ.
- ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძალიან ცნობილ სახეებს, ცოლ-ქმარს, კლუბში ერთმანეთი უგინებიათ, მაგრამ ამ დროს ისე ვიქცევი, თითქოს არ მესმის, თუმცა ყური მაინც იქით მაქვს (იცინის).
- ყველაზე რთულად რომელი გადაღება გახსენდება?
- ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ქალბატონს ვუღებდი სურათებს, კერძო შეკვეთა იყო, მაგრამ იმ ქალმა თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა. ძალიან კარგი ფოტოები იყო, თუმცა მაინც მაკრიტიკებდა. შუა გადაღებისას თავი დავანებე და წამოვედი. გადაღებული ფოტოები არ წამიშლია, მაგრამ არც მას მივეცი.

Rating

- ანრი ბიბინეიშვილისა და კესარია აბრამიძის სკანდალური ფოტოც შენი გადაღებულია, ამის გამო მსახიობს პრობლემები შეექმნა.
- კესარიასთან მანამდეც შემექმნა პრობლემა. კლუბში გადავუღე ფოტოები, წაშალა და მხოლოდ ორი დატოვა, ''ფეისბუქზე'' გამომიქვეყნეო, მაგრამ გამჭვირვალე ზედა ეცვა და დიდი სკანდალი მოჰყვა. მერე მე დამაბრალა, მე გითხარი, რომ პირადად გამოგეგზავნაო. რაც შეეხება ანრისა და კესარიას ფოტოს, იმ დღეს კლუბში ვიყავით. ანრი მაიმუნობდა, ხან ერთ გოგონასთან იღებდა ფოტოს, ხან - მეორესთან, შემდეგ კესარიასთან მივიდა, გინდა, მაგარი ფოტო გადავიღოთო და ასე აგორდა სკანდალი.

Rating

- ნუდი თუ არის შენს არქივში?
- კი, თუმცა ვერ ვიტყვი, ვინ არიან ეს ადამიანები (იცინის). ცნობილი ქალბატონი გავაშიშვლე. შემდეგ მთხოვა, წაშალეო, თუმცა პირადად მას მივეცი. არსებობს პროგრამა, რომელიც ყველა ფოტოგრაფმა იცის და შეგიძლია, კომპიუტერიდან ხუთი წლის წინ წაშლილი ფოტოც აღადგინო (იცინის).

Rating

- ცნობილმა ქალბატონმა შიშველი ფოტოები რატომ გადაიღო?
- ეს დიდი ისტორიაა. ერთ-ერთი ცნობილი სახის დაბადების დღეზე ვიყავით და რამდენიმე ადამიანი იქიდან ერთად წამოვედით. შემდეგ სასტუმროში ავედით, მეგობარი უნდა გვენახა და რომ დაიგვიანა, ფოტოების გადაღება დავიწყეთ, თავიდან ვმაიმუნობდით, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ადამიანს საკმაოდ პიკანტური ფოტოები გადავუღე. ერთი მომღერალი იყო, დანარჩენები - მოდის სამყაროდან.

Rating

- ახლა ანტალიაში ხარ, ეს შენს პროფესიას უკავშირდება თუ უბრალოდ ისვენებ?
- ვმუშაობ და თან დასვენებაც გამომდის. აქ დაახლოებით სამი თვე გავჩერდები. აქაც კლუბებში, სასტუმროებში, პლაჟზე ვიღებ ფოტოებს. უკეთესი სამუშაო პირობებია, მაგრამ სულ აქ დარჩენას არ ვაპირებ.
- ბაჩო, შეგიძლია, შენს საოცნებო ფოტოპროექტზე მოგვიყვე, რამდენად რთულია მისი განხორციელება?
- მე არ ვოცნებობ, მიზანი მაქვს და მისი მიღწევისთვის ვიბრძვი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკანდალური კადრი გადამიღია, არ მიყვარს ამის ცუდად გამოყენება და არავის არაფერს ვუჩალიჩებ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
რუსკას
დაკეტე ხოლმე პირი.
12:17 / 02-08-2014
გამოხმაურება / 0 /
არწივი
იქნებ როგორმე გაგვიმხილოს ამ კეთილმა ადამიანმა რა პროგრამაა,რომელიც 5 წლის წინანდელ ფოტოს აღდგენის საშუალებას მომცემს
23:17 / 01-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მეც უცებ ეგ იღლია მომხვდა თვალში,ძალიან არაესთეტიურია
15:08 / 01-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ამ სურათით თუ ვიმსჯელებთ დაბერებულა კრისტი, ნაოჭები გასჩენია იღლიებში. ისე კარგი სურატია მარტო თავს თუ დატოვებდა ავტორი.
06:11 / 01-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS