09 მაისი, 2014
''დღეს სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებულ მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით''
უმეტესად მასეთებს გამოჰყავთ ბორდელიდან ცოლები მსახიობი თამრიკო მაყაშვილი თანამედროვედ მოაზროვნე, მაგრამ იმავდროულად ტრადიციული ქალბატონი გახლავთ, ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი ტრადიციები, რაც დღევანდელობამ ნელ-ნელა გადაშენების პირას მიიყვანა. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი სასაცილოა, თვითონ კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან მეგობრობდა, რაც შემდეგ ქალაქში სალაპარაკო თემად იქცა.

- ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ და ჩემს ოჯახში დღემდე შენარჩუნებულია სტუმრის სახლში მიღების ტრადიცია, შეიძლება არაფერი გქონდეს, მაგრამ არაა აუცილებელი, გოჭზე იქეიფო, მთავარი ერთად ყოფნა და დროის
სასიამოვნოდ გატარებაა. ხალხი ოჯახურ გარემოში სტუმრობას იმდენად მონატრებულია, რომ დაპატიჟების შემთხვევაში ყველა დიდი სიამოვნებით მოდის. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია თითქმის აღარ არსებობს, მეტიც, ბევრ ოჯახში სუფრის გასაშლელი მაგიდაც აღარ არის და პუფების დონეზე არიან დარჩენილები. მე კი მაქვს დიდი მაგიდა, რომელიც იშლება და კარგ სუფრებს მასპინძლობს. დღეს უმრავლესობა კაფეებსა და მსგავს ადგილებში იმაზე მეტს ხარჯავს, რაც სტუმრის სახლში მიპატიჟება დაუჯდება, რასაკვირველია, რესტორანი და კაფე კარგია, მაგრამ სახლში საუბარი და სტუმრის მიღება სხვაა.
- ჩვენთან მეზობლობის ტრადიცია განსაკუთრებულად აქტუალური იყო, ახლა კი თითქოს ეს ნელ-ნელა ქრება.
- ბედნიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს, რომლებიც ნათესავებზე მეტნიც კი არიან. არაფერს ვამბობ კარის მეზობელზე, რომელთანაც დაკაკუნების გარეშე შევდივარ, ანალოგიური სიტუაციაა ჩემთანაც, სადაც სახლის კარი არ იკეტება. მეტიც, არ დაგვვიწყებია სადილის მიწოდების ტრადიცია, თითქმის მთელი სადარბაზო ერთმანეთს ვუგზავნით კერძებს, მართალია, ძირითადად ძველი მეზობლები ვართ ჩვენს ეზოში, მაგრამ ვინც კი ახალი შემოგვემატა, ისინიც მეტ-ნაკლებად შემოგვიერთდნენ და მოერგნენ ჩვენს სიტუაციას. თუმცა ვიცი და გამიგია ისიც, რომ არიან ოჯახები, რომლებიც არათუ სადარბაზოს მეზობლებს, კარის მეზობელსაც კი არ იცნობენ, მე ისეთი ტიპი ვარ, სადაც უნდა ვიცხოვრო, შევაჭრი და თვითონ გავიცნობ მეზობლებს, სხვანაირად არ შემიძლია.
- როგორც ვხედავ, თქვენ მეზობლებში გაგიმართლათ, თუმცა სამეზობლოში ხშირია ჭორაობა, პირადი ცხოვრების განხილვა და ა.შ.
- ჩვენთან ყურადღება არავის მიუქცევია იმისთვის, ვინ მოვიდა ღამის 3 საათზე და ვინ დილის 9 საათზე, ჭორაობა კი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ეს მარტო მეზობელზე არაა დამოკიდებული, რადგან შეიძლება, შენი ამბავი ოჯახის წევრმა გაიტანოს გარეთ. ისე, ჭორის გარეშე ჩვენი ქალაქი არ არსებობს, ადამიანი, რომელიც თავის საქმეს არ აკეთებს, კავდება სისულელეებით და იწყებს განსჯას, ვინ ვის რა უთხრა, სად იყო და ა.შ. ამას მე ''ციგნის ფოსტას'' ვეძახი, რომელიც ყოველთვის იარსებებს, ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ხომ გაგიგიათ გამონათქვამი - ილაპარაკოს, რა, ნისკარტი მოუცვდებაო?!
- ამ ბოლო დროს წამოვიდა ყველაფერში ცუდის დანახვის ტენდენცია და მოდური გახდა გაკრიტიკება, როგორ ფიქრობთ, რით არის ეს გამოწვეული?
- ლანძღვას ამ ასპექტში არ განვიხილავ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც უმრავლესობას არ მოსწონს, ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება კი არ უნდათ. ჩვენთან თეატრში რამდენიმე მსახიობია ისეთი, რომელიც გთხოვს, შენიშვნა მისცე, გააკრიტიკო, ურჩიო, რათა უკეთ შეასრულოს თავისი საქმე, უმეტესობას კი ამას ვერ აკადრებ, რადგან ისე გიყურებენ, ფიქრობენ, შენ ვის დაჰკარგვიხარო...
დღეს ქართულ ტელესივრცეში უგემოვნოდ გაკეთებული პროდუქციის გემოვნებიანად მიწოდების ტენდენციაა, პრეტენზია მონაწილეებთან არასდროს მაქვს, ვსაყვედურობ სტაფს და მეტს ვითხოვ მათგან, ვინც გადაცემაზე მუშაობს.
- კონკრეტულად რომელ გადაცემას გულისხმობთ?
- უკან-უკან მივდივართ ნებისმიერში.Mმე ვიცი მათი პასუხი ჩემნაირი ადამიანების პრეტენზიაზე, იტყვიან, თუ არ მოგწონთ გადართეთო, მაგრამ არაა ასე, ჩემო კარგო, მე მინდა, კარგი გადაცემები გვქონდეს და ამიტომ გამოვთქვამ ჩემს აზრს. ტელევიზორის ყურებისას 7 წლის ბავშვმა არ უნდა თქვას წამყვანზე, ამას რა სჭირსო.A არადა, საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სცენოგრაფიის კარგად გაკეთება და იდეებიც აქვთ, არ შეიძლება, ერთი და იგივე ხალხი აკეთებდეს ყველაფერს.
არ მესმის, რას ნიშნავს რეიტინგი, იმას, რომ სამმა კაცმა ქუჩაში რომელიღაც გადაცემაზე რაღაც თქვა? მაგ რეიტინ-გების მიხედვით, მსახიობების პირველ სამეულში დასახელებული არიან რუსიკო მაყაშვილი, რობერტ სტურუა და ოთარიკო ეგაძე, ზუსტად გუშინ ვი #18 37 ცინოდით ამაზე, ამის შემდეგ რომელ რეიტინგზე მელაპარაკებით? გული მწყდება, რომ ასეთი კულტურისა და განათლების მქონე ერს კულტურა ნულს ქვემოთ გვაქვს, განათლებაზე აღარაფერს ვამბობ.
- ქუჩაში ხშირად ვხედავთ ბიჭებს საყურით, პირსინგით, ვიწრო შარვლით, მათი შემხედვარე საზოგადოების ნაწილი ამბობს, გადაჯიშდა ქართველი ერიო, ეთანხმებით ამას?
- მსგავსი გარეგნობის, ჩაცმულობისა და ვიზუალის ბიჭები ყოველთვის იყვნენ. პირადად მე მამაჩემის უზარმაზარი ჩექმითა და პიჯაკით რომ დავდიოდი, ხალხი შოკში ვარდებოდა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩაცმულობა ინტელექტს არ განსაზღვრავს. მამათმავლობაც ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მაშინ დაფარული იყო, დღეს კი მოდურია. ან როგორ არ იქნება მოდური, როცა დღეს სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებული მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით?! ეს მე აღმაშფოთებს. მსგავსი ორიენტაციის ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებთან, თორემ მერე და მერე, როცა ადამიანი ჩამოყალიბდება, ვისთანაც უნდა, იმასთან იურთიერთებს.
მე ვიყავი ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ტიპებთან ერთად ჩნდებოდა ქალაქში, რაც სალაპარკო ხდებოდა. მიუხედავად ამისა, არ გამიხარდება, რომ ჩემი შვილები მათ გაზარდონ. ჩემ ირგვლივ მყოფ მსგავს ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ''ავადმყოფობა'', მაგრამ დამიჯერეთ, მათთან კონტაქტისას, სუფრაზე მოხვედრისას ვერ მიხვდებით, რომ ისინი არ არიან ნატურალები, ამას ხაზს არ უსვამენ, რადგან ისინი ინტელექტუალები გახლავან. განათლებული ადამიანი არასდროს უსვამს ხაზს არც თავის წარმომავლობას, არც თავის ორიენტაციას და არც თავის რელიგიურ მრწამსს. მე წლების განმავლობაში მყავდა მეგობარი, რომელიც თურმე ბუდიზმის მიმდევარი ყოფილა და ეს ძალიან გვიან, მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ გავიგე.
- შვილებისთვის მეგობრების შერჩევის საკითხს როგორ უყურებთ?
- რასაკვირველია, გინდა, შვილი კარგ წრეში გყავდეს, ამიტომ თავიდანვე ცდილობ, კარგი ადამიანების გარემოცვაში მოხვდეს, შემდეგ კი თავად გადაწყვეტს, ვისთან უნდა იმეგობროს და ვისთან - არა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ზრდასრულობაშიც ჩავრეულვარ ამ საკითხში.
- შვილების პირად ცხოვრებაში თუ ჩარეულხართ?
- დიახ, რჩევა მიმიცია, არ დაუჯერებიათ და ცხვირით დასჯახებიან პრობლემას, მაგრამ ეს თითქმის ყოველთვის ასე ხდება. მერე კი იხსენებენ, შენ ხომ ასე თქვიო.
- ქალბატონო თამარ, მარად სადავო ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას ფიქრობთ?
- ახლა ნაკლებად ინტერესდება ხალხი, რას იტყვის მეზობელი და ამიტომ სექსუალური ცხოვრება უფრო თავისუფალი გახდა. თორემ, ვინ თქვა, 60 წლამდე მაინცდამაინც ქალიშვილი იჯექიო? ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. თუმცა დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ჩემი შვილი ქალიშვილი უნდა იყოსო. ეს ყველაფერი სისულელეა, ჩამორჩენილობა...
- არსებობენ მამაკაცები, რომელთაც მაინცდამაინც ქალიშვილი ცოლი უნდათ.
- ჰოდა, უმეტესად მასეთებს გამოჰყავთ ბორდელიდან ცოლები.
- ოჯახი ერთჯერადი ღალატის გამო უნდა დაინგრეს?
- ალბათ, არა. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ერთია, როცა ფიზიკურად გღალატობენ, რაც ჩემთვის არაფერია და მეორეა, როცა თავიდან ბოლომდე, სულით გღალატობენ.
- ფიზიკური ღალატი არაფრად მიგაჩნიათ?
- არა, ფიზიკური ღალატი დიდი კატასტროფა არაა ჩემთვის, მაგრამ როდესაც ოჯახში ურთიერთგაგება და მეგობრული დამოკიდებულებაა, იქ ასეთი რაღაცები არ ხდება. საერთოდ, ღალატობს ის, ვინც არ იცის, რას ეტაკოს. მოღალატეებს არ ძალუძთ, თქვან სიმართლე, მიუხედავად ასეთი საქციელისა, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მეორე ნახევრებზე გიჟდებიან.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლილი
თქვენამდე სხვებიც მეგობრობდნენ ეგეთ ხალხთან 30-40 წლის წინ, ქალაქში ყველამ იცოდა იმდენად ცნობილი ადამიანები იყვნენ თავიანი პროფესიული საქმიანობით და არავინ ტრაბახობდა ამით რადგან მათი ლოგინი არ იყო ჩვენი საქმე და არც არავისი.ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვცემდითპატივს. ასე რომ არც პირველი ხართ და არც უკანსაკნელი იქნებიტ,მეგობრობამ ლოგინი არ იცის.
05:01 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS