02 მაისი, 2017
ნინი ბადურაშვილის სილამაზის ფორმულა - „ამიტომაც მეუბნება ყველა, ბოლო დროს ძალიან გახდიო“
პირველ შთაბეჭდილებას ყოველთვის ვიზუალი ახდენს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურები. მომღერალი ნინი ბადურაშვილი ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ ახერხებს, იყოს ყოველთვის მიმზიდველი? გაეცანით ინტერვიუს:

თავის მოვლის რომელ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
- ბრენდებზე რომ ვისაუბრო ალბათ რეკლამაში ჩამეთვლება, ამიტომ არ დავაკონკრეტებ. ზოგადად, სახის და თვალის კრემებს ვისვამ ყოველ დილა- საღამოს, კანის და რა თქმა უნდა, თმის მოვლის საშუალებებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. ყოველთვის ვცდილობ, მაღალი ხარისხის პროდუქცია შევარჩიო. თმას იმდენად ხშირად ვიღებავ, განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

როგორ იკვებებით?
- გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ძალიან ცოტას ვჭამ, ამიტომაც მეუბნება ყველა, ბოლო დროს ძალიან გახდიო. თუმცა, როცა ვჭამ, ძირითადად ჯანსაღ საკვებს ვჭამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მაგდონალდსი, ბურგერები და ფასტ- ფუდი. ხანდახან ისეც ხდება, რომ თავს უფლებას ვაძლევ ისიამოვნოს, მაგრამ მეორე დღეს, აუცილებლად ვაკეთებ "განტვირთვას".

რა სიხშირით ვარჯიშობთ?
- ზოგადად ვვარჯიშობ კვირაში სამჯერ, მაგრამ ახლა ისევ და ისევ ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ორჯერ თუ შევძელი ფიტნეს კლუბში მისვლა, უკვე კარგია, კვირაში ერთხელ აუცილებლად დავდივარ.

საშუალოდ დღეღამეში რამდენი საათი გძინავთ?
- ცხრა საათი მაინც უნდა მეძინოს, თუ მძინავს ცხრა საათი, მაშინ კარგად ვარ.

მოდაზე რა აზრის ხართ?
- მთლად გადარეულიც არ ვარ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, რა არის ტენდენციური, მაგრამ თუ არ მიხდება, მხოლოდ მოდურობის გამო არ ვყიდულობ სამოსს.

რომელიმე აქსესუარი თუ გაქვთ, რომლის გარეშეც გარეთ არასდროს გადიხართ?
- საათი.

რომელ აქსესუარებს იყენებთ უფრო ხშირად?
- საათს, ბეჭედს, საყურეს.

სახლის პირობებში მომზადებულ ნიღბებს ისვამთ ხოლმე?
- იშვიათად, თუმცა მიცდია. ხაჭო და თაფლი, გერკულესი და თაფლი, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ძალიან იშვიათად მივმართავ სახლის პირობებში მომზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, მეტ წილად, კოსმეტოლოგს ვენდობი.

როგორ ფიქრობთ, რა არის სილამაზის ფორმულა?
- სილამაზის ფორმულა არის შინაგანი კარგი განწყობა. თუ შინაგანად დადებითად ხარ განწყობილი ადამიანების მიმართ და ზოგადად, სამყაროს მიმართ, ეს აუცილებლად აისახება ვიზუალზეც.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
56
აი, ხომ ვამბობდი, დღეს ასე არ დაღამდება ნინო ბადურაშვილზე ინტერნეტმა რაიმე ახალი არ თქვას-თქო. ჰოდა, ისე აგისრულდეთ ყველა კეთილი საქმე.
23:11 / 31-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ფორმულააააა გენეტიკაშიააა!!
გენი თუ არ გივარგა რაც არა უნდა კარგიიიიიი კოსმეტიკა იხმარო, რაც არ უნდა კოსმეტოლოგი ჩარიო ტყუილია ყველაფერი
15:24 / 04-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS