19 ივნისი, 2017
გაიცანით 19 წლის ქართველი მორაგბე, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა
19 წლის გელა აფრასიძემ გუშინ მთელი საქართველო აალაპარაკა. უმცროსმა ბორჯღალოსანმა ირლანდიასთან შესანიშნავი ლელო დადო. სამწუხაროდ საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა. 19 წლის მორაგბეს რაგბში მეკო კვირიკაშვილის დიდებას უწინასწარმეტყველებენ.

"რეიტინგი" გელა აფრასიძეს გაგაცნობთ.

- გელა, რა ასაკიდან თამაშობ რაგბის?

- ბავშვობაში ჭიდაობაზე დავდიოდი, ჩემი ძმა რაგბიზე. ერთხელ გავყევი ვარჯიშზე, მომეწონა რაგბის გუნდურობა და თავდადება, ამიტომ მეც დავიწყე ვარჯიში. 12 წლიდან რაგბის ვთამაშობ და ამის გარდა სხვა საქმის კეთება ვერც კი წარმომიდგენია.

- ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში საფრანგეთში მიდიხარ,
მზად ხართ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის?

- "მონპელიესთან" გავაფორმე კონტრაქტი, ამიტომ მივდივარ საფრანგეთში. დამოუკიდებლად ცხოვრება პირველად მომიწევს, მაგრამ იქ ბიჭები დამხვდებიან და ყველაფერში დამეხმარებიან. ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა "მონპელიეში" თამაში. რადგან ის საუკეთესო გუნდია.

- შეყვარებული თუ გყავს?

- მყავდა შეყვარებული, მაგრამ დავშორდით. ახლა თავისუფალი ვარ.

- რატომ დაშორდი შეყვარებულს?
- ეს არის თემა რომელზეც არასდროს ვისაუბრებ. რადგან ეს ჩემთვის ძალიან პირადული თემაა.

- სწავლობთ?
- დრო არ მქონდა რომ მესწავლა. მთელი ცხოვრება რაგბს მივუძღვენი. 

ბეჭდვა