15 იანვარი, 2020
ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს (ფოტო)
რუბრიკის - ALTER EGO მორიგი სტუმარი ზაზა ჭინჭარაული გახლავთ. ზაზა პროფესიით მომღერალია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ქართულ ფილმსა და 70-მდე სარეკლამო რგოლში.

ზაზა, რამდენი ხანია, რაც მღერით?
- ბავშვობიდან ვმღერი-მეთქი, მთლად ასეც ვერ ვიტყვი. უფრო ინსტრუმენტებზე დაკვრას ვსწავლობდი. 6 წლიდან ქართული ნაციონალური ცეკვის საბავშვო სტუდიაში ვცეკვავდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც რობერტ ბარძიმაშვილის საბავშვო ვოკალურ სტუდიაში მივედი, მაგრამ იქ დიდხანს არ მისწავლია. როდესაც პროფესიად ავირჩიე სიმღერა, 17 წლის ვიყავი და ისევ ამ სტუდიას დავუბრუნდი. ასე
დაიწყო ჩემი კარიერაც.

მსახიობობაზე თუ გიოცნებიათ ბავშვობაში?

- ჩვენს ბავშვობაში დენი არ იყო (იცინის). ამაზე, ალბათ, ყველა ბავშვი ოცნებობს, მაგრამ მე ორიენტირებული ვიყავი ცეკვასა და სპორტზე. ამიტომ ეს მიზანი არ მქონია. მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ გამიმართლა და მიმუშავია ისეთ პროექტებზე და ისეთ პროფესიონალებთან, როგორზეც ბავშვობაშიც ვერ ვიოცნებებდი. და ვერც წარმოვიდგენდი.

Rating

რა პროფესია გაქვთ?
- დავამთავრე ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ტურიზმის სპეციალობით. ასევე ვსწავლობდი ზ. ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, საესტრადო ჯაზ-როკის სპეციალობაზე, მაგრამ ტურიზმის გზით არ წავსულვარ, პროფესიად მუსიკოსობა ავირჩიე.

პირველად როდის შემოგთავაზეს ფილმში გადაღება და რა როლი იყო? სულ რამდენ ფილმში გაქვთ მიღებული მონაწილეობა?


- არ მახსოვს... თავიდან იყო სარეკლამო რგოლები, რამდენიმე მუსიკალური კლიპიც, შემდეგ სერიალებსა და ფილმებშიც გამოვჩნდი, მაგრამ მათ ვერ დავარქმევ როლს. იყო პატარ-პატარა ეპიზოდური როლები, რამაც კარგი გამოცდილება მომცა. ჯერჯერობით, დაახლოებით, ოცამდე კინოპროექტზე მაქვს ნამუშევარი და 70-მდე სარეკლამო რგოლზე. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS