25 მაისი, 2017
პაატა თედიაშვილი - "თემა შევიდა ყველაში და გაჩნდა არაერთგვაროვანი აზრები, არანჟირება ხუთიანზეა, ქორეოგრფია „გარტყმული“, ტექსტი დამანგრეველი..."
პაატა თედიაშვილის ახალ სიმღერას "უნდა შემოვიდე ამაღამ შენში" დიდი ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა. რთული სათქმელია, სიმღერის ტექსტმა გამოიწვია ამხელა მითქმა- მოთქმა, თუ ქორეოგრაფიულმა მხარემ, თუმცა ასეა თუ ისე, სიმღერამ სრულიად საქართველო აამღერა.

ჩვენ ვესაუბრეთ პაატა თედიაშვილს, რომელმაც გაგვიზიარა თავისი აზრი მაყურებლის კრიტიკასთან დაკავშირებით, გვიამბო ცხოვრებაში როგორ მიაღწია წარმატებას და რას გეგმავს სამომავლოდ.

- თქვენი კარიერული წინსვლის პირველ ნაბიჯებზე მოგვიყევით, როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი სფერო იყო?
- ბავშვობიდან ვცეკვავ. სიმღერა მოგვიანებით დავიწყე. დედა ნელი იაშვილია, ნელიშვილები
მგალობლები იყვნენ. კარგი მომღერლები ჰყავდათ თედიაშვილებსაც.  მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სტალინის საყვარელი მომღერალი ყოფილა მარგო თედიაშვილი. მე ხაშურიდან ვარ, ვწერდი სიმღერებს და ვმღეროდი კონცერტებზე. თბილისში სამედიცინო ინტსიტუტში ჩავაბარე და პარალელურად ორ მუსიკალურ სასწავლებელში ვსავლობდი, ოთარ ტატიშვილის ჯგუფში ვიყავი, ოთარმა წარმადგინა პირველად ფართო მაყურებლის წინაშე. 

- როდის შედგა თქვენი პირველი დებიუტი?
- სატელევიზიო დებიუტი შედგე სტერეოს ეთერით, სიმღერით "პოპური", შემდეგი იყო "ბინდის ფერია" 2007 წელს.

- ვინ გიფინანსებთ კლიპებს?
- არასდროს დავუფინანსებივარ ვინმეს, საკუთარი შეკოწიწებული ლარებით ვაკეთებ ყველაფერს და ამით ვამაყობ.

-თქვენს ახალ კლიპს დიდი მითქმა მოთქმა მოჰყვა საზოგადოებაში, მოგვიყევით გადაღების პროცესზე, რამ შთაგაგონათ მსგავსი ტექსტის დაწერა?
- ეს არ არის კლიპი, ეს საეთერო კადრებია. ვემზადებოდი სოლო კონცერტისთვის, რომელიც 22 აპრილს მქონდა "ახალი წარსული". ქალბატონ ლიზა ვადაჩკორიას ვთხოვე დახმარება, რომ დაეთმო ეთერიდა ასე მოვხვდი "იბერიის" ეთერში. მერე აგორდა, ეს ყველაფერი... ტექსტი ჩემია, მუსიკა ევროპული ჯგუფის, რომელიც საქართველოში არ გაჟღერებულა. ჰიპ- ჰოპ ჯგუფ "ფრიდომ"- თან ერთად დავდგი, რომლის ხელმძღვანელიც ანჯელა ანდრიასიანია.

- გამოვიდა კლიპი ისეთი, როგორიც იდეაში იყო?
- სულ სხვა იდეა იყო, მაყურებელმა სხვანაირად გაიგო.

- ელოდით მაყურებლისგან ამგვარ რეაქციას? როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს?
- თავიდან იყო ელდა, მაგრამ კომენტარები შეგნებულად არ წავიკითხე. ვიცი, რომ ილანძღებოდნენ, თემა შევიდა ყველაში და გაჩნდა არაერთგვაროვანი აზრები, არანჟირება ხუთიანზეა, ქორეოგრფია „გარტყმული“, ტექსტი დამანგრეველი და შემავალი... უკვე ემღერება ყველას, ვინც მოისმინა. მომეწონა ქუბები და ვინახავ, იუმორისტული შარჟებიც სახალისო იყო, იუმორიც ერთგვარი ნიჭია, არავისგან არაფერი მწყინს. ათი წლის განმავლობაში წერტილოვან დარტყმებს ვაწოდებდი, ეს უკვე რესპუბლიკური აფეთქება იყო.

- რას ეტყოდით მათ, ვინც გაკრიტიკებთ კლიპის გამო?
- ვინც მაკრიტიკებთ მიყვარხართ, ვინც მაქებთ - უფრო მეტად, ვინც არ მიცნობთ - მიიღეთ სიმპათიები.

- ხალხისგან ნეგატიური შეფასების მიუხედავად, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კლიპმა უფრო მეტი წარმატება მოგიტანათ, ვიდრე სხვა დანარჩენებმა, ანუ შავი პიარიც ხომ პიარია...?
- ამ სიმღერამ ყველა რეკორდი მოხსნა პიარის თუ სკანდალის, ასეთი პიარი ქართულ რეალობას არ ახსოვს.

- როგორც ვიცი, ახლა მესტიაში გქვთ კონცერტი,ვისთან ერთად ხართ და რას ასრულებთ?
- მესტიაში, უკვე მეორედ, ვარ ფესტივალზე "მომავლის მზე", რომელიც ჩემი მეგობრის, მაკა ჭკუასელის დაარსებულია. წავიყვან ფესტივალს და ვიმღერებ "გოგოვ გენაცვალები" და ოთარ ტატიშვილის "შემოდგომის ზარები".

- გვიამბეთ, გარდა სიმღერისა რას აკეთებთ, როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?
- ვარ ექიმი თერაპევტი, ამჟამად არ ვმუშაობ, მყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი "ოქროს ფარი", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. პედაგოგია ჩემი და ნონა, დირექტორი - დედაჩემი, ნელი იაშვილი. ვმუშაობ ბავშვებთან, უკვე 16 თაობა გამოვზარდე. ვწერ სიმღერებს, ლექსებს, ვხატავ ესკიზებს. ვმუშაობ საქართველოს პროფკავშირების შემოქმედთა კავშირში წამყვანად და თანაორგანიზატორად.

- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით
- სალონიკსა და ათენში, სოლო კონცერტები მექნება. საზაფხულო ფესტივალზე "ჩემი ლამაზი ქვეყანა". კიდევ ერთი სიმღერა მინდა, ზაფხულისთვის მოვასწრო.

მერიემ კაკარიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS