06 ივნისი, 2013
როგორ გაიცნო ნატა ასათიანის ბაბუამ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი
მათი თბილისში ჩამოსვლისთვის მთელი ოჯახი განსაკუთრებულად ვემზადებით. სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ორჯერ ჩამოდიან, რადგან სალომე პრაღაში მუშაობს. სალომეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ჩვენ შორის სხვაობა ცხრა წელია. ერთი თვეა, რაც ნატა ასათიანს ''მეცხრე არხზე'' საინფორმაციო მიჰყავს. მანამდე ნატა რადიოში და ''პირველ არხზე'' მუშაობდა. მართალია, პროფესიით ფსიქოლოგია, მაგრამ ბავშვობიდან ჟურნალისტობა მოსწონდა. მუსიკა ძალიან უყვარს და კარგადაც მღერის, მაგრამ დედის, ირმა სოხაძის, მსგავსად ვერ მღერის. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მომღერლობაზე საერთოდ არ ეფიქრა.
რატომაა ბებია-ბაბუას სიყვარული სამაგალითო
-
ეს ფოტო შვილიშვილებს გამორჩეულად გვიყვარს. ფოტოზე აღბეჭდილია ფიდელ კასტრო, ნიკიტა ხრუშჩოვი და ჩემი დიდი ბაბუა პეტრე სოხაძე. პეტრე დღემდე კარგად ახსოვთ თბილისშიც და რაჭაშიც. ფოტოს ისტორია კი ასეთია - ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი ჩამოსული იყვნენ საქართველოში. დიღმის საბჭოთა მეურნეობაში მიიყვანეს. გადმოცემით ვიცი, რომ იქ საოცარი სანახაობა იყო. მუხის მორებიანი მაგიდა ჰქონდათ. მეურნეობაში გადაჭიმული იყო დიდი ლამაზი ხიდები. ყველა მაღალი რანგის სტუმარს იქ იღებდნენ. ამ მეურნეობაში პეტრე სოხაძემ ქარხანა აამუშავა. სადაც იწურებოდა სპეციალური ჯიშის ღვინოები. ნიკიტა ხრუშჩოვს და ფიდელ კასტროს ქარხანა დაათვალიერებინეს. შემდეგ, რა თქმა უნდა, სუფრა გაიშალა. ორივე სტუმარი ძალიან კმაყოფილი დარჩენილა.
Rating
- დიდი ბაბუა მათთან შეხვედრის ამბავს გიყვებოდა?

- სამწუხაროდ, ბაბუას არ ვიცნობდი. რომ დავიბადე, ის უკვე გარდაცლილი იყო.
- შემდეგი ფოტო, როგორც მითხარი, ძალიან გიყვარს...
- მომდევნო ფოტოზე, ციატა ანუ ცისანა და აგული სოხაძეები არიან. ეს სურათი ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასია. ძალიან თბილი ფოტოა და ორივე ძალიან ლამაზები არიან. სამწუხაროდ, არც ერთი არ ვგავართ ბებიას. არც ირმა, არც ჩემი და, სალომე და არც მე. ბებია გამორჩეულად ლამაზი ქალი იყო და არის. ბებიას და ბაბუას წელს, შვიდ ივლისს ქორწინების 61 წელი შეუსრულდებათ. გასულ წელს ეს თარიღი მთელმა ოჯახმა ერთად აღვნიშნეთ. ბრილიანტის ქორწილი გადავუხადეთ. ოთხმოცი წლისები არიან და ცხრამეტი წლიდან უყვართ ერთმანეთი. გაიპარნენ და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთი დღემდე ისე უყვართ, როგორც ცხრამეტი-ოცი წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაშია პრობლემა და ბევრი სირთულე. მათ ეს ყველაფერი ერთად გადალახეს. მათი სიყვარული ჩემთვის სამაგალითოა.
Rating
- დებს ვისი სახელები დაგარქვეს?

- არ ვიცი, სალომეს ვინ დაარქვა, მაგრამ ვიცი, რომ მე სახელი სალომემ შემირჩია. ჩემთვის ნატა ან ელენე უნდა დაერქმიათ და სალომემ გადაწყვიტა, რომ ნატა უნდა მრქმეოდა. ჩემს უახლოეს მეგობარს ელენე ჰქვია. ძალიანაც კარგია, ნატა რომ დამარქვეს. ჩემს დას სწორი გადაწყვეტილება მიუღია.
- მომდევნო ფოტოზე ბებიასთან ერთად ხარ?
- ფოტოზე მე არ ვარ. ეს ჩემი და, სალომეა ბებიასთან ერთად. სურათი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელია. ბავშვობიდან ვუყურებდი ამ ფოტოზე აღბეჭდილ მზრუნველ და მოსიყვარულე ბებიას. ბებიას ზრუნვას და სიყვარულს დღესაც ვგრძნობთ ხუთივე შვილიშვილი. დღეს უკვე ჩემი შვილი რეზიკო გიჟდება ბებია-ბაბუასთან სტუმრობაზე. რეზიკო მთელი კვირა ელოდება შაბათ დღეს, როცა მთელი დღის განმავლობაში ითამაშებს ცისანასა და აგულისთან ერთად. ბებია-ბაბუასთან ყოფნა ჩემს დისშვილსაც ძალიან უყვარს. ჩემი და ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს. მათი თბილისში ჩამოსვლისთვის მთელი ოჯახი განსაკუთრებულად ვემზადებით. სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ორჯერ ჩამოდიან, რადგან სალომე პრაღაში მუშაობს. სალომეს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ჩვენ შორის სხვაობა ცხრა წელია.
Rating
- როგორ ფიქრობ, რომელ მშობელს უფრო ჰგავხარ?

- ბევრი მეუბნება, რომ ხასიათით მამას ვგავარ. მომდევნო ფოტო მამასთან ერთად მაქვს გადაღებული. ეს ჩემთვის სასიამოვნო და საამაყოა. ასევე სასიამოვნო იქნებოდა, რომ ეთქვათ, დედას ჰგავხარო. ჩემს ცხოვრებაში მამა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ყოველთვის მინდოდა, მისი მსგავსი ვყოფილიყავი. როცა მეუბნებოდნენ, რომ ხასიათით ან გარეგნობით მას ვგავდი, დიდ სიამაყეს ვგრძნობდი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ირმას ჩემს ცხოვრებაში შეუცვლელი ადგილი უკავია და საუკეთესო დედაა. თუმცა გოგონებს ხშირად აქვთ მამებთან გამორჩეულად თბილი ურთიერთობა და მეც ასე ვარ.
Rating

რატომ არ გახდა მომღერალი

- მომდევნო ფოტო, სავარაუდოდ, პირველი ოჯახური ფოტოა.
- ფოტოზე, თუ არ ვცდები, ცხრა თვის ვარ. ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. გასული საუკუნის 90- იან წლებში, როცა უშუქობა და უმუშევრობა იყო, საღამოობით მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ და ირმა და რეზო მღეროდნენ. ასე სიმღერით გადავიტანეთ მძიმე წლები.
Rating
- გული გწყდება სიმღერის ნიჭი რომ არ გაქვს?

- რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ სიმღერა ისე კარგად არ შემიძლია, როგორც ირმას. მე და ჩემი და მუსიკალურები ვართ და ორივე ვმღერით. მაგრამ არასდროს მიფიქრია, მომღერალი გამოვსულიყავი. ირმას ფონზე მომღერალი რომ ხდები, ძალიან კარგად უნდა მღეროდე. როცა საშუალო დონის მონაცემები გაქვს, მომღერლობაზე არ უნდა იფიქრო. ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, კარგად სიმღერა რომ შემძლებოდა. შეიძლება ჩემმა ან სალომეს შვილმა იმღეროს.
- რომელ სკოლაში სწავლობდი?
- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. სკოლის მეგობრებთან დღემდე ძალიან ბევრ დროს ვატარებ. არაჩვეულებრივი კლასი გვყავდა, მეგობრული და ძალიან შეკრული. ყველა კარგად სწავლობდა. ერთმანეთისთვის ეს კარგი სტიმული იყო. ამ ფოტოზე მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ელენე გოლოვაჩოვა ვართ. ელენე ჩემი ცხოვრების ნაწილია. ცხრა დღეა ჩვენ შორის სხვაობა და დაბადებიდან ერთად ვიზრდებით. არც ერთი დღე და მნიშვნელოვანი მოვლენა არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, ერთად რომ არ ვყოფილიყავით. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით.
Rating
- მომდევნო ფოტო როდის გადაიღე?

- მე და ნინო მიქაძემ სურათი სტამბოლში, ლურჯ მეჩეთში გადავიღეთ. მეგობრები - მე, ნინო მიქაძე და ბაია გადაბაძე სტამბოლში ჯაზფესტივალზე ვიყავით, სადაც რობერტ პლანტის კონცერტს დავესწარით. დაუვიწყარი კონცერტი იყო. თუმცა ჩვენთვის სტამბოლში გასეირნებაც დაუვიწყარი იყო. ბაია და ნინო რადიოში გავიცანით. სულ ვამბობ, რადიო ''უცნობმა'' ჩემს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. რადიოში პროფესიულადაც გავიზარდე და საუკეთესო მეგობრები შევიძინე. ნინო მიქაძე, ნუცა კანდელაკი, ნათია გამცემლიძე, რომელიც ახლა მეორე ბავშვს ელოდება, მაკა ცინცაძე, ნინო ქვათაძე. ამ ადამიანებთან დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთის შვილების ნათლიები ვართ. მიხარია, რომ რადიო ''უცნობმა'' ასეთი დადებითი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში.
Rating
როგორ გახდა ''მეცხრე არხის'' საინფორმაციოს წამყვანი

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი?
- ბექა ნაცვლიშვილი ერთ-ერთ კონცერტზე გავი
ცანი. მუსიკა ორივეს გვიყვარს. მე და ბექა უკვე სამი წელია, ერთად ვართ.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- პოლიტოლოგია. ლექციებს კითხულობს.
Rating
- ბავშვს რა დაარქვით?

- ჩემი შვილი რეზიკო ნაცვლიშვილია. მე და ბექას ერთად გადაღებული ბევრი ფოტო არ გვაქვს. ქორწილიც არ გადავიხადეთ. არ გვინდოდა. თავდაპირველად ჯვარი დავიწერეთ. ხელის მოწერა კი დროებით გადავდეთ. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, ხელის მოწერის დიდი ხნით გადადებამ მოგვიწია და ეს ფოტო ჩვენი ხელის მოწერის დღეს არის გადაღებული. ფოტოზე ცხრა თვის ფეხმძიმე ვარ. ფეხმძიმობის პერიოდი არასდროს დამავიწყდება. მთელი ცხრა თვე ვემზადებოდი და ვფიქრობდი ბავშვზე. ბოლო წუთამდე არ მინდოდა მშობიარობა, რადგან საოცრად სასიამოვნო იყო იმის განცდა, რომ ჩემი პატარა სულ ჩემთან იყო თვეების განმავლობაში. ბავშვის დაბადებამ ჩვენი ცხოვრება სულ შეცვალა. ალბათ სამსახურისთვის თავის დანებება მომიწევდა, დედამთილი რომ არ დამდგომოდა გვერდით. ძალიან გვეხმარება. სულ რეზიკოს გვერდითაა და ჩვენც ყველანი მშვიდად ვართ. რეზიკოზე ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია. შვილი ყველა დედას უყვარს. ჩემთვის ეს გრძნობა შეუდარებელია. ირმა არაჩვეულებრივი ბებიაა. რეზიკოს სულ ეთამაშება და სიმღერებს უმღერის. მასთან ერთად გადაღებული უამრავი ფოტო აქვს. გამიხარდება, თუ რეზიკო კარგი მომღერალი გამოვა. მასთან ურთიერთობის დეფიციტი სულ მაქვს, მაგრამ სხვა გამოსავალი დღეს არაა. კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი საათი თუ არ იმუშავე, შეუძლებელია, რომ უზრუნველყოფილი იყო. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში მისი დატოვება მიწევს. ჯერ პატარაა, ორი წლისაა, მაგრამ ტელეეკრანზე რომ მხედავს, უხარია.
Rating
- ქორწილის გადახდა რატომ არ გინდოდათ?

- გადავწყვიტეთ სამოგზაუროდ წავსულიყავით და პრაღაში ჩავედით ჩემს დასთან.
- როგორც ვხვდები, ჟურნალისტობა ძალიან გინდოდა.
- ჟურნალისტობა ბავშვობიდან მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ განათლებით ფსიქოლოგი ვარ, 13 წლიდან რადიოში ვმუშაობდი. მთლიანობაში რადიოში 11 წელი ვიმუშავე. ჯერ იყო პირველი რადიო, მერე რადიო ''უცნობი''. ერთი თვის წინ კი ''მეცხრე არხის'' საინფორმაციოს უფროსმა იმედა დარსალიამ საინფორმაციოს წამყვანობა შემომთავაზა და სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს ამბავი ისე მივაწოდო, როგორც სინამდვილეში მოხდა. ამის ძალიან კარგ საშუალებას იძლეოდა რადიო და ახლა უკვე ''მეცხრე არხი''. საინფორმაციოს წამყვანობამდე ეკა ბერიძესთან ვმუშაობდი, ვისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ეკასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.
- ეკა ბერიძის გადაცემაში რას საქმიანობდი?
- გადაცემის პროდიუსერი ვიყავი. ასევე ძალიან დატვირთული და საინტერესო სამუშაო პროცესი იყო.
- ღია ეთერი ალბათ ძალიან რთულია.
- რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მარტივია, როდესაც კარგი უფროსი და კვალიფიცირებული პროდიუსერები გყავს. გადაცემაზე უნდა მუშაობდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე. ამ ყველაფრის ძალიან კარგი ტანდემია ''მეცხრე არხზე''.
- როგორ აფასებენ შენს წამყვანობას ახლობლები?
- ყველა ძალიან კრიტიკულია. განსაკუთრებით დედა. თანამშრომლებიც, ლუბა ელიაშვილი და იმედა დარსალიაც კრიტიკულები არიან, მაგრამ სწორედ ის მომწონს, რომ მათი კრიტიკა ყოველთვის რჩევის სახითაა მოწოდებული. ეს თავისუფლებაა იმის საფუძველი, რომ არხზე თავი კომფორტულად ვიგრძნო. ყველა ცდილობს, რომ გასწავლოს და შენიშვნებს არ გაძლევენ. ეს ძალიან დიდი პლუსია.
- მომდევნო ფოტო როდის გადაიღე?
Rating
- სტუდიაში გადაღებული ფოტო ძალიან მიყვარს, რადგან ეს ჩემი პირველი ეთერის სამახსოვრო ფოტოა ''მეცხრე არხის'' ეთერში. ძალიან ვნერვიულობდი. არც ერთი საკითხი არ მახსოვს, რაც იმ დღეს გავაშუქე. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ პირველმა ეთერმა კარგად ჩაიარა. ამაში დიდი წვლილი ჩემს კოლექტივს მიუძღვის. მათი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა