03 ივნისი, 2013
''შალვა ნათელაშვილი თავის შვილს უმადლოდეს , რომ ბევრ რამეს არ ვამბობ''
შეიძლებოდა, პოლიტიკური დაკვეთა რომ შემესრულებინა, ჩემი მატერიალური მდგომარეობა ასი ათასით გაზრდილიყო, რაზეც, რასაკვირველია, უარი ვთქვი. ამიტომ ჩემმა ძმამ ბოლომდე მოიხადა სასჯელი. პოლიტიკოსი კახა ძაგანია არჩევნების შემდეგ ძალიან დათრგუნვილი იყო, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ძალიან ცოტა ხმა აიღო. მოულოდნელად თავის ლიდერზე, შალვა ნათელაშვილზე ისეთი რამ გაიგო, რომ მორიგი ტრავმა მიიღო. გულდაწყვეტილია, რომ ადამიანს, რომელთან ერთადაც თხუთმეტი წელი იბრძოდა, როგორც აღმოჩნდა, არ იცნობდა.

ხშირად მესიზმრება რომ წყალბურთს ვთამაშობ
- დედაჩემს, ნანა ძაგანიას, თავისი ბიზნესი აქვს. პროფესიით ფიზიკოსია. ლექციებს
კითხულობს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მამაც ფიზიკოსია, წლების განმავლობაში ანალიზხელსაწყოში მუშაობს.
Rating
- როგორც ვხვდები, ისინი პროფესიამ შეახვედრა ერთმანეთს.

-ორივე ერთ ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტები იყვნენ, რომ შეუღლდნენ.M მყავს ერთი ძმა, ბექა, რომელიც ძალიან ცნობილი ჩოგბურთელი იყო. ახლა საფრანგეთში, ნიცაში ცხოვრობს. პოლიტიკური დევნილია. ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო ციხეში ჯდომამ მოუწია. ძმის მეშვეობით უნდოდათ, ზეგავლენა მოეხდინათ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეკვეთები შესრულებული არ იქნა და ამის გამო ციხეში იჯდა. შეიძლებოდა, პოლიტიკური დაკვეთა რომ შემესრულებინა, ჩემი მატერიალური მდგომარეობა ასი ათასით გაზრდილიყო, რაზეც, რასაკვირველია, უარი ვთქვი. ამიტომ ჩემმა ძმამ ბოლომდე მოიხადა სასჯელი.
- რამდენი წელია, ნიცაში ცხოვრობს?
- ორი წელია, საფრანგეთში წავიდა ცოლ-შვილთან ერთად. ფრანგებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცეს.
- ამ დროის განმავლობაში არ გინახავთ?
- ერთხელ ვიყავი ჩასული. ძალიან მინდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ვახერხებ ხშირად ნახვას. ძირითადად ინტერნეტით ვკონტაქტობთ.
Rating
- შემდეგ ფოტოზე რამდენი წლის ხართ?

- მახსოვს, იმ დროს ოქტომბრელი ვიყავი. 30-ე სკოლაში ვსწავლობდი. ამ სკოლაში იმიტომ შემიყვანეს, რომ მამაც და ბაბუაც იქ სწავლობდნენ. ბიძაჩემიც ამ სკოლაში დადიოდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვაჟთა სკოლა იყო. ოჯახური ტრადიციაა.
- მშობლების გავლენით ფიზიკას კარგად ისწავლიდით.
- ფიზიკასაც და ქიმიასაც ძალიან კარგად ვსწავლობდი. პარალელურად წყალბურთზე დავდიოდი. ბოლო ორი წელი სპორტულ სკოლაში გადამიყვანეს. სკოლა დავამთავრე და ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მინდოდა, მსუბუქ მრეწველობაში მემუშავა, მაგრამ მერე ეროვნული მოძრაობა დაიწყო. მე და ჩემი სამეგობრო ამ მოძრაობაში ვმონაწილეობდით, მაგრამ ასაკის გამო აქტიურად ვერ ვიყავით ჩართული. უბრალოდ, თანაზიარნი ვიყავით იმ მოძრაობის, რომლის სათავეშიც იყო მაშინდელი ეროვნული მოძრაობა. მერე სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, რაშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია. უცხოეთში წავედი. ტალინში ჩემი მეგობარი ბიზნესით იყო დაკავებული. ექვსი თვე ტალინში ვცხოვრობდით. ჩამოვედი და აფხაზეთის ომში გავიპარე. მოხალისედ წავედი. პირველ ბრიგადასთან ერთად ვიყავი.
Rating
- ფოტო წყალბურთის გუნდთან ერთად გაქვთ გადაღებული. ეს სპორტი რატომ აირჩიეთ? პოლიტიკოსი

-თავიდან ცურვაზე დავდიოდი. ცურვაზე სიარული ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მინდოდა, ძმის მსგავსად მეც ჩოგბურთზე მევლო. მერე ცურვიდან წყალბურთზე გადავედი ჩემი სურვილით.
- როგორც ინტერვიუმდე მითხარით, წარმატებული წყალბურთელი იყავით.
- საქართველოს ჩემპიონები გავხდით, იუნიორების საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც მოვხვდი და ბევრ შეკრებაზე დავდიოდით. ეშერაში ძალიან კარგი ბაზა იყო. საბჭოთა კავშირში ბევრ ქვეყანაში დავდიოდით და სხვადასხვა სოციალისტურ ქვეყნებში გვქონდა შეჯიბრებები. იმ ასაკში, როდესაც წყალბურთს ვთამაშობდი, შეიძლება ითქვას, წარმატებული წყალბურთელი ვიყავი. მერე ქვეყანაში არეულობა დაიწყო და აღარავის ახსოვდა წყალბურთი.
- ახლა კიდევ თამაშობთ ხოლმე?
- დიდი ხანია, არ მითამაშია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხშირად მესიზმრება, რომ წყალბურთს ვთამაშობ. ახლაც ვმეგობრობ ჩემს თანაგუნდელებთან. სურათი სტუდენტობის დროს გვაქვს გადაღებული.

როდის ჩამოეხსნა შალვა ნათელაშვილს ნიღაბი
- მომდევნო ფოტო როდის გადაიღეთ?
- კლასელები და უბნელები სოჭში დასასვენებლად წავედით. კავკასიელი მამაკაცები ძალიან პოპულარულები ვიყავით. ჩემზე არ ვამბობ. ზოგადად კავკასიელ მამაკაცებზე ვსაუბრობ.
Rating
- თქვენ არ იყავით პოპულარული?

- უხერხულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, ისეთივე პოპულარული ვიყავი, როგორიც ყველა ქართველი მამაკაცი. აფხაზეთის ომის შემდეგ ტალინში წავედი. რაღაც პერიოდში პოლონეთში, გერმანიასა და თურქეთში ვცხოვრობდი. ჩემი ძმა ჩოგბურთს თამაშობდა და მეც მასთან ერთად ვიყავი. ხან ჩემი ძმის მწვრთნელი ვიყავი, ხან სპორტული მენეჯერი. პოლონეთში ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, ქიმიურ სამრეწველო კომპანიაში. ამ ორგანიზაციაში როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირში მცხოვრები, ისე ვმუშაობდი. თურქეთში სპორტული კუთხით მქონდა სამუშაო. საქართველოში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე, იურისპრუდენცია შემესწავლა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე და პარალელურად შალვა ნათელაშვილთან ფრაქციაში ვიყავი.
- შალვა ნათელაშვილი ხშირად ამბობს, რა მინდოდა პოლიტიკაში, ეს რა რთული რამე ყოფილაო. თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
- პოლიტიკოსობა რთულია, მაგრამ აზარტულია. მე თუ მკითხავთ, პურის გამოცხობაც რთულია და ამიტომ პური აღარ უნდა გამოვაცხოთ? უბრალოდ, პოლიტიკაში ადამიანები ხშირად ავლენენ ისეთ თვისებებს, რომელიც გულს გტკენს და გაღიზიანებს. ადამიანის ცუდი მხარე პოლიტიკაში უფრო მჟღავნდება. რთულია პოლიტიკოსობა, მაგრამ მაინც უნდა აკეთო ის საქმე, რაც გასაკეთებელია.
Rating
- არჩევნების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა თქვა, თანამებრძოლებმა გული მატკინესო.

- (იცინის) არჩევნებამდე მე სულ სხვა შალვა ნათელაშვილს ვიცნობდი. მასთან ერთად უამრავი ფოტო მაქვს გადაღებული. კაცური სიყვარული გვქონდა, თანამებრძოლები, თანამოაზრეები ვიყავით. არჩევნების მერე ასეთ შალვა ნათელაშვილს მე აღარ ვიცნობ. ისეთი რაღაცები გამომჟღავნდა, რომ შოკიდან დიდხანს ვერ გამოვალ. შეიძლება ვინმე დადის შალვა ნათელაშვილის გვარით და სახელით, მაგრამ ის არაა, ვისაც მე ვიცნობდი. რამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი, რომ თანამებრძოლებს ასე მოქცეოდა, არ ვიცი.
- როდის მიხვდით, რომ ლეიბორისტულ პარტიაში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მანამდე გეგონათ?
- როდესაც დავინახე, რომ პარტიაში შემოვიდნენ ისეთი საეჭვო პირები, რომლებიც მანამდე შემჩნეულები იყვნენ პოლიტიკურ ვაჭრობაში. მაშინ წავიდა ჩვენი ურთიერთობა ნეგატივისკენ.
- თქვენ ნახეთ ამ ყველაფრის დამამტკიცებელი საბუთები?
- საბუთებიც ვნახეთ და ის ხალხიც, პირზე დაადგნენ შალვას და ყველაფერი თქვეს, რომელ სასტუმროში შეხვდნენ და ვინ იყო შუამავალი. მე ვიცნობდი კაცს, ვაჟკაცს, მებრძოლს, ქართველს, მოყვასის მოყვარულ ნათელაშვილს, ქვეყნისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გამწირავს. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის უკან სულ სხვა რამ იდგა. მე ბოდიშიც მოვუხადე ხალხს, საზოგადოებას ვუთხარი, რომ არ მცოდნია ვისთან ერთად ვიდექი. მე ძმა გავწირე. შუამავლები მეუბნებოდნენ და მეკითხებოდნენ, რას შვრები, ძმას სწირავ შალვას გამოო. ვუთხარი, შალვა არაფერ შუაშია, ღირსება დგას ამ ყველაფრის უკან-მეთქი. იმ თანხის გამო, რასაც მთავაზობდნენ, ღირსებას არ დავკარგავდი. ამ ყველაფრის მერე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო. ჩვენ ხომ თხუთმეტი წელი ერთად ვიბრძოდით.
Rating
-როგორც ფოტოებიდან ჩანს, მის შვილთან კარგი ურთიერთობა გაქვთ.

-ბექა ნათელაშვილი ძალიან მიყვარს. შალვა თავის შვილს უმადლოდეს, რომ კიდევ ბევრ რამეს არ ვამბობ. არ მინდა ზიანი მივაყენო ბექას. ის ტრავმა, რაც მამამისმა მომაყენა, არ მინდა, ბექას მივაყენო თუნდაც ჩემი გულახდილი საუბრით და კიდევ ბევრ რამეს არ ვამბობ, რაც იყო და როგორც იყო.
- ვანო მერაბიშვილის დაჭერაზე რა აზრის ხართ?
- ხელისუფლებამ საზოგადოების უკმაყოფილება იგრძნო და იმიტომაც დაიჭირა ვანო მერაბიშვილი. ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო საზოგადოებრივ წნეხს, რომელიც აბსოლუტურად სამართლიანი იყო. არა მარტო ახალაია, არამედ რეჟიმის ყველა წარმომადგენელი უნდა დასჯილიყო. ყველაფერზე პასუხისგება ალბათ ვერ მოხერხდება, რადგან ბევრი საქმის მოწმე არ არსებობს, მაგრამ ძალიან კარგია, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო, რადგან ხალხში მუსირებდა აზრი, რომ ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებდა.
- შალვა ნათელაშვილი ყოველთვის ამბობს, რომ ივანიშვილი და მერაბიშვილი ერთად არიან.
-არანაირად არ ვეთანხმები შალვას იმ მოსაზრებას, რომ ეს ორი პოლიტიკური ჯგუფი ერთადაა. თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავეებისგან შედგებოდა და არ შეიძლება, პოლიტიკური ჯგუფი ვუწოდო. ''ოცნებაში~ პოლიტიკოსები არიან გაერთიანებული. ამიტომ თუნდაც ამ ნიშნით გავმიჯნავ ''ოცნებას~ და ''ნაციონალებს~. ''ნაციონალები'' აშკარად დამნაშავეების ჯგუფია, რომელიც ცხრა წელი ანგრევდა ქვეყანას.

როდის აპატიებს ხალხი პოლიტიკოსებს შეცდომას
- ვის ენდობით ქართულ პოლიტიკაში?
- რასაც პოლიტიკაში ყოფნისას დავაკვირდი, ყველაზე მეტად ხალხთან უნდა იყო და მათ უნდა ენდო. ხშირად ყოფილა, რომ ხალხს ჩვენი მიტინგზე გასვლა მოუთხოვია, მაგრამ გვითქვამს, თქვენ ცდებით, ხალხო, ახლა მიტინგზე გასვლის დრო არააო. შეიძლება ხალხი ცდებოდეს, მაგრამ შენ თუ ხალხის გვერდით იდგები, გაპატიებენ. თუ გულწრფელი ხარ, მაშინ გაპატიებს. ამიტომაც მოვუხადე ბოდიში ხალხს, მეგობრებს და ჩემი ოჯახის წევრებს, რომ შეცდომაში შევიყვანე ისინი ჩემი შალვას გვერდით დგომით. როცა შეცდომას გულწრფელად აღიარებ, ხალხი ყოველთვის გაპატიებს, მაგრამ თუ რეპუტაცია დაკარგე, ეს უკვე დასასრულია. რეპუტაციადაკარგული პოლიტიკოსი რეიტინგს ვერასდროს აღიდგენს. ამიტომ ვცდილობ, რეპუტაცია არ დავკარგოთ. შეცდომა შეიძლება, ყველას მოუვიდეს. პოლიტიკოსების შეცდომა უფრო მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე. მაგრამ ეს შეცდომაც არ უნდა იყოს ანგარებიანი და შენს კეთილდღეობაზე გათვლილი შეგნებული დანაშაული. რასაც აკეთებდა და აკეთებს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი.
- შალვა ნათელაშვილთან აღარ გისაუბრიათ?
- შალვა ნათელაშვილს მე 2013 წლამდე ვიცნობდი.
Rating
- მეუღლე პროფესიით ჟურნალისტია, მომდევნო ფოტოზე მასთან ერთად ხართ.

- ნინო თავიდანვე ძალიან მომეწონა, მაგრამ ცოლად გაცნობიდან რამდენიმე წლის მერე მოვიყვანე. ცოტამაწვალა. ჭკვიანი და მოსიყვარულე მეუღლეა. მას აქვს ის თვისებები, რომელიც ქართველ ქალს უნდა ჰქონდეს. უყვარს და შეუძლია მართოს ოჯახი. ჩემი საქმიანობის გამო ოჯახს ხშირად ყურადღებას ვერ ვაქცევ და ნინო ამ ტვირთს ძალიან კარგად უძღვება. შეიძლება ითქვას, ამ გაგებით ნინო არის ჩვენი ოჯახის მესაჭე.
- ერთი შვილი გყავთ.
- ბექა მალე ათი წლის გახდება.
Rating
- შემდეგ ფოტოზე ბექას ამეცადინებთ. ხშირად მეცადინეობთ მამა-შვილი ერთად?

- კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ტექნიკურ საგნებში ვეხმარები. მეუღლეც მუშაობს. ნინო ძალიან ჭკვიანია. შეუძლია, ძალიან კარგად მართოს მანქანა. თანაბარი რანგის მძღოლები ვართ. ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ. როცა კამათი მოგვსვლია, ყოველთვის ნინოს მხარეს იჭერენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იყო მართალი. მიხარია, ასე რომ ხდება.
Rating
- მომდევნო ფოტო როდისაა გადაღებული?

- ლეიბორისტებმა ''ეკი-ვოკში'' ვითამაშეთ და ბექა ჩემ საგულშემატკივროდ მოვიდა.
- მოიგეთ?
-რასაკვირველია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
დათო
ბატონი კახა პატივსაცემი პიროვნებაა. იმიტომაც, რომ არ გაჩერდა და ამხილა დასაშვებ ფარგლებში მთავარი "ლეიბორიტი", როცა ამის მაგივრად თანხის აღება შეეძლო. გუგავამაც ყველაფერი იცის მაგრამ უნამუსობას საზღვარი არა აქვს. შალვა. რაც და ვინც არის იმ საცოდავებმა არ იცინა ვინც მახრს უჭერს,თორემ სხვამ მეტი ვიცით შალვას უსინდისობაზე.
22:23 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰა
ისე ამ შალვას პარტიის ყოფილ და ამჟამინდელ წევრებს ერთნაირი ტონი და სიტყვის მასალა რომ აქვთ არ ამუღამებთ? მე ტონით ვხვდები რომ ლეიბორისტია. ეტყობა წესდებაში უწერიათ, ან მასწავლებელი ჰყავთ სანამ აიყვანენ. ისე მაგათი გამოსვლა მიყვარდა ვსკდებოდი სიცილით.ერთხელ ვანდოთ ამ ხალხს ქვეყანა და მთელი 4 წელი გვახარხარებენ.
08:35 / 15-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დაჯი
ნამდვილად დიდი დრო დავუთმეთ ამ კაცს. როდის ყოფილა საქართველოში მოღალატეები წაეხალისებინოთ? გაუმარჯოს ლეიბორისტულ პარტიაში დარჩენილ ე.წ. გოიმებს. მირჩევნია გოიმი ვიყო, ვიდრე მოღალატე და ცილისმწამებელი. ისე იცოდეთ დიდ ფულს ბედნიერება არ მოაქვს, ყველამ წარმოიდგინეთ, პატარა ახალგაზრდა ბიჭს დაეხმარო, ფეხზე დააყენო, ასწავლო ყველაფერი და ბოლოს მან შენზე ბინძური ჭორები ავრცელოს, იმიტომ რომ "ოცნებიდან" დიდი ფული აიღო. წარმოიდგინეთ? ვისაც ეს მოსწონს, ღმერთმა გიმრავლოთ ასეთი ახლობლები და ნათელ-მირონები.
14:53 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი ქალი
ჯიმი , ჯიმი , აჰა აჰა ჯიმი ჯიმი, აჰა, აჰა , ტაი ნანა ნა ნა ნა ნა...... მეც ვიტყვი რომ დაგინახე ივანიშვილთან შესული,დაამტკიცე რომ ვტყუი.
21:57 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მამია
ნუკუშას ნაირი წერა-კითხვის უცოდინრები რომ დარჩა შალვას ე.ი. ცუდათაა მაგათი საქმე
21:40 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS