16 დეკემბერი, 2019
"ძლიერი ქალი მეცოდება, ქალი არ უნდა იყოს ძლიერი"
მომღერალი ლაშა ღლონტი ჟურნალ "თბილისელებთან" სიყვარულზე, ურთიერთობასა და ბედნიერებაზე საუბრობს.

ღლონტი ამბობს, რომ კაცის ბედნიერებისთვის ქალთან ურთიერთობა აუცილებელია. სიყვარულის გარეშე კი მას ბედნიერება წარმოუდგენლად მიაჩნია.

- სიყვარულს წესები აქვს?

- არა, სიყვარული იმიტომაა საინტერესო, რომ წესები არ აქვს.

- კაცებს ძლიერი ქალის ეშინია?


- ძლიერი ქალი მეცოდება, ქალი არ უნდა იყოს ძლიერი. ქალი უნდა იყოს სულ ბედნიერებაში, სიყვარულში, ფერებაში, ქალი ჩემთვის სხვა მცნებაა. ის აღმაფრენის და შთაგონების წყაროა, სასიმღერო და საფერებელი არსებაა, რომელსაც მამაკაცის მხრიდან
ყოველთვის დაცვა და ზრუნვა სჭირდება.

- კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?

- უსათუოდ. მარტოხელა ადამიანი თუ ამბობს, რომ ბედნიერია, მაშინაც ვიღაც უყვარს. წარმოუდგენელია, კაცი ქალის გარეშე ბედნიერი იყოს.

თბილისელები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS