27 ივნისი, 2017
"მეორედ თუ შემომთავაზებენ, უარყოფითი როლს აღარ დავთანხმდები!“ - ვინ არის გრიზელდა?
მსახიობი ლია სულუაშვილი 50 წელია სცენაზე დგას, განსახიერებული აქვს ასზე მეტი როლი, ამავდროულად მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, მაგრამ ისეთი რისხვა საზოგადოებისგან არასდროს დაუმსახურებია, როგორც "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენისთანავე მოხდა.
ქალბატონი ლია სერიალში სკოლის დიქტატორი დირექტორის - გრიზელდას როლს თამაშობს.

სიმართლე გითხრათ, მრისხანე გრიზელდასთან დარეკვის ცოტა მეც მეშინოდა, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გრიზელდა ქალბატონი ლიას კარგად შესრულებულია გმირია და მასთან რეალურ ცხოვრებაში მსახიობს არანაირი საერთო არ აქვს.

ჩვენი რესპონდენტი "კომედი შოუს" მსახიობის,
თათია სულუაშვილის მამიდა გახლავთ.

გრიზელდას არაფრით არ ვგავარ, მისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი მაქვს. საოცრად ლმობიერი და კაცთმოყვარე ვარ, განსაკუთრებით ბავშვები მიყვარს ძალიან და გეტყვით, რატომ. მე მთელი ცხოვრება ჩემი საქმის პარალელურად მქონდა დრამატული წრე და საბავშვო თეატრი. ჩემი მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია როგორც თეატრთან, ასევე ბავშვებთან. ჩემი აღზრდილები დღემდე ჩემი მეგობრები არიან, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა და მე ეს ძალიან მახარებს.

- ქალბატონო ლია, გრიზელდას როლზე როგორ მოხვდით?
- მონაწილეობა მიღებული მაქვს სატელევიზიო სპექტაკლებში, ფილმებში "რაიკომის მდივანი", "ორი შვილი, "მოძღვარი", "ზოგი ჭირი მარგებელია" და ა.შ., რაც იმას ნიშნავს, რომ კამერასთან მუშაობის გამოცდილება მქონდა... სერიალში მოსახვედრად რაიმე შესარჩევი ტური არ გამივლია, პირდაპირ დამირეკეს და მითხრეს, რომ...

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინა
ქალბატონო ლია! თქვენ ამ როლს ასრულებთ ბრწყინვალედ,უნაკლოდ! ამაშია მსახიობის ოსტატობა,იმდენად დამაჯერებელია გადმოცემული ხასიათი! წარმატებებს გისურვებთ!
17:26 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS