22 იანვარი, 2020
"ისეთი ნასვამიც რომ ვიყო, ფეხზე ვერ ვდგებოდე, ყოველთვის ვიშორებ მაკიაჟს" - უმშვენიერესი კესარია თავის მოვლის ხრიკებს ამხელს
კესარია აბრამიძე ყოველთვის იდეალურად გამოიყურება და მისი სილამაზე ხშირად განხილვის საგანია. კესარიას ძალიან უყვარს მაკიაჟის კეთება და ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე იცის. როგორ ახერხებს ის ყოველთვის ფორმაში იყოს და რა მაკიაჟის ხრიკები აქვს, „მარაოს“ მკითხველს უზიარებს.

როგორია შენი დილის და საღამოს რუტინა?
- სახეს ვიბან კონტრასტული, ცხელი-ცივი შხაპით. თუ დრო მაქვს, ყინულის კუბიკებსაც ვიტარებ სახეზე. როგორც წესი, სისხლის მიმოქცევისთვის ძალიან კარგია, მერე აუცილებლად ვიტენიანებ, ოღონდ დღისით მსუბუქი დამატენიანებლით. გააჩნია, რა ეფექტი მინდა, თუ გადაღებაზე არ
მივდივარ,
მაგ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიტენიანებ, თან ძალიან კარგი საშუალებები მაქვს იმისთვის, რომ სახის სიპრიალე „მოვკლა“. ძილის წინ აუცილებლად ვიბან სახეს. მაკიაჟით დაწოლა ხომ კოშმარია, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, ისეთი ნასვამიც რომ ვიყო, ფეხზე ვერ ვდგებოდე, ყოველთვის ვიშორებ მაკიაჟს და ვისვამ კარგ დამატენიანებელს, მაქსიმალურად ცხიმიანი სახით ვიძინებ.

ჩვენც გვასწავლე, რითი „კლავ“ მაკიაჟის სიპრიალეს?
- Mac-ს აქვს ასეთი ფქვილივით თეთრი პუდრას მსგავსი, ოღონდ ეგ პუდრაც არ არის, სახის ფერს არ ახშობს და ტონალობას არ აძლევს სახეს, მხოლოდ ბუნებრივ ცხიმს იღებს სახიდან. ამას პუდრით აკეთებ, მაგრამ არასწორია, პუდრა მაინც იზილება სახეზე.

როგორც ვიცი, მაკიაჟის კეთება ძალიან გიყვარს...
- მიყვარს მაკიაჟის კეთება. ამ საქმის პროფესიონალი ვარ. ჩემი ერთგვარი ჰობიც არის. პატარა საგრიმიოროც მაქვს სახლში და ზღაპრულ მაკიაჟსაც ვაკეთებ. ხშირად ვცვლი ამ მაკიაჟებს. ყოფილა შემთხვევები, ორ-საათიანი ექსპერიმენტებიც გამიკეთებია საკუთარ თავზე. ჩემი გამომწერებიც ხშირად მთხოვენ, ჩემი სილამაზის ხრიკები გავუზიარო. ზოგჯერ ვახერხებ და რაღაც რჩევებს ვაძლევ. ტელევიზიაში რომ მივიდივარ, უფრო მძიმე მაკიაჟს ვიკეთებ, მაგრამ მაინც კამერას გააჩნია. მე უკვე დამუღამებული მაქვს, მაგრამ მეშინია ხოლმე, თუ ისეთ არხზე მივიდივარ, სადაც არ ვიცი, როგორი კამერა აქვთ.

მაკიაჟს ყოველდღიურად ატარებ?
- არა, მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაკიაჟი სახლში გამიკეთებია, მხოლოდ განწყობის ასამაღლებლად, იმიტომ რომ მე თვითონ მიქმნის ძალიან კარგ განწყობას. ყოფილა მომენტი, როცა უხასიათოდ ვარ, სარკის წინ დავმჯდარვარ და ბოლოს ისეთ „ვიდზე“ დავმდგარვარ, მიფიქრია, სად წავიდე. ის, რომ ჩემი ყოველდღიური რუტინა იყოს მაკიაჟის კეთება, ასე არ არის. რაც უფრო ვიზრდები, მით მეტად ვაქცევ კანს ყურადღებას. მირჩევნია, კანი მქონდეს წესრიგში, ოდნავ ნამზეური მქონდეს, თმა მოწესრიგებული, ვიდრე სულ მაკიაჟით ვიყო. საბედნიეროდ, სუფთა კანი მაქვს, გრძელი წამწამები მაქვს და მაკიაჟს დიდად არ ვსაჭიროებ. ხშირად მწერენ გოგონები: - სახეზე რა ტონალური გისვია? ამ დროს აკნე აქვთ. კვირაში ორი ფლაკონი ტონალური რომ გჭირდება და ყოველდღე ფარავ აკნეს, სახეს რომ დაიბან და უბედურება გჭირს სახეზე, მგონი ჯობია, ელემენტარული კანის ექიმთან მიხვიდე, პროფესიონალ დერმატოლოგთან. მე ვიფქრობ, სალონური ექიმები ცოტა საშიშია.

ერთი წუთი რომ გქონდეს მოსამზადებლად, რას გაიკეთებდი პირველ რიგში?
- ხშირად არის ასეთი შემთხვევა, აუცილებლად გავიკეთებდი ტუშს, იმიტომ რომ ისედაც გრძელი წამწამები მაქვს და ავტომატურად მომცემდა დაგრძელების ეფექტს. შესაბამისად, ტუშს რომ ვიყენებ, ჩათვალე უკვე ლაინერის და ტუშის ეფექტი ერთად აქვს. ლოყებზე ვარდისფერ რუჟს გავიკეთებდი, ოღონდ სუფთა სახეზე, ტონალურის გარეშე და ტუჩებს ოდნავ გავაცოცხლებდი. ამას ერთ წუთში აუცილებალად ვიზამდი და შესაბამისად, უკვე ფორმაში ვიქნებოდი.

რომელი კოსმეტიკური საშუალებები გიდევს სულ ჩანთაში?
- მე ერთი ჩანთით არასდროს ვმოძრაობ. როდესაც ერთ ჩანთაში ძალიან დავბუდდები, მერე მიწევს გადალაგება. აუცილებლად უნდა მეგდოს ყავისფერი ფანქარი, რადგან შემიძლია, ის წარბზეც წავისვა, თვალზეც და ტუჩზეც, ან აუცლებლად უნდა მქონდეს ერთი მუქი ბორდოსფერი პომადა, იმოტომ რომ ოდნავ ლოყას მისცემ რუჟს ფერს, თვალთან, ტუჩზე და უკვე სხვა სხივი გაქვს გაგრძელება


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS