22 მაისი, 2017
ვინ არის ქართველი მერლინ მონრო და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო (+ ფოტოგალერეა)
მარია ბლონდი ქართველი მომღერალი და მსახიობია, რომელიც არაორდინარული იმიჯით გამოირჩევა. ცნობილი კი მერლინ მონროს იმიჯით გახდა. მსგავსება მართლა საოცარია! მარიას ყველა "ქართველ მერლინ მონროს" ეძახის.

- მარია, რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ქართველი მერლინ მონრო? როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?..

- ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიმიღია, უფრო ვიტყოდი, ხალხმა აიტაცა მერლინის ტიპაჟი. პროფესიით მსახიობი და მომღერალი ვარ, მაქვს ჩემი შოუ-პროგრამა. მრავალ ტიპაჟს შორის მერლინი ყველაზე ცნობილი გახდა. შემდეგ ტელევიზიაშიც მომიწვიეს და საზოგადოებამ უფრო ახლოს გამიცნო...

- თქვენი ნამდვილი
სახელი და გვარი?

- მარიამ ციმინტია.

- პირველად როდის გაგიჩნდათ სიმღერის სურვილი და რამდენად დიდი გარდატეხა მოახდინა სიმღერამ თქვენს ცხოვრებაში?

- ბავშვობიდან ვმღეროდი, ყოველთვის მინდოდა, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი (ისე, ტემბრით მეცო სოპრანო მაქვს), მაგრამ სამწუხაროდ, როკ-სიმღერებით ხმა გავიფუჭე. მუსიკას დიდი ძალა აქვს და უზარმაზარი მოვლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მუსიკა რომ არა, ალბათ, ვერ გადავიტანდი რთულ პერიოდებს. მუსიკა ჩემთვის ჰაერივითაა, მის გარეშე არ შეიძლება არსებობა და მე მგონი, ყველა მუსიკოსი დამეთანხმება. როდესაც სცენაზე ვმღერი, ხალხს დადებით ემოციას ვაძლევ და ის ემოცია უკან მიბრუნდება. ამაზე სასიამოვნო გრძნობა ჩემთვის არ არსებობს. მუსიკა არის ცხოვრების რიტმი, ბიძგი და ადრენალინი.

- როგორ ფიქრობთ, გარეგნობის გარდა, რით ჰგავხართ მერლინ მონროს?

- შინაგანი სამყაროთი, ალბათ და საქმისადმი მიდგომით. მერლინ მონრომ შექმნა ისეთი ტიპაჟი, რომელზეც ყველა გიჟდებოდა. იყო სექსუალური, მიმზიდველი და არავის აინტერესებდა, როგორი იყო შინაგანად. არადა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ნაკითხი, მათ შორის, ფსიქოლოგიის წიგნებსაც კითხულობდა, ხატავდა და წერდა ლექსებს. მიუხედავად თავისი მხიარული ხასიათისა, დიდი სევდა ჰქონდა გულში. ზუსტად მაგაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. თუმცა, მერლინ მონრო - ნორმა ჯინი იყო და მე მარიამ ციმინტია ვარ, სხვაობა, რა თქმა უნდა, არის და უნდა იყოს, იმიტომ, რომ სულ სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვა ხასიათი გაგვაჩნია. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS