18 დეკემბერი, 2019
ნინო ნადირაძე: ყველა კაცმა უნდა იეჭვიანოს, ვისაც ჩემნაირი ცოლი ჰყავს!
ექიმი და ტელეწამყვანი ნონო ნადირაძე პირად ცხოვრებაზე ლაპარაკობს - "მე და გუგას ახლა დაგვეწყო საუკეთესო პერიოდი", - ამბობს ნინო ნადირაძე.

"26 წელია ერთად ვართ და ეს მართლაც დიდი პერიოდია. იყო მობეზრების პერიოდიც, იყო პრობლემებიც, მაგრამ, როცა სიყვარულია, ყველაფერს გადალახავ და მერე საუკეთესო პერიოდი დადგება. ჩვენმა სიყვარულმა მრავალნაირი ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა ჩვენი ურთიერთობა კარგად დაძველებული ბორდოს ღვინის დაგემოვნებისგან მიღებულ სიამოვნებას ჰგავს. ჩვენი ქალიშვილის გათხოვებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. მე და გუგას შეგვეძლო წვრილმანის გამო ერთმანეთი შეგვეჭამა.
ახალგაზრდობის წლებში ყველა ემოცია გამძაფრებულია. მე ყველაფრის მიმართ ემოციური ვიყავი, ახლა მოვჩაჩანაკდი, გუგას შეეძლო ყველაფერი პრობლემად ექცია. მაგალითად - "ასეთი მოკლე რატომ გაცვია." ახლაც ეჭვიანია, უბრალოდ თავს იკავებს. ჩვენ შორის სულ იყო ომი, უბრალოდ ბოლო წლებში რაღაცნაირად დაბალანსდა და სიმშვიდე ჩამოვარდა. წესით, ყველა კაცმა უნდა იეჭვიანოს, ვისაც ჩემნაირი ცოლი ჰყავს, მაგრამ ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ გუგას საეჭვიანო არაფერი აქვს." - ამბობს ნინო ნადირაძე.

წყარო: სარკე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS