23 ივლისი, 2014
რა შემთხვევაში მიუძღვნის ნინი წიკლაური სიმღერას მინისტრ ჭიკაიძეს
მთიულური რქები ამომდის, რომელსაც მთელი ჩემი საახლობლო მატეხს პროფესია და საქმიანობა:

დავამთავრე საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი სპეციალობით _ ესტრადის მომღერალი და მსახიობი. ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიები და უმაღლესი მათემატიკა ვისწავლე და ამ განხრით ვმუშაობ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:

მსახიობი პენელოპა კრუსი და ფილმი ''ცხრა'', ესაა ჩემი საყვარელი ფილმებიდან ერთ-ერთი.

რისი გეშინია:

ადამიანების. რამდენადაც ძლიერი ვჩანვარ, იმდენად მშიშარა ვარ, მეშინია გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ ყველაზე მეტად _ მაინც ადამიანების, არ ვიცით,
როდის რას მოგვიმზადებენ და როდის რა არის მათგან მოსალოდნელი. მაინც ყველაზე დიდ ''სიურპრიზებს'' ერთმანეთს ადამიანები ვუმზადებთ.

სირთულე, რომლიც ბოლო პერიოდში გადალახე...

ჩემი ყველაზე დიდი სირთულე ამ ბოლო დროს იყო რეჟიმი, ძალიან მიჭირდა, სამსახურებთან ერთად ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობა და დროის გადანაწილება.

სამი სურვილი, რომლის შესრულებასაც ოქროს თევზს სთხოვდი.

1. ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ვთხოვდი. 2. ვისურვებდი მსოფლიოს მონახულებას და მესამე სურვილია.. ოდესმე მოვხვდე ''ოსკარების'' ცერემონიაზე, თუნდაც სტუმრის რანგში (იცინის).
წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე...

''სალამი, სევდავ...''

ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ ადგილას?

ბევრი ადამიანი მყავს ისეთი, ვისთან ერთადაც გავემგზავრებოდი, მაგრამ ჩემს დასთან ერთად რომ არ წავიდე სადმე, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამომადენს, ამიტომ მასთან ერთად წავიდოდი.

ნივთები, რომლის გარეშეც ცხოვრება გამიჭირდებოდა.

საფულე, რომლის გარეშეც ერთი წუთი ვერ ვრჩები და ლანა ქუთათელაძის ნაჩუქარი სამაჯური. ''ჯეოსტარის'' დროს ერთ-ერთ ტურზე გამიკეთა და დღემდე მიკეთია, ჩემი ნებით არც არასდროს მოვიხსნი.

რისი გრცხვენია?

ბევრი რამის. მრცხვენია ახალ სიტუაციაში, ახალ გარემოში მოხვედრის, კარზე დაუკაკუნებლად შესვლის, არასდროს არ გამიხსნია ბებიაჩემის ჩანთა, რადგან ამისიც მრცხვენია და ა.შ.

დღე, რომელსაც გაიმეორებდი...

ჩემს დაბადების დღეს გავიმეორებდი ბევრჯერ, რადგან ამ დროს ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს, მათთან ერთად მინდა ყოველი დღის გატარება.

რას არ ჩაიცვამ არასდროს?

იასამნისფერ სამოსს, ერთხელ ერთ-ერთი მობილურ კომპანიაში ჩამაცვეს ამ ფერის სამოსი და საშინელ ხასიათზე დავდექი, მას შემდეგ მივხვდი, რომ არასდროს ჩავიცვამ ისეთ რამეს, რასაც იასამნისფერი ღილიც კი ექნება.

რას გამოჰყავხარ წყობიდან?

არის საკითხები, რის გამოც შეიძლება ავფეთქდე, მაგრამ საერთოდ, გვიან და ძნელად გამოვდივარ წყობიდან, უსამართლობამ შეიძლება მოთმინება დამაკარგვინოს, თუ გავბრაზდი, საფუძვლიანად გამოვდივარ მდგომარებიდან... მთიულური რქები ამომდის, რომელსაც მთელი ჩემი საახლობლო მატეხს, მაგრამ ვერ მომატეხეს (იცინის).

ერთი კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრს...

(ფიქრობს) ვკითხავდი, სიმღერა რომ მოგიძღვნათ, კლიპს დამიფინანსებთ-მეთქი?.. შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობა მე არანაირად არ მეხება, რა კონტაქტიც შეიძლება მქონდეს მასთან, ესაა და ბარტერულ გაცვლას თუ გავაკეთებთ, კარგი იქნება (იცინის).

ჟურნალი ''რეიტინგი''
ციცი ომანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
სხვა ელენე
კარგით რა ხალხო,კარგით გეყოფათ.მშვენიერი გოგონაა,ძალიან კარგი აურის მატარებელი,არ ვიცნობ მაგრამ ამ ინტერვიუმ კარგ ხასიათზე დამაყენა...რას ითხოვთ ამ ბავშვსგან მეტანიენით მუხლები გადაიტყავოს ტქვენთვის ლოცვით?სირცხვილია მარტლაც და მართლაც...გაიხარე ნინი...გაიღიმე ხშირად ძალიან გიხდება
22:41 / 20-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
გიოს დაუჯერე, არ აყვე ამ შურიან და ძალზედ დაბოღმილ საზოგადოებას და გამოყავი ხოლმე ენა, გიხდება.
10:09 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
შემოგევლე ნინ, ძალიან უსაყვარლესი და ულამაზესი ადამიანი ხარ, უდიდეს წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში, არ აყვე ამ შურიან და ძალზედ დაბოღმილ საზოგადოებას, მიყვარხარ გულში
23:48 / 23-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა
რაიმეში პოზიტივის დანახვა შეგიძლიათ ხალხო? იმან ენა რატომ გადმოაგდეო ამან მთელი საქართველოს ბედნიერება რატო არ თხოვე თევზსო!გეგონება წინ უდევს ოქროს თევზი!სასწაული ხალხი ვართ რაა კარგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავინახავთ და აი ცუდს იცოცხლე ვქექავთ იმდენს ვქექავთ და არც ვიღლებით რაა!
15:53 / 23-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ან საქართველოს გამთლიანება გეთხოვა იმ ოქროს თევზისთვის, ან ყველას ჯანმრთელად ყოფნა გარშემო, (და არა მარტო ოჯახის წევრების)....
10:59 / 23-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS