11 ოქტომბერი, 2019
"ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს მამამისზე, შოკში ვვარდები" - რას ჰყვება ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია შვილიშვილზე
ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებული გრძნობა და დამოკიდებულება აქვთ. ისინი ხშირად ანებივრებენ პატარებს და მათთან ერთად დროის გატარებას არაფერი ურჩევნიათ. ზუსტად იგივე თამამად შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს რესპონდენტზე, რომელიც ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელიაა. იგი ორი შვილის - თამარის, ნიკას მამა და 5 წლის ალექსანდრეს ბაბუა გახლავთ.

- ბატონო ანზორ, პროფესიიდან გამომდინარე ძალიან დაკავებული ხართ, რა დროს უთმობთ შვილიშვილთან ურთიერთობას?

- მთელი ზაფხული მე და სანდრომ ერთად გავატარეთ ჩვენს აგარაკზე, კოტორაანთკარში. საოცარი ბავშვია, მაგიჟებს. 5 წლის
ხდება დეკემბერში,
მაგრამ 7-8 წლის ბავშვის ზომა ტანსაცმელებს ვაცმევთ და ვყიდულობთ. საერთოდ, თანამედროვე ბავშვები გასაოცარი გონებით და აზროვნებით გამოირჩევიან, მხოლოდ ჩემს შვილიშვილზე არ ვსაუბრობ, ყველა ასეა. ერთად გატარებული ეს 3-4 თვე სასწაული იყო. ძალიან შევუყვარდი. დასაძინებლად რომ მივდიოდი, ჩემს ოთახში მაკითხავდა წიგნებით ხელში. ძალიან სიამოვნებს, როცა ზღაპრებს ვუკითხავ. ეზოშიც ვთამაშობთ. ზოგჯერ ექიმობანასაც მეთამაშება. იცის, რომ ექიმი უნდა გამოვიდეს. ჩემი თანამშრომლები ეძახიან, ჩვენი მომავალი დირექტორი ხარო და ესეც ისე იფერებს, რომ მეტი არ შეიძლება. სანდროს დედა აღნიშნავს, რომ ყველაფერში მე მგავს. აგარაკზე სათამაშო ქალაქი გავუკეთე. ბავშვები ძალიან უყვარს, საზოგადოებაში ყოფნა მოსწონს, ჩაკეტილი არ არის, სტუმრებს აღფრთოვანებული ხვდება, კეთილია. მე ხომ ბაღში ფიზიკურად ვმუშაობ, საღამოს
ქათმების დამწყვდევის დროს მოირბენს ჩემთან და დახმარებას მთავაზობს.

ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს, შოკში ვვარდები. დედის ტელეფონი აუღია და უნახავს ვიდეო, ნიკა როგორ ჩხუბობს კორცხელში, როგორ ურტყამენ... მამამისი ჩანს, როგორც აგრესორი, ჩხუბისთავი... ბავშვმა დამიძახა, ერთი წუთით გამოდიო. მკითხა, ეს ვიდეო შენ ნანახი გაქვსო?

- თან ამას მეუბნება სრული სერიოზულობით. ნახეო, მამაჩემს როგორ ურტყამენო? შენ მოგწონსო, შენს შვილს რომ სცემენო? - რა თქმა უნდა, ბაბუ, ეს არ მომწონს-მეთქი, ვუპასუხე და მივუბრუნდი. შენ ხომ "სპაიდერმენი" გიყვარს, ის ხომ კეთილია, მამაშენიც ვაჟკაცი, კეთილი და პატრიოტია, სამშობლო უყვარს-მეთქი. აქ შემაჩერა, პატრიოტი რას ნიშნავსო, მომაგება და ავუხსენი რასაც ნიშნავს. მამა სიმართლეს ამბობს და ამიტომ ებრძვიან. შენ რომ გაიზრდები და დიდი იქნები, ჩვენ ნორმალურ საქართველოში ვიცხოვრებთ და ასეთი რაღაცები არ მოხდება, მამაშენის არ შეგრცხვება-მეთქი. მისმინა და მითხრა, ეს ყველაფერი მაინც არ მომწონსო. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS