10 ივნისი, 2013
რატომ გააბრაზა მარიამ გაფრინდაშვილმა გია ბურჯანაძე
ჩემი უახლოესი მეგობრის მეჯვარე ვიყავი და როდესაც მასთან მივედი, ცოტა ხანში დამირეკეს, რომ გორში აქციის გადასაღებად უნდა წავსულიყავი. ჯვრისწერას დავესწარი, შემდეგ ეკლესიასთან ახლოს რაღაც შენობაში გამოვიცვალე ''რუსთავი 2'' -ში 2009 წლიდან მუშაობს, მაგრამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ''კურიერის'' საეთერო ჩართვებში ჩანს. მისი კარიერული გზა საკმაოდ მოკლეა და სწორედ ამიტომ იკავებდა თავს ინტერვიუსგან მარიამ გაფრინდაშვილი, თუმცა მისი დათანხმება მაინც მოვახერხეთ. უცნაურია, მაგრამ სერიოზული გამოცდილება მიტინგების დროს მიიღო, რაც, წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, არ დაგვკლებია, თუმცა მიაჩნია,
რომ ყველაფერი წინ აქვს.
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ტელე-რადიოჟურნალისტიკა. შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე, დოკუმენტური კინოს რეჟისორიც ვარ. სულ ვამბობ, რომ ტელევიზიაში შემთხვევით მოვხვდი. ძალიან ცუდი სტუდენტი ვიყავი, ხშირად ვაცდენდი. ჩემი ლექტორი იყო ნინო შუბლაძე. 2008 წელს გამოცდები ახლოვდებოდა და ლექციაზე რომ მივედი, სწორედ იმ დღეს თქვა ნინომ, რომ ტელევიზიაში პრაქტიკა უნდა გაგვევლო. როდესაც ამის სურვილი გამოვთქვი, ნინომ მითხრა, შენ არ იმსახურებო. კიდევ ვიმეორებ, ცუდი სტუდენტი ვიყავი (იღიმება).
- როგორ გახსენდება პირველი გადაღება?
- პირველი სიუჟეტი ალბათ ნებისმიერ ჟურნალისტს ახსოვს. ჩემი პირველი სიუჟეტი ეტიუდების ფესტივალზე იყო და ძალიან ბედნიერი წავედი გადაღებაზე, რადგან როცა ''კურიერში'' სიუჟეტი გაქვს, უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. მოვიტანე მასალა, დავწერე ტექსტი და სიუჟეტი ექვსსაათიანი საინფორმაციოსთვის უკვე მზად იყო. ავედი ნიუსრუმში და ველოდებოდი მის ეთერში გასვლას, მაგრამ არ გავიდა. მერე გაირკვა, რომ სერვერს შეექმნა პრობლემა და ბოლო წუთს გახდა ცნობილი. პირველ სიუჟეტზე ძალიან ვინერვიულე და არ გამიმართლა. შემდეგ გადაღებაზე ''რუსთავი 2'' -ის ნიუსრუმში ვიჯექი, როდესაც იკითხეს, იმ დღეს გადაღებაზე ვინ წავიდოდა. სურვილი გამოვთქვი, მაგრამ მანამდე მიკროფონიც არ მჭეროდა ხელში. დღესაც მახსოვს, რომ წიგნის პრეზენტაციაზე მივდიოდი. არანაირი გამოცდილება არ მქონია. დედას დავურეკე, რომელსაც ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ აქვს და ვკითხე, რა უნდა მეკითხა რესპონდენტისთვის. მაშინ ძალიან დამეხმარა ოპერატორი. ''კურიერის'' ოპერატორები არიან ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან არარეალურად მეჩვენებოდა მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში მხოლოდ ტელეეკრანიდან ვიცნობდი (იღიმება). ასე მოვხვდი ტელეჟურნალისტიკაში და მალე მივხვდი, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც ყოფნა მომწონდა. დღეს ''კურიერი'' ჩემი სახლია, სადაც ვცხოვრობ.
Rating
- შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?

- ამას მოჰყვა 2009 წელს ცნობილი კარვების აქცია რუსთაველზე. სამი თვის განმავლობაში ყოველდღე იქ ვიყავი. ღამეებს ვათენებდი. აგრესიული აქციონერებიც იყვნენ, მაგრამ იმდენად ხშირად ვიყავი, რომ ბოლოს ბევრ მათგანთან ვმეგობრობდი, აღარ მეჩხუბებოდნენ.
- პირველად ჩართვაზე როდის დადექი?
- 2011 წელს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს რიყიდან მქონდა ჩართვა. წინა დღეს პროდიუსერმა გამაფრთხილა, რომ მეორე დღეს ჩართვა მექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მქონდა, მთელი ღამე არ მეძინა. ჩართვაზე საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა. მინდოდა, იმ დღეს ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი, მაგრამ იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვერც ეს მოვახერხე. მაშინ ძალიან დამეხმარა ოპერატორი ნიკა ლეჟავა და როდესაც მოვრჩი ჩართვას, იმდენად ვნერვიულობდი, რიყეზე გზაზე დავჯექი და ერთი საათი ვერ ვდგებოდი. ერთადერთი, დღეს რატომაც ვარ ჟურნალისტიკაში, ''კურიერის'' გუნდის დამსახურებაა. მიზანდასახული ვარ, მაგრამ თუ გარემო არ მომწონს, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.
- ბოლო დროს ძალიან ხშირად ჩანხარ ეთერში.
- შემთხვევით ხდება ასე, შეიძლება, რაღაც ამბის გასაშუქებლად წავიდე, რაც იმ წუთას მნიშვნელოვანი არ არის და საღამომდე პირველი ჩართვის ამბად იქცეს. ორ კვირას მომიწია ქუთაისის პარლამენტში მუშაობამ და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. მანამდე ამ კუთხით გამოცდილება არ მქონია.
- სახელებისა და გვარების დამახსოვრების პრობლემა არ გქონია?
- ახლა აღარ, თუმცა იყო პერიოდი, რომ მიჭირდა. ერთი ძალიან ცნობილი ამბავია, ეს ვიდეო საახალწლო კურიოზებშიც გავიდა. 2009 წლის აპრილის აქციებზე გია ბურჯანაძეს ვწერდი, რომელიც ძალიან მეჩხუბა და ცოტა ვიკამათეთ. უცებ მივმართე, ქალბატონო გია-მეთქი. მაშინ ძალიან გაბრაზდა და მეჩხუბა. ერთხელ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძესთან ერთად ვერთვებოდი, წარდგენისას სახელი დამავიწყდა და რამდენჯერმე ვახსენე, მინისტრის მოადგილე-მეთქი, თუმცა გვარი მახსოვდა.
- ყველაზე მძიმე და ექსტრემალური ჩართვა გაიხსენე.
- 17 მაისს ცნობილი აქციის დროს რუსთაველის გამზირზე ''კურიერის'' რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა, ბევრი ჩართვა მქონდა. ერთგვარი ნონ-სტოპი იყო ღია ეთერში. მაშინ ძალიან ბევრი უაზრობა ვთქვი, ეს მაინც გამოუცდელობის ბრალია და ვიცი, რომ ბევრი რამ მაქვს კიდევ სასწავლი.
- უცხოეთში მივლინებამ თუ მოგიწია?
- ბერლინში ვიყავი კულტურის დღეებს გასაშუქებლად. ეს პირველი გასვლა იყო გადაღებაზე და ძალიან ვინერვიულე. ოპერატორი დავტანჯე, ყველაფერი გადავაღებინე, რომ რამე არ დამკლებოდა და ეთერში სამწუთიანი სიუჟეტი გავიდა (იღიმება).
- სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტები რამდენად კოლეგიალურები ხართ?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ ვიცი, ეს როგორ ჟღერს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიაში ვმუშაობ. პირველმა უნდა დავსვა შეკითხვა, ერთით განსხვავებული ინტერვიუ მაინც უნდა მქონდეს, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს სხვა ტელევიზიებშიც.
Rating
- არასოდეს გინანია პროფესიის არჩევა?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვდგავარ საათობით ყინვაში, სიცხეში. ოთხი წელი და ხუთი თვეა ბევრ რამეს ვაკლდები. ჩემი უახლოესი მეგობრის მეჯვარე ვიყავი და როდესაც მასთან მივედი, ცოტა ხანში დამირეკეს, რომ გორში აქციის გადასაღებად უნდა წავსულიყავი. ჯვრისწერას დავესწარი, შემდეგ ეკლესიასთან ახლოს რაღაც შენობაში გამოვიცვალე და სადღესასწაულო ვარცხნილობით აქციის გასაშუქებლად წავედი. ორი დღე ვისვენებ კვირაში და იმ დღესაც, ტელევიზიით რომ ვუყურებ, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ვბრაზდები, რომ იქ არ ვარ.
- შენი ჩართვები მრავალფეროვანია, სხვადასხვა თემაზე მუშაობ. ყველაზე კომფორტულად სად გრძნობ თავს?
- ვერასოდეს ვიმუშავებდი კულტურაზე. თეატრში გადაღებაზე წასვლას ომში წასვლა მირჩევნია. შემიძლია, თხუთმეტი ღამე გავათენო, მაგრამ კულტურაზე ვერ ვიმუშავებ. ამ კუთხით ყველაზე მაგარი ჟურნალისტი გვყავს მაიკო ლომიძე და როცა სიუჟეტი ამ თემაზე გამიკეთებია, სულ ვფიქრობ, რომ არ უყუროს. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაღება იყო კარიერის დასაწყისში, ალბათ ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს იყო 26 მაისი, როდესაც მომიტინგეები დაარბიეს. ძალიან მძიმე დღე იყო, მაგრამ პროფესიული კუთხით მიხაროდა, რომ იმ დღეს იქ ვიდექი.
- პროდიუსერები კარგი ჩართვების გამო კომპლიმენტებით თუ განებივრებენ?
- ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი შენიშვნა მიმიღია, რაღაც მომენტში შეიძლება, მწყენოდა კიდეც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ''კურიერის'' პროდიუსერები დაუმსახურებლად არ გაგიბრაზდებიან. ძალიან ბევრი ვისწავლე ამ გუნდში. ბოლო დროს ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდი მქონდა და მუშაობა ძალიან დამეხმარა ამის დაძლევაში. მინდა, მათ ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა.
- რომ არა ჟურნალისტიკა, რომელ სფეროში ცდიდი ბედს?
- არსად, რადგან დღეს არაფერი არ ვიცი, ამ პროფესიის გარდა და ამასაც ვსწავლობ.
- მაშინ რატომ არ დადიოდი ლექციებზე?
- ძალიან ხიფათიანი ვარ, ყოველთვის საოცრება მემართებოდა. ან ფეხი მქონდა მოტეხილი, ან დილას ლექციაზე სასწაულ ავარიაში ვყვებოდი. ჩემი კურსელები იყვნენ გვანცა დარასელია, მარიამ ვაშაძე, კარგი კურსი მყავდა, დღემდე ყველა ვმეგობრობთ. იმდენად ხშირად ვეხვეოდი გაუგებრობაში, რომ ბოლოს არავის აღარ სჯეროდა, რომ რაღაც მჭირდა. სახლში მოდიოდნენ, რომ დარწმუნებულიყვნენ.
- ბევრი ჟურნალისტი ოცნებობს საკუთარ გადაცემაზე, შენ თუ გაქვს მომავალში ამის ამბიცია ან სურვილი?
- არა, იმდენად მომწონს ქუჩის ჟურნალისტობა, რომ სტუდიაში ჯდომის მოთხოვნილება არ მაქვს. სტუდიიდან ჩართვა რომ მაქვს, დღემდე ვნერვიულობ და სულ ვამბობ, რომ დახურულ სივრცეში საუბარი არ შემიძლია. ერთ კვირას რამდენჯერმე მომიწია სტუდიიდან ჩართვამ და ამაზე სულ ვჩხუბობდი. ტელევიზიასთან ახლოს თონეა და იქ მივდივარ და ვერთვები. ახლა მეხუმრებიან სამსახურში, იმ თონეში წილი გაქვს და აპიარებო. საერთოდ, არ ვარ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, მაგრამ მიკროფონს რომ ვიჭერ ხელში, სხვანაირი ვხდები. არაფრის მეშინია, იმდენად მიყვარს ჩემი სამსახური, რომ ყველგან მივალ, სადაც მიმიშვებენ და იმის იქითაც.
- პოლიტიკა გაინტერესებს?
- მაინტერესებს და მიყვარს ნიუსი, ბოლომდე ვარ ჩართული. სტუდენტობისას, როდესაც საინფორმაციოს არ ვუყურებდი, მანანა ითონიშვილი სტუდენტებს ყოველდღე გვეკითხებოდა, რა იყო წინა დღეს მთავარი ამბავი. გვეუბნებოდა, ნამდვილი ჟურნალისტები მაშინ იქნებით, როდესაც ქვეყნის პულსზე ხელი გედებათო. ინფორმაციის მოთხოვნილება უნდა გქონდეთო, რაც მე არ მქონდა. ამას ხმამაღლაც ვაღიარებდი. ახლა პირიქით ვარ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
გიგა
ეგრე გააგრდზელე
14:23 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გიგა
მარიამ ვერ ვერკვევი ჟურნალისტიკაში და პოლიტიკაც არ არის ჩემი,მიუხედავად ამისა ყოველთვის ვუყურებ შენ ჩართვებსს.მოტივირებული თავმდაბალი და საყვარელი ხარ
14:22 / 19-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ხვიჩა გახარია
მარიამი ყველაზე საუკეტესოა,მის გამოჩენას ეტერში ძალიან ინტერესით ველოდები,ლამის შემიყვარდეს
14:17 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათი ნათი
ძალიან საყვარელი გოგოა მარიამი,ძაან ჭკვიანი
22:43 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა ნოზაძე
არაჩვეულებრივი გოგონაა ,რომ ამბობს არფერი ვიციო თავმდაბლობს,ისიც მომწონს რომ რუსთავი 2 მისტვის საკუთარი სახლია,ეს მის როპფესიონალიზმზე მეტყველებს ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახის წევრები და საიმედო დასაყრდენი- დედა!
17:33 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS