რეიტინგული ფოტო
 
ანა მარგველაშვილი სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა, როგორია პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმის სტილი
 ანა მარგველაშვილი სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა, როგორია პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმის სტილი
18 აპრილი, 2017
თავისუფალი სულისკვეთების ადამიანია და სწორედ ეს მომწონს ანა მარგველაშვილში. 
სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა წარმომიდგენია პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც ხშირად ხვდება საზოგადოების ინტერესის ცენტრში, თუმცა არასდროს ცდილობს, მათი უმრავლესობის შეხედულებები დააკმაყოფილოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს საზოგადოებრივ ასპარეზზე გაცილებით აქტიურია, სასაუბრო თემად მაინც სტილი ავირჩიეთ. არ მიკვირს, რომ უსმენს ჰიპ-ჰოპსა და რეპს, ხოლო სტილი, რომელიც მის სულისკვეთებას გამოხატავს – სპორტულია.

- ანა, როგორ იწყება თქვენთვის საქმიანი დღე?

- დილით ადრე ვდგები. ჯერ ბავშვს ვაჭმევ და მხოლოდ მას შემდეგ ვსაუზმობ. არც ჩვენი ძაღლისთვის მავიწყდება საჭმლის მომზადება.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამასობაში ბავშვის ძიძა მოდის და შემიძლია სამსახურში წავიდე. მანამდე კი ძაღლს ვასეირნებ.

ჩაცმის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. ჩემთვის ყველაზე კომფორტული სამოსი ჯინსი და თავისუფალი ზედაა. მაგრამ ხშირად საქმიანი შეხვედრები გვაქვს და ვცდილობ შესაბამისი კოსტიუმი შევარჩიო. მაგალითად, კლასიკური სტილის შარვალი და პერანგი. ხშირად მამასთან ერთად მიწევს შეხვედრებზე სიარული და ასეთ დროსაც ეტიკეტს ვიცავ. საერთოდ სხვადასხვა სტილის სამოსში შემიძლია თავი კომფორტულად ვიგრძნო. პრობლემას არ წარმოადგენს კლასიკური სტილის სამოსიც.

ვმუშაობ კომპანიაში Gეორგიან Eვენტს. ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი ვართ. ჩვენი კომპანია აწყობს ივენთებს, კორპორატიულ საღამოებს. ვთანამშრომლობთ ასევე თბილისის მოდის კვირეულთან. ჩემთვის საინტერესო და სახალისო საქმიანობაა. ყოველთვის სხვადასხვა დაკვეთას ვასრულებთ და მასზე მუშაობა მომწონს. საკმაოდ შრომატევადიცაა. ვერ ვიტყვი, რომ დატვირთული გრაფიკი არ მაქვს. ჯერჯერობით ეს სამუშაო მაქსიმალურად ერგება ჩემს ხასიათს. მომავალში რა საქმე გამიტაცებს, ჯერ არ ვიცი. ისე დავამთავრე. ჩემი ძირითადი პროფესიაც საინტერესო სფეროს უკავშირდება. იხილეთ სრულად + ფოტოები


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები