21 ივნისი, 2017
"ბიძინას დღესაც ველაპარაკე და ინსულტის ამბავზე ბევრი იცინა" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახის მეგობარი?
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და თითქოს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა და ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. გვესაუბრება ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის უახლოესი მეგობარი, ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე:

- ჭორი როგორ არ გამიგია, შეიძლება ათასი რამ ითქვას, მაგრამ ამისთვის მცირე საფუძველი მაინც ხომ უნდა არსებობდეს! ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. ყველამ
იცის როგორი ცხოვრების წესიც აქვს და საიდან მოიგონეს ბიძინას ავადმყოფობა, მართლა ვერ ვხვდები... დღეს პირადად ვესაუბრე და ძალიან ბევრიც ვიცინეთ! რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS