22 მაისი, 2017
ვისზეა ნაწყენი მზია ორველაშვილი: "ეგ სანამ საკადრისს არ მიიღებს, არ მოისვენებს"
"ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი პროფესიონალი მოცეკვავე _ მზია ორველაშვილი პროექტის მიმდინარე სეზონში არ მონაწილეობს. ამ ფაქტმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელში მცირე ინციდენტიც მოხდა...

- მზიკო, "ფეისბუკზე" შენი სტატუსი ვნახე, თითქოს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არ მიგიღეს...
- "ფეისბუკის" პირადი ანგარიში გამიტეხეს. ეგ "პოსტი" ჩემს გვერდზე ვიღაცამ გამოაქვეყნა, მაგრამ შემდეგ, პაროლი შევცვალე და სტატუსიც წავშალე... მოკლედ, მე არ დამიწერია.

- გამორჩეულად კარგი მოცეკვავე, რომელიც შოუს ფინალში ხვდებოდი, პროექტის მიმდინარე სეზონში რატომ არ მონაწილეობ?
- ძალიან
ბევრი საქმე მქონდა, შეჯიბრებებისთვის ვემზადები და პროექტში მონაწილეობისთვის დრო აღარ მრჩებოდა.

- ანუ პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა შემოგთავაზეს და უარი თქვი?
- რა თქმა უნდა! სამწუხაროდ, მონაწილეობა ვერ მოვახერხე.

- ახლა გული არ გწყდება?
- კი, გული მწყდება, რა თქმა უნდა, პროექტში ბევრი შრომა მაქვს "ჩადებული" - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გარკვეული წვლილი მეც ხომ შევიტანე? მინდოდა, პროექტში ისევ ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომდის, რადგან დაკავებული ვარ.

- კონკრეტულად, რა შეჯიბრებებისთვის ემზადები?
- მალე კონკურსი - "მსოფლიო რეიტინგი" ბათუმში გაიმართება და ამისთვის ვემზადები. დილიდან ღამის 12 საათამდე (ზოგჯერ უფრო დიდხანსაც) ვვარჯიშობთ. "მსოფლიო რეიტინგში" ძალიან ძლიერი მოცეკვავეები მონაწილეობენ. მე ყოველთვის ფინალში ან ნახევარფინალში ვცეკვავ ხოლმე. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, კარგად მომზადებული ვიყო, თან - ახალ მეწყვილესთან ერთად ვცეკვავ.

- ედგარას ბრაზასსთან ერთად რატომ აღარ ცეკვავ?
- მწვრთნელმა დაგვაშორა, რადგან ცეკვაში ცოტა განსხვავებული სტილი გვქონდა, ანუ როგორც მეწყვილეები, ერთმანეთს არ ვუხდებოდით.

- თუმცა, როგორც ვიცი, ერთად გარკვეულ წარმატებას მიაღწიეთ...
- კი, ძალიან წარმატებული წყვილი ვიყავით. ისეთი შედეგები გვქონდა, საქართველოდან არავის რომ არ ჰქონია. მერე მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ დავეშორებინეთ. სახეზე უფროსი ასაკისას არც მე ვგავარ, მაგრამ ჩემი მეწყვილე ბავშვს ჰგავდა... სხვადასხვანაირი მეწყვილე გვჭირდებოდა.

- ამჟამად, შენი მეწყვილე ვინ არის?
- რუსი ბიჭია - კონსტანტინ ასტასიევი, რომელიც შარშან მსოფლიოს 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის იყო.

- სად ვარჯიშობთ?
- კონსტანტინი ჩამოდის ხოლმე საქართველოში. ახლაც აქ იყო, შინ კვირას დაბრუნდა. წესით, ამჯერად მე უნდა გავემგზავრო, მაგრამ ჯერ საბუთებს ვაწესრიგებ.

- ალბათ, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, "ცეკვავენ ვარ­სკვ­ლა­ვებს" თვალყურს ადევნებ...
- როცა დრო მაქვს, კი.

- პროექტის ახლანდელი კონ­კურსანტები, მოცეკვავეები როგორ მოგწონს?
- ძალიან კარგი მოცეკვავეები და ვარსკვლავები არიან.

- ჟიურის წევრებსა და მათ შეფასებებზე რას გვეტყვი?
- სტანისლავ ბონდარენკო როგორც აფასებს, მომწონს ანუ თითქმის ისე აფასებს, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე. თეა გობეჯიშვილის შეფასებებიც მომწონს. დანარჩენებზე მართლა ვერაფერს ვიტყვი.

- რატომ?
- რა ვიცი. მე ამ ორი ადამიანის შეფასება მომწონს. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიგი
მზია ულამაზესი ხარ.
11:46 / 23-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS