18 ივნისი, 2014
''სადაც ჩავალ, იქაურ ქალებს გემო ხომ უნდა გავუსინჯო?!''
თქვენ უნდა გენახათ, რა ხდებოდა დარბაზში ჩემი გამოსვლის დროს ბორის ბედიას არ უყვარს ნიღბით ცხოვრება, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მომღერლის პირდაპირობა ბევრს არ მოსწონს და გაუნაწყენდებიან ხოლმე. ბორისი ''ჯიდიესის'' პროექტის ''ერთი ერთში'' მონაწილე გახლდათ, თუმცა ნახევარფინალს გამოეთიშა. ის ჩვეული გულახდილობით მოგვიყვა, რა არ მოეწონა ამ პროექტის მიმდინარეობისას.

- ჩემი ნომრებით კმაყოფილი ვარ. რასაკვირველია, ჟიურის შეფასებებით უკმაყოფილო გახლავართ, მაგრამ არ ვიბოღმები. მთელი საქართველო გვისმენს და ჩემი მსმენელისთვის მომავალშიც მაქსიმალურად დავიხარჯები. პროექტში ერთი მუსიკალური ფალში არ
მქონია. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ. შევადარე ჩემი თავი რუსული პროექტის სხვა მონაწილეებს. რუსულ ''ერთი ერთში'' ფრედი მერკური ისე ცუდად იმღერა ერთმა მონაწილემ, გამიკვირდა. საერთოდ გარტყმაში არ იყო და მაინც მაღალი ქულები დაუწერეს, ჩვენს პროექტში მე მართლა ერთი ერთში ვიმღერე და დაბალი ქულები დამიწერეს.
- ცნობილია, რომ ქართველი მაყურებელი მკაცრია და ამას შეჩვეული უნდა იყო.
- მკაცრია, მაგრამ თქვენ უნდა გენახათ, რა ხდებოდა დარბაზში ჩემი გამოსვლის დროს. საგულშემატკივროდ ჩემი მხარდამჭერებიდან ბევრი არ მოდიოდა, ჩემი კონკურენტების მხარდამჭერები უფრო მეტნი იყვნენ, მაგრამ ჩემი გამოსვლისას ემოციებს ვერ მალავდნენ.
- ფიქრობ, რომ ''ერთი ერთშის'' ქართული პროექტის ჟიური მკაცრია?
- მგონია, რომ საქართველოში არავისზე ნაკლები ჟიურის შერჩევა არ შეიძლებოდა.
- სისი სამისა და ზაკ რისის ჟიურიში ყოფნა არ მოგწონს?
- სასურველი იქნებოდა, საქართველოშივე შეერჩიათ მუსიკალურად მაგარი ჟიური. პროექტში ქართული და რუსული სიმღერებიც სრულდება და უცხოელი მათ ვერ შეგიფასებს.
- სამწუხაროა, რომ რამდენჯერმე სიმღერის ტექსტი დაგავიწყდა.
- ტექსტი მხოლოდ ერთხელ, ლუ ბეგას შესრულებისას დამავიწყდა. სიმართლე გითხრათ, ეს მომღერალი მაინცდამაინც არ მიყვარს. არც მისი სიმღერები მომწონს. მე ცოტა სხვა მუსიკას ვუსმენ. ლუ ბეგას ორი სიმღერა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დავიბენი და ორი სიმღერის ტექსტი ერთმანეთში ამერია. სცენაზე დიდი ხანია ვდგავარ და ვიცი, მსგავს შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთო. ცეკვის ხარჯზე გამოვიყვანე ნომერი. ძალიან ცუდი ნომერიც არ ყოფილა. დანარჩენ ნომრებში ყველაფერი კარგად იყო.
- შეიძლება ითქვას, პროექტში ''გაგიმართლა'' და ქალის შესრულებამ მოგიწია.
- ლელა წურწუმიად ყოფნას კაცის პირობაზე თავი კარგად გავართვი. დავამუღამე ქალური მოძრაობები. რთული ყოფილა ქალობა. თავიდან ბოლომდე რომ გაგპარსავენ, ეგ ყველაზე რთული იყო. მეორე სირთულე მაღალი ქუსლებით სიარული გახლდათ. თან დარბაზში კიბეებზე ფეხსაცმელი სრიალებს. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ წავქცეულიყავი. მაგრები ხართ ქალები, მაღალი ქუსლებით თავისუფლად რომ დადიხართ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ქალები კაცებზე ბევრად მაგრები ხართ.
- ქალები მამაკაცებზე მაგრები რომ ვართ, ამ ჭეშმარიტებას ლელა წურწუმიას სიმღერის შესრულებისას მიხვდი?
- ნამდვილად, და ქალი ამოუცნები ფენომენია თავისი ამოუცნობი სირთულეებით.
- ''ერთი ერთში'' კონცერტებს ხშირად ესწრებოდა სოფო ბედია შეყვარებულთან ერთად. ისინი როგორ აფასებენ პროექტში შენს მონაწილეობას?
- ჩემი დაც ფიქრობს, რომ ჟიურის წევრები ჩემთან მიმართებით მკაცრები იყვნენ. ფრედი მერკური, ვალერი მელაძე მართლა ერთი ერთში ვიმღერე და ძალიან დიდ ქულებს ვიმსახურებდი. ბასკოვის რა, ცუდი ნომერი მქონდა? მთელი დარბაზი ამყვა, მაგრამ შვიდიანები და რვიანები დამიწერეს.
- ზოგადად კონკურსებში არავინ რჩება ბოლომდე კმაყოფილი, გამარჯვებულის გარდა… ...
- სცენაზე გასვლის დროს ერთი ნერვიც არ მიტოკდება. მე ვარ საკონცერტო მომღერალი და მინდა, ხალხმა მომისმინოს. ''ჯეოსტარში'' მარინა ბერიძე მეუბნებოდა, სცენაზე რომ გამოდიხარ, ამბიციური სახე გაქვს, თითქოს ამბობ, მოვედი და მომისმინეთო. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ბორის ბედიას არავისი შესახვეწი არ სჭირს. სცენაზე რომ გავდივარ, ხმის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არასდროს მიღალატებს. როდესაც ბებერი ვიქნები და სიმღერის თავი არ მექნება, ნამუსს ვიქონიებ და წავალ. ზოგიერთ მომღერალს, ერთ რაღაცას რომ ვერ იკავებს, მაინც აქვს ამბიციები, ბოროტულად იქცევა და ცდილობს, ნიჭიერი ახალგაზრდები გაყაროს. გვარსა და სახელს არ დავასახელებ. მე მათგან განსხვავებით ნამუსი მეყოფა, სახლში დავჯდები და ბავშვებს მოვამზადებ.
- როგორც ვიცი, არ ეწევი და არ სვამ. რას აკეთებ იმისთვის, რომ დიდხანს იდგე სცენაზე?
- ასევე კარგია გოგონებთან ურთიერთობა და ვარჯიში. მადლობელი ვარ ''ეტალონის'' წამყვან გოჩა ტყეშელაშვილის. ერთი პერიოდი ძალიან მსუქანი ვიყავი და იგი იმდენს მელაპარაკა, ვარჯიში კარგიაო, რომ ტვინში ჩამიჯდა, დღემდე სულ ვვარჯიშობ და მინდა, მას დიდი მადლობა ვუთხრა.
- პროექტში ერთი არაქართველი გოგონა გგულშემატკივრობდა აქტიურად.
- ლარაჩკა ძალიან მაგარი გოგონაა. ყველგანაა კარგი და ცუდი ადამიანი, მაგრამ უკრაინაში ასეთი წესიერი ადამიანი თუ შემხვდებოდა, ვერ წარმომედგინა. ჩვენ შორის ძალიან დიდი სიმპათია და ურთიერთპატივისცემაა. ლარაჩკა ახლა უკრაინაშია. ლექტორად მუშაობს. მარკეტინგის მენეჯმენტს ასწავლის. გვარად სტროკინაა. სტროკი ქართულად ნოტს ნიშნავს. გვარიც კი მუსიკალურად ჟღერს. ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ. მინდა, კარიერას მივხედო. უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობ.
- ლარისას მიმართ დიდი სიმპათიები კი გქონია, მაგრამ მანდილოსნებისკენ თვალი ინტერვიუს დროსაც გაგირბის.
- ქალს უნდა გახედო, აბა, რა. თვალებით რომ გამოუცხადო ქალის სილამაზეს დიდი პატივისცემა, ამაში ცუდი რა არის? მაინცდამაინც აუცილებელი ხომ არაა, მასთან ფიზიკური კავშირი დაამყარო.
- ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ შენი და ქალების ურთიერთობაზე.
- მაგას რა სჯობს. კიდევ კარგი, კაცებთან ურთიერთობაზე არ ლაპარაკობენ. სამწუხაროდ, საქართველოში ქალების მოყვარული კაცების დეფიციტია…, ტრადიციები გაუფასურდა. დღეს ერთი უყვართ, ხვალ - მეორე. ჩემი აზრით, ასე ''სლაბი'' ადამიანები იქცევიან. თუ გიყვარს, ე.ი. ის მთელი ცხოვრება შენ გვერდით უნდა იყოს და თუ არ გიყვარს, მაშინ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვი.
- ბოლოს როდის თქვი, რომ გიყვარს?
- სიმართლე გითხრათ, ქალისთვის არასდროს მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი. რომ მეთქვა, არაკაცი ვიქნებოდი. არ მიყვარდა და რატომ უნდა მომეტყუებინა? თამარელაზეც რომ ამიგორეს სკანდალი, არ მიყვარდა ის ადამიანი და არც მას ვუყვარდი. მეგობრული დამოკიდებულება და პატივისცემა გვქონდა ერთმანეთის მიმართ. მე არ ვიცოდი მისი მენტალიტი. ძალიან ახლოს ხანდახან და-ძმა არ იცნობს ერთმანეთს. მასზე უბრალოდ ვთქვი, ჩემი გოგონა არის- მეთქი. რუსეთსა და უკრაინაში ამბობენ, ჩემი ქალიაო და ეს ჩვეულებრივ ესმით და საქართველოში სხვანაირად გაიგეს. ვაღიარებ, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ცუდადაც არ მითქვამს. მან აღიქვა, რომ ვთქვი, ჩემი კახპა არის-მეთქი და ეს ნამდვილად არ მიგულისხმია.
- მას მერე არ შეხვედრიხარ?
- არა, რას ამბობ. ქუჩაში რომ შემხვდეს, შეიძლება, მეორე მხარეს გადავიდე, თავში რამე არ ჩამარტყას. ზოგი ცოტა ''წვეტიანი'' გაგებისაა.
- ხშირად ვრცელდება ამბები შენს სასიყვარულო თავგადასავლებზე.
- აბა, როგორ, სადაც ჩავალ, იქაურ ქალებს გემო ხომ უნდა გავუსინჯო, ისე როგორ შეიძლება?!
- როგორ ფიქრობ, როდის შეიძლება, დამთავრდეს შენს ცხოვრებაში ეს პერიოდი?
- ეს რომ დამთავრდება, მაშინ ალბათ ჩემს სამძიმარზე მოხვალთ. თქვენ გჯერათ, რომ მამაკაცი, რომელსაც ქალები ძალიან უყვარს, ცოლს რომ მოიყვანს, მასთან ურთიერთობას დასჯერდება? რატომ უნდა ვითამაშოთ და ვიაფერისტოთ? ჩემს თავს ვუსურვებ, ღმერთმა ისე შემაყვაროს ვინმე გოგო, რომ მის გარდა ვერავის ვხედავდე. ითხოვე და მოგეცემაო, ხომ ამბობენ და მეც ალბათ, მომეცემა ასეთი სიყვარული.

ჟურნალი ''რეიტინგი''
მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
???
კარგი რა, ერთი ჩვეულებრივი ბანძი ბიჭი ხარ. გამოვიდა აქ მაჩო... იმ დღეს მაგალითად შემოვიდა ერთ-ერთ დაწესებულებაში და დარეზერვებულ მაგიდაზე დაჯდა, აქაოდა "ზვეზდა" ვარო. მივიდა ოფიციანტი და გამოაბუნძულა, სახე უნდა გენახათ, როგორ აკადრეს :D
15:24 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
აი ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსი. სოფლელი ხეპრეები რომ ჩამოეთრივნენ ქალაქში.ალბათ მისი დაც ასე ფიქრობს- დარწმუნებული ვარ საწყალ მის ყოფილ ქმარს არ ექნება ნაღალატევი მისთვის ზატო სოფუშკამ ხო მისცა ქვეყანას... არ შეიძლება რაა.... (აბა, როგორ, სადაც ჩავალ, იქაურ ქალებს გემო ხომ უნდა გავუსინჯო, ისე როგორ შეიძლება)-- ფუუუ
09:36 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ეს დალაგებული ადამიანი მეგონაა... ვერ ყოფილა სრულ ჭკუაზე. რეებს ბოდიალებ ბიჭოოო
00:17 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ფუფფფ, ამას ვინ აძლევს? !
22:09 / 18-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
რაღაც აბდაუბდას ლაპარაკობ,ტრადიციას ვიცავო...შენთვის ტრადიცია მხოლოდ ცოლის ღალატია? მართლა ვერაფერი გავიგე და საერთოდაც განათლება,შინაგანი კულტურა გაკლია,ამას ცუდად არ გეუბნები უბრალოდ გაითვალისწინი მინდა და ბევრ ბოდვას მოეშვა,ისეთები მაინც ილაპარაკე ხალხს მოეწონო,თუ არა და გააჩერე ენა საერთოდ
15:29 / 18-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS