20 აპრილი, 2017
„მისტერ თბილისი 2017“ სკანდალში გაეხვა - უკავშირდება თუ არა რომა რამაზაშვილის გამარჯვება მარკუს მეტრეველს
"მისტერ თბილისის" წოდებას, ხშირად თან ახლავს სკანდალები და ჭორები.  „მისტერ თბილისი 2017“- ზე რომა რამაზაშვილზეც ბევრს ჭორაობენ, ამბობენ მარკუს მეტრეველთან აქვს რომანი და მის გამარჯვებაშიც სწორედ მარკუსის ხელი ურევიაო. ამ ყველაფერზე ჩვენ რომას ვესაუბრეთ და მან გვიამბო არა მარტო ჭორებზე, არამედ იმაზე თუ რა ხდება მის ცხოვრებაში და რას გეგმავს სამომავლოდ.

- რას საქმიანობთ და როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?
- სამსახური, გადაღებები... მაქსიმალურად დატვირთული ვარ.

-size: 12.16px; float: left; border: 0px;" alt="Rating" title="„მისტერ თბილისი 2017“ სკანდალში გაეხვა - უკავშირდება თუ არა რომა რამაზაშვილის გამარჯვება მარკუს მეტრეველს" />


- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, „მისტერ თბილისის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ?
- საკუთარ თავზე მეტი ჭორი მესმის, რა თქმა უნდა, კარგი ცვლილებებიც ბევრია, მაგალითად ხშირად ვიღებ საინტერესო შემოთავაზებებს.

Rating
თითქოს ამ ჭორებმა გამოიწვია ჩვენი დაშორებაც...




- თქვენ, როგორც ვხვდები უარყოფითად არ რეაგირებთ ჭორებზე...
- ადრე მქონდა უარყოფითი რეაქციები, თუმცა ახლა მივეჩვიე და უფრო მეცინება (იცინის).

- რომელმა ჭორმა გაგახალისათ ყველაზე მეტად?
- თანაბრად მახალისებს უკვე ყველა ჭორი.

- მომღერალ მარკუს მეტრეველსა და თქვენს რომანზე გავრცელებულ ჭორზე რას იტყვით?
- ეს ჭორიც არ არის, უაზრობაა (იცინის). უბრალოდ მეგობრები ვართ დიდი ხანია და ფოტოები აიტაცეს, სულ ეს იყო.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო ამ ჭორის გავრცელების საფუძველი? ორიენტაციასთან დაკავშირებით, ადრეც ხომ არ გაუვრცელებიათ მსგავსი ჭორი?
- არა, რა ვიცი მე არ მსმენია. თან შეყვარებული მყავდა საკმაოდ დიდხანს. ყველაფერი მოგების შემდეგ დაიწყო, იმასაც ამბობდნენ, თითქოს მარკუსის ხელი ერია ჩემს მოგებაში და ამაზე ძალიან გამეცინა.

- ყოფილ შეყვარებულზე რას იტყვით? რამდენი ხანი იყავით ერთად?
- ალბათ ორი წელი იქნება, რაც შეყვარებულები ვიყავით. ფინალის წინა დღეს დავშორდით, სრულიად უმიზეზოდ და გაუგებარი დარჩა ჩემთვის, თითქოს ამ ჭორებმა გამოიწვია ჩვენი დაშორებაც...

- როგორ ფიქრობთ, არის შერიგების პერსპექტივა თუ საბოლოოდ დასრულდა თქვენი ურთიერთობა?
- კარგი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ნაკლებად ვფიქრობ. მაქსიმალურად ვეცდები, ტიტული ყველაფერში გამოვიყენო, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით.
Rating
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- ვფიქრობ "მანქანა სახლი ცხოვრებაზე" (ქალბატონებისგან), ვხუმრობ (იცინის). რა ვიცი, ალბათ მაქსიმალურად გამოვიყენებ ყველა შემოთავაზებას და კარიერას მივაქცევ დიდ ყურადღებას. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს მოსკოვიდან და ვეცდები, რაც შეიძლება, მალე წავიდე.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა