09 მაისი, 2017
თამუნა მუსერიძე - „ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, სიმაღლიდან ჩამოვვარდი და კუდუსუნის ძვალი გავიტეხე“
მიმზიდველი და სექსუალური თამუნა მუსერიძე საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იქცევდა სკანდალური პირადი ცხოვრებით, ხშირად იყო ასევე პრესის ყურადღების ობიექტიც. თამუნამ „რეიტინგის“ მკითხველს გაანდო თავისი სილამაზის საიდუმლო, მოგვიყვა, თუ რომელ თავის მოვლის საშუალებებს იყენებს და როგორ ინარჩუნებს ფორმას.

- ხშირად სტუმრობთ სილამაზის სალონებს?
- გამომდინარე იქიდან, რომ გადაღებებისთვის მაკიაჟსაც და თმის ვარცხნილობასაც ტელევიზიაში მიკეთებენ, სალონის ხშირი სტუმარი არ ვარ, თუმცა წარბების კორექციისთვის თვეში ერთხელ მაინც ვსტუმრობ.

თავის მოვლის რა საშუალებებს იყენებთ?
- მხოლოდ სახის დამატენიანებელს.

- სახლის
პირობებში მომზადებულ საცხებზე რა აზრის ხართ?
- არ ვიცი, აქამდე არ გამომიყენებია.

- რომელ აქსესუარებს იყენებთ უფრო ხშირად?
- ყველანაირს. სათვალეს, საყურეს, ყელსაბამს, ბეჭდებს.

- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?
- საათი მაგრამ არა იმიტომ, რომ დროს ვაკონტროლებ. ლამაზი საათები მაქვს უბრალოდ.

- როგორ იკვებებით? დიეტაზე ყოფილხართ ოდესმე?
- ერთადერთხელ ვიყავი დიეტაზე. ისიც იმიტომ, რომ კაბა გამოვიწერე და ერთი ზომით პაატარა მქონდა. სამწუხაროდ სწორად ვერ ვიკვებები. დროის ფაქტორიდან და სიზარმაციდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ.

- დღე- ღამეში რამდენი საათი გძინავთ დაახლოებით და თუ ვარჯიშობთ რა სიხშირით ვარჯიშობთ?
- ვეღარ ვვარჯიშობ. ძალიან აქტიურად ვვარჯიშობდი. დავდიოდი ბრძოლაზე წესების გარეშე. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, სიმაღლიდან ჩამოვვარდი და კუდუსუნის ძვალი გავიტეხე. რის მერეც, ვარჯიში ამიკრძალეს, დროებით ვისვენებ.

- მაკიაჟზე რას იტყვით? რამდენად ხშირადაა თქვენი ნახვა მაკიაჟის გარეშე შესაძლებელი?
- ძირითადად უმაკიაჟოდ ვარ ხოლმე მარტო გადაღებების დროს ვიკეთებ მაკიაჟს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის სილამაზის ფორმულა?
- ღიმილი და ბედნიერება.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS