21 ივნისი, 2017
დაათვალიერეთ დავით ოქიტაშვილის აგარაკი
"სტანისლავ ბონდარენკო, ლაიმა ვაიკულე და სხვები არიან ჩემთან ნამყოფი წყნეთში... მათ რა უნდა გაუკვირდეთ, ლაიმას არნახული აგარაკი აქვს, მაგრამ ჩემი აგარაკითაც მოიხიბლა... სტანისლავი გაგიჟდა, სულ თავის ხელით დაკრიფა შავი ბალი. ეზოში გვიანობამდე ვთამაშობდით ჯოკერს და მერე სულ მირეკავდა, როდის ჩამოვალ, ერთად რომ წავიდეთ წყნეთშიო... ვინც კი ყოფილა ყველას სურს, ისევ მოვიდეს!" - დავით ოქიტაშვილი წყნეთში თავისი ხელით შექმნილ ოაზისზე გვესაუბრა...


- ჩემი აგარაკი წყნეთში მდებარეობს. ოცი წლის წინ აჩიკო მეფარიძის მამის - შოთა მეფარიძის დახმარებით
ნაკვეთი შევიძინეთ და ნელ-ნელა ავაშენეთ... მახსოვს, თბილისის ზღვაზე იყო სათბური, სადაც ერთი კაცი მუშაობდა, რომელსაც გოგი პაპას ვეძახდით. მისგან შევიძინეთ და მოვაშენეთ ეს ყვავილები. გვასწავლა თუ როგორ უნდა მოგვევლო და ზუსტად ისე მოვიქეცით, არაფერი არ შეგვიცვლია.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS