15 ივნისი, 2017
გაიცანით წყვილი, რომელმაც დაქორწინება "coldplay"-ს კონცერტზე გადაწყვიტა
ქართველმა მორაგბემ, გიორგი ტალახაძემ, საკუთარ რჩეულს ხელი "coldplay"-ს კონცერტზე სთხოვა. ლიკუნა კუტალაძის და გიორგი ტალახაძის სასიყვარულო ურთიერთობა 4 წელს ითვლის და წყვილი მალე ულამაზესი ქორწილის გადახდასაც გეგმავს. ქართველი მორაგბის რჩეული, 21 წლის იურისტია.

ლიკუნა კუტალაძე, საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ "რეიტინგს" ესაუბრა.

- ლიკუნა, სად გაიცანით გიორგი?

- გიორგი, 4 წლის წინ საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. მაშინ ის საფრანგეთში თამაშობდა და ნაკრების შეკრებაზე, რამდენიმე დღით იყო ჩამოსული საქართველოში. გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ფეისბუქზე დამამატა. ამას დაემთხვა
ახალი წელი, ჩემი დაბადების დღე და ამ დღესასწაულებმა შეუწყო ხელი, ჩვენი ურთიერთობის განვითარებას. ამ პერიოდში გიორგიმ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად. მას შემდეგ ერთად ვართ.

- გიორგიმ ხელი, გერმანიაში "coldplay"-ს კონცერტზე გთხოვათ, მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?

- მოულოდნელი სიურპრიზი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი ამას თუ გააკეთებდა. როგორც შემდეგ მითხრა, თურმე ერთი თვის წინ დაგეგმა ეს სიურპრიზი და ძალიან ბედნიერი ვარ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტასიკო
ბედნიერები იყავით მაგრამ გვარები ორივეს ,,მაგარი,, გაქვთ.
15:50 / 17-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS